31 დეკემბრამდე შემოსული პროექტები განიხილება

15 იანვრამდე.

პროექტების შემოტანისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები



  1. ავტორი ან ავტორები, იდეების სივრცე - ვებ პორტფელში ელექტრონული ფორმით აგზავნიან საპროექტო წინადადების პაკეტს. საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისი სამსახურის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით ხორციელდება საპროექტო წინადადებების გადარჩევა;
  2. გადარჩეული პროექტების ავტორებთან იმართება გასაუბრება, კვლევისა და პროექტის თაობაზე შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
  3. კვლევის შედეგად იქმნება პროექტის სცენარი/თრითმენტი, ბიუჯეტი და წარმოების კალენდარული გეგმა; წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ხორციელდება პროექტების გადარჩევა;
  4. ხორციელდება შერჩეული პროექტების დამტკიცების და წარმოებაში ჩაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

პირობები და ვადები - დგინდება კონკრეტული პროექტიდან გამომდინარე

განხილვის პერიოდულობა:



  • იდეების სივრცე - ვებ პორტფელი მუდმივად ღიაა და საპროექტო წინადადებების პაკეტების გამოგზავნა შესაძლებელია ავტორთათვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს. საპროექტო წინადადებები განიხილება ყოველკვარტლურად.





































დათქმა წარმოდგენილი მასალის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით: წარმოდგენილი მასალები არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდის მეშვეობით ხელმისაწვდომი სხვა მესამე პირებისათვის

,რომ წინამდებარე პროექტი შექმნილია უშუალოდ ჩემს მიერ და წარმოადგენს ჩემი ინტელექტუალური შრომის შედეგს, არის ორიგინალური და არ წარმოადგენს ამ სფეროში არსებული რომელიმე სხვა პროექტის ანალოგს ან/და პლაგიატს (შესაბამისად, არ არის გადამუშავებული, შედგენილი, რეპროდუცირებული ან/და “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით შექმნილი ნაწარმოები). გამომდინარე აქედან, თავად ვარ პასუხისმგებელი ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ რაიმე სახის პრეტენზიის ან/და სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში.



წინამდებარე აპლიკაციაზე თანდართულ იდეასა ან/და კონცეპტზე სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ავტომატურად არ წარმოეშვება რაიმე სახის უფლებები. წარმოდგენილი იდეის ან/და კონცეპტის საფუძველზე შექმნილ პროექტზე უფლებების წარმოშობა დამოკიდებულია დამატებითი შეთანხმების/ხელშეკრულების გაფორმებაზე.

დაკავშირება განხორციელდება მხოლოდ ყველა პროცედურის წარმატებით გავლილი პროექტის ავტორებთან