|
|
ნათია წულაძე
პროდიუსერი
g 3 Posts
g 0 Views
ინფორმაციაგადაცემა „სპექტაკლის დროს“ ავტორი და პროდიუსერი. დავიბადე
თბილისში, დავამთავრე თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1989 წლიდან ვმუშაობ საქართველოს
ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში, საქტელეფილმში.1997 წლიდან
ვიყავი შაბათ-კვირის დილის გადაცემების წამყვანი და ჟურნალისტი, თეატრალური რუბრიკა
„პარტერის“ ავტორი და წამყვანი. 2000 წლიდან ვმუშაობდი შემოქმედებით გაერთიანება „ალიონში“
კორესპონდენტად, შემდეგ კომენტატორად, რუბრიკის წამყვანად. ვიყავი შემოქმედებითი გაერთიანება
„დღის“ გამოშვების რედაქტორი. 2006 წლიდან
ვიყავი საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერი. 2007- 2008 წლებში ვიყავი
პროგრამა „სარჩევის“ წამყვანი. სხვადასხვა
წლებში ვიყავი სხვადასხვა პროექტის პროდიუსერი: 2007-2012 წლების ცენტრალური საახალწლო
გადაცემები, 2006 წელს პროექტი „ვნების კვირეული“, 2006 წელს პროექტი „ქართული დიასპორა
- ხიდი მსოფლიოსთან“, 2007 წელს ყოველკვირეულ გადაცემათა ციკლი „სასამართლო დარბაზიდან“,
2007 წლის ევროვიზიის კონკურსი, 2008-2009 წელს პროექტი „მე მიყვარს საქართველო“, 2009
წლიდან ვიყავი დილისა და შუადღის გადაცემების პროდიუსერი; 2014 წლიდან ვარ საზოგადოებრივი
მაუწყებლის თეატრალური მიმართულების პროდიუსერი. |