|
|
ლელა კურდღელაშვილი
პროდიუსერი
g 6 Posts
g 0 Views
ინფორმაცია1993 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დასრულებისთანავე
მუშაობა დაიწყო „1 არხზე“, დილის პროგრამა „ალიონში“. 10 წლის განმავლობაში იყო პროგრამების
- „ალიონისა“ და „ნაშუადღევის“ წამყვანი; ამავე პერიოდში თანამშრომლობდა გაზეთ „ახალ
7 დღესთან“; 2000-2001 წლებში იყო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2004-2006 წლებში მუშაობდა
ტელეკომპანია „კავკასიის“ საინფორმაციო სამსახურში; 2006-2012 წლებში კერძო კომპანიების:
„სარკე კონსალტინგ ჯგუფის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „ბიზნეს კონსალტინგ ცენტრის“
პიარ-მენეჯერი; მარკეტინგული კომპანია „ნაბიჯის“ დამფუძნებელი და დირექტორი;
2009-2010 წლებში გაეროს განვითარების პროგრამისა და „1 არხის“ ერთობლივი სატელევიზიო
პროექტის „ჩვენი სამართალის“ ავტორი და წამყვანი; 2013 წლიდან გადაცემა „ჩვენი ფერმის“ რედაქტორი. დღემდე თანამშრომლობს თსუ -ს გაზეთთან, სადაც მიჰყავს
საავტორო რუბრიკა „პერსონა“; არის ავტორი რადიოპროგრამებისა: „დღის სტუმარი“(რადიოქალაქი),
„გენდერი და პოლიტიკა“, „აირჩიე ქალაქის მერი“; არის დამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა:
„ჟურნალიტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“, „კავკასიის საზოგადოებრივ სტრატეგიათა
ინსტიტუტი“. აღნიშნული ორგანიზაციების ფარგლებში განხორციელებული აქვს რამდენიმე პროექტი.
2014 წლიდან არის IFES - საარჩევნო სისტემების განვითარების საერთაშორისო ფონდის მედიაექსპერტი;
სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგები და სემინარები სამართლის, ეკონომიკის,
გარემოს დაცვის, კომუნიკაციებისა და გენდერის საკითხებზე. მიღებლი აქვს სპეციალური
პრიზები სამართლისა და გენდერის თემების გაშუქებასთან დაკავშირებით. |