საზოგადოებრივი
104.5 FM
დაჩი იჩუაიძე
რეჟისორი
g 0 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

დავიბადე ოთხმოცდაათიანების ბნელ, ცივ და მაინც ფერად თბილისში, "ბეტეერები", პურის რიგები, ნავთი, მეცხრე ბლოკი და გაურკვეველი წარმოების ფერადი წვენები, რომლითაც ბავშვობას ვიფერადებდით... 

იმ პერიოდიდან მხოლოდ ორი ტელეგადაცემა მახსოვს - ერთ-ერთი "კომუნიკატორი" იყო, და ყოველთვის ვფიქრობდი, როგორ არ ეზარებოდათ იმ ადამიანებს, ვინც ამ გადაცემაზე მუშაობდა ასე ხშირად "სახურავზე" ასვლა. 

იმ დროს ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა დრო და აღარ დამჭირდებოდა ლოცვა იმისთვის, რომ გრაფიკით მოსული დენი არ ჩამქვრალიყო და ბოლომდე მენახა ტელევიზორში "სტარ ვორსი", გავიდოდა დრო და მეც "შევიდოდი" ინტერნეტში, გავიდოდა დრო და... მეც იმ გადაცემის ნაწილი ვიქნებოდი რომელშიც პირველად ვნახე ცოცხალი ადამიანი, რომელსაც კომპიუტერი ქონდა და ტერმინ "დოთ"-ს იყენებდა.

მოკლედ - მე ვარ კომუნიკატორი - მაშასადამე ვაკეთებ იმას რაც მომწონს! 

P.S. ფოტოზე მე ვარ :)

ფოტოგრაფია - დიდი ხანი არ არის რაც ამ მიმართულებით დავიწყე მუშაობა. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის "მწყრალად" ვიყავი ფოტოგრაფებთან, რომლებიც ძალით და მოტყუებით მაჩერებდნენ კამერის წინ ზოოპარკსა თუ სკოლაში :) დღვანდელი გადმოსახედიდან სულ რამოდენიმე ფოტო მამხიარულებს, რომლებიც მაშინ გადამიღეს.

პირველი აპარატი (ლომოკომპაქტი) არც ისე დიდი ხნის წინ ვიყიდე და დღემდე ამ კამერით ვმუშაობ. ასე გამიჩნდა "მესამე თვალი" და ასე ვიქეცი "ლომოგრაფად".

ძირითადი ჟანრი, რომელშიც ვმუშაობ დოკუმენტური ფოტოგრაფიაა, მომწონს მუშაობის დროს სისწრაფე, სიმარტივე და შეულამაზებელი კადრი.

მთავარი დევიზი - გადაიღე ისე,როგორც სუნთქავ.

დაჩის საკონკურსო ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დაჩის ფოტოები Flickr-ზე.