|
https://old.1tv.ge/en/user/view/8351/info.htmlhttps://old.1tv.ge/en/user/view/8351/posts.htmlhttps://old.1tv.ge/en/user/video_posts/8351/video_posts.html
|
ანი ჩიქოვანი
produser
g 0 Posts
g 0 Views
აღმასრულებელი პროდიუსერი დავიბადე თბილისში, 1988 წლის
4 მაისს. 4 წლის
ასაკში ოჯახთან
ერთად საცხოვრებლად
გადავედი მოსკოვში,
სადაც დავამთავრე
საერთაშორისო ამერიკული
სკოლა. 2009 წელს ბაკალავრის
წოდება მივიღე
მოსკოვის საერთაშორისო
ურთიერთობების სახელმწიფო
უნივერსიტეტში, საერთაშორისო
სამართალში. შემდეგ სწავლა გავაგრძელე
ლონდონში, სადაც
დავამთავრე University of Westminster "LLM
Entertainment Law and Production", სამაგისტრო
პროგრამა. 2010 წელს, თბილისში დაბრუნების შემდეგ, სხვადასხვა დროს ვმუშაობდი ტელეკომპანია "იმედსა" და GDS - ში, ჟურნალ "ET CETERA" და "Tbilisi Live". 2016 წლიდან ვმუშაობდი პირველი არხის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკში, "დილის მოამბის" პროდიუსერად. ამჟამად ვარ წინასაარჩევნო სატელევიზიო პროექტ "თვითმმართველობა 2017"-ის პროდიუსერი. ძალიან მიყვარს ტელევიზია. მომწონს, რომ აქ პროდუქტის შექმნას გუნდური მუშაობა სჭირდება, მომწონს, რომ ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, მომწონს ის რიტმი, რაც მხოლოდ სატელევიზიო საქმისთვისაა დამახასიათებელი, მომწონს, რომ ჩემი აზრით, მაყურებლისთვის მნიშვნელოვან საქმეში ვმონაწილეობ. |