|
https://old.1tv.ge/en/user/view/45/info.htmlhttps://old.1tv.ge/en/user/view/45/posts.htmlhttps://old.1tv.ge/en/user/video_posts/45/video_posts.html
|
თამარ ურუშაძე
g 14 Posts
g 0 Views
წამყვანი, ჟურნალისტი, არის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი. დაიბადა 1981 წლის 18 თებერვალს. 1997 წელს დაამთავრა მე-6 გერმანული გიმნაზია; 2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი; 2002 წელს დაამთავრა გოეთეს ინსტიტუტი; 2002-2003 წლებში მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიაში, საენციკლოპედიო ცენტრში; 2003-2006 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურში, პროგრამა „ქრონიკის“ რედაქტორის თანამდებობაზე; 2006 წლიდან დღემდე არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, რედაქტორი და ჟურნალისტი. პროგრამა „მოამბის“ წამყვანი, გადაცემა „ტელებლოგის“ ჟურნალისტი („პროსტიტუცია-პრობლემა ტაბუთი“, „21 საუკუნის ბაგრატიონები“). 2012 წლიდან
დღემდე, ასევე,
არის
ლექტორი
საზოგადოებრივ
კოლეჯ
„ეტალონში“ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. სერტიფიცირებულია და გავლილი აქვს სხვადასხვა საკვალიფიკაციო კურსი და ტრეინინგი, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივ ორგანიზაციებში, მედიის განვითარებისა და ჟურნალისტური კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. |