საზოგადოებრივი
104.5 FM
ნინო ჟვანია
მომხმარებელი
g 0 Posts
g 0 Views

ინფორმაცია

პიანისტი, მუსიკისმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი. 

წარჩინებით დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 

2000 წელს DAAD-ს სტიპენდიატის რანგში გაემგზავრა გერმანიაში დიუსელდორფის რ. შუმანის სახელობის კონსერვატორიაში სასწავლებლად. 

ევროპაში ხუთწლიანი მოღვაწეობისას განსაკუთრებით დაინტერესდა თანამედროვე მუსიკით, რასაც მოყვა გამარჯვება ორლეანის XX საუკუნის საფორტეპიანო მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე და მონაწილეობა თანამედროვე მუსიკისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფესტივალებში, კურსებსა თუ სიმპოზიუმებში გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და არგენტინაში. 

გერმანიაში სწავლისას სხვადასხვა დროს მოიპოვა ალფრედ თოპფერის, ჰაინრიჰ ბიოლისა და Ensemble Modern–ის საერთაშორისო აკადემიის სტიპენდიები. 

თანამედროვე მუსიკისადმი ინტერესმა განაპირობა მისი სამეცნიერო მოღვაწეობაც. 2005 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მიძღვნილი თანამედროვე გერმანელი კომპზიტორის, კარლჰაინც შტოკჰაუზენის საფორტეპიანო შემოქმედებისადმი. 

არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიის ავტორი. 

2010 და 2014 წლებში  იმყოფებოდა ბოსტონის ნიუ ინგლენდის კონსერვატორიასა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში «მოწვეული ლექტორის» სტატუსით. 

ასევე ჩატარებული აქვს ლექციები ჰარვარდის, ტაფტსისა და  ჰანოვერის თეატრისა და მუსიკის უნივერსიტეტებში. 

2011-2013 წლებში კი იგი გახლდათ კლასიკური მუსიკის რადიოსადგურ “მუზას” პროგრამების მენეჯერი, პროდიუსერი და წამყვანი. 

ამჟამად თბილისის კონსერვატორიის კლავიშიანი საკრავების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანი, აგრძელებს თავის საკონცერტო და სამეცნიერო მოღვაწეობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.