საზოგადოებრივი
104.5 FM
მარიამ შალიკაშვილი
ჟურნალისტი
g 574 Posts
g 0 Views

სიახლეები

საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის კონკურსში მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს
უკრაინაში ევროვიზიის კონკურსში საქართველოს მონაწილეობის მეათე, საიუბილეო წელს მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს. გამარჯვებული ეროვნული კონკურსის მეშვეობით გამოვლინდა, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩაატარა. დაძაბულ ბრძოლაში 25 კონკურსანტს შორის საუკეთესო საერთაშორისო ჟიურიმ მაყურებელთან ერთად შეარჩია. ზარებითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით შემოსული თანხა კი დიმიტრი ცინცაძის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.  ეროვნულ ფინალს ლიზა წიკლაურთან ერთად ევროვიზიის გასული წლების ქართველი მონაწილეები უძღვებოდნენ. მარიკა შალიკაშვილის სიუჟეტი
წაკითხვა
მოგზაურობა ტოკიოში - ულტრათანამედროვე მეგაპოლისი #მოამბეში
თუ ავი სულების გწამთ, მათგან გათავისუფლებაში თქვენ ტოკიოს უძველეს ტაძარში შესვლამდე, კვამლის წყარო დაგეხმარებათ. მსოფლიოს უდიდესი ქალაქი გულგრილს არავის ტოვებს. ის იზიდავს როგორც სიძველით, ისე ულტრათანამედროვეობით. იმოგზაურეთ იაპონიის დედაქალაქში „მოამბესთან“ ერთად. მარიკა შალიკაშვილის, ზაზა შუკვანისა და მაია შახულაშვილის რეპორტაჟი.
წაკითხვა
ქეთი მელუა და გორის ქალთა კამერული გუნდი #მოამბეში
წლის ბოლოს, ხელოვნების მოყვარულებს, განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა ინგლისში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა. თბილისმა, მსოფლიო ტურნეს შემდეგ, ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის საღამოს უმასპინძლა. ქეთი მელუამ საკუთარი შთაბეჭდილებები და გეგმები მარიკა შალიკაშვილს გაუზიარა. 
წაკითხვა
„მოამბის" ექსკლუზიური ინტერვიუ ლეგენდარულ იურისტ სკოტ ტუროუსთან
სკოტ ტუროუ – სამართლის სპეციალისტებისთვის ეს სახელი და გვარი კარგადაა ცნობილი. შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი იურისტი. მის სახელს ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე უკავშირდება. ტუროუ მოქმედი იურისტია, ასევე ბესტსელერი რომანებისა და კინოეკრანიზაციების ავტორი. მისი წვლილი ილინოისის შტატში სიკვდილით დასჯის გაუქმებაშიც არის. სკოტ ტუროუმ ქართველ კოლეგებსა და სტუდენტებს გასულ კვირას ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ამერიკის საელჩოს მოწვევით თბილისში ჩამოსულ ლეგენდარულ იურისტთან ექსკლუზიური ინტერვიუ მარიკა შალიკაშვილმა ჩაწერა. 
წაკითხვა
ახალგაზრდა პიანისტი გიორგი მიქაძე ქართველ მსმენელთან შეხვედრისთვის ემზადება
გიორგი მიქაძე ქართველ მსმენელთან შეხვედრისთვის ემზადება. ახალგაზრდა პიანისტს კარგად იცნობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საერთაშორისო აღიარების მიუხედავად, რომელიც მუსიკოსმა მალევე მოიპოვა, მისი მონდომება და გეგმები არ კლებულობს. გიორგი მიქაიას სამშობლოში მარიკა შალიკაშვილი შეხვდა. 
წაკითხვა
თბილისის ჯაზფესტივალს ამერიკელი ვოკალისტი გრეგორი პორტერი დახურავს
თბილისის რიგით მე-19 ჯაზფესტივალი სრულდება. რამდენიმე წუთში, დასკვნით საღამოზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში, მაყურებლის წინაშე ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი გრეგორი პორტერი წარსდგება. მანამდე კი, ჯაზფესტივალი განსხვავებული მიმდინარეობის არტისტებს დაეთმო. ჯაზის საღამოებს მარიკა შალიკაშვილი შეაჯამებს.
წაკითხვა
დევიდ კომა თბილისშია - ხელოვანის გზა წარმატებისკენ და სამომავლო გეგმები
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, დევიდ კომა კვლავ თბილისშია. მსოფლიოში ცნობილი ხელოვანი, პირველად საკუთარ კარიერაში ქართულ მოტივებზე, ახალი კოლექციის მომზადებას იწყებს. მანამდე კი, მისი სამოსით უახლესი მოდელის დამშვენება, „მერსედეს ბენცმა" გადაწყვიტა. გზა წარმატებისკენ და სამომავლო გეგმები. დევიდ კომას თბილისში მარიკა შალიკაშვილი შეხვდა. 
წაკითხვა
როგორია ლარის კურსის გავლენა პროდუქტებზე
საქართველო იმაზე მეტ პროდუქტს მოიხმარს, ვიდრე აწარმოებს, მათ შორის სოფლის მეურნეობის ნაწარმს. ამის გამო, ჩვენი იმპორტი ექსპორტს აჭარბებს. იმპორტირებული საქონლის შეძენა კი, უმეტესად დოლარში ხდება. გაცვლითი კურსის მერყეობა პირდაპირ ურტყამს ფასებს – ზამთარში კი თითქმის ყველა სახის საკვები პროდუქტი, რომელსაც მოვიხმართ უცხოურია. როგორია ლარის კურსის ამჟამინდელი გავლენა სამომხმარებლო კალათაზე? რა მოლოდინი აქვთ იმპორტიორებს და რაში ხედავენ გამოსავალს სპეციალისტები? თემაზე მარიკა შალიკაშვილი მუშაობდა. 
წაკითხვა
ვინ გახდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის მოლოდინშია. ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას, საბოლოოდ კულტურის მინისტრმა სპეციალური კომისიის რეკომენდაციით უნდა გადაწყვიტოს, თუმცა, მანამდე საკითხი, შეიძლება კვლავ ვნებათაღელვის მიზეზი გახდეს. მარიამ შალიკაშვილის სიუჟეტი.
წაკითხვა
სპეციალური გამოშვება - რომის პაპის ვიზიტი
წაკითხვა