|
|
არჩილ გიორგობიანი
მომხმარებელი
g 0 Posts
g 0 Views
ინფორმაციადაიბადა 1983 წელს. 1989-1999 წლებში მღეროდა ფოლკლორულ ანსამბლ "ბიჭებში". 1995 წლიდან იწყება გატაცება როკით და ჯაზით, რაც აისახა სხვადასხვა ჯგუფებში დაკვრით (გიტარა, კლავიშებიანი საკრავი, ბლუზ ჰარმონიკა). 2000-2005 წლებში სწავლობდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში (სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი). 2002-2004 წლებში მუშაობდა ხმის ჩამწერ სტუდიაში არანჟირებების ხაზით. ასევე 2004 წელს იმუშავა ტელევიზია "ევროპა პლუსში", როგორც კომპოზიტორმა და საუნდ დიზაინერმა. 2003-2010 წლებში შექმნა მუსიკა შემდეგი სპექტაკლებისათვის: "თვითმკვლელი", ვაკის თეატრალური სარდაფი, რეჟ. ო. ეგაძე, "აჩრდილები", რუსთავის მუნიციპალური თეატრი/თავისუფალი თეატრი, რეჟ. გ.შალუტაშვილი/რ. სტურუა, "ოლივერი", სამეფო უბნის თეატრი, რეჟ. თ. ხიზანიშვილი, "ჭინჭრაქა", ცხინვალის თეატრი, რეჟ. თ. ხიზანიშვილი, "ფრთხილად ყვავილები", სამეფო უბნის თეატრი, რეჟ. ნ. ბერელიძე, "ანტიგონე", მუსიკისა და დრამის თეატრი, რეჟ. პ. ციკოლია. 2006-2010 წლებში სწავლობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საკომპოზიტორო ფაკულტეტზე, პროფ. ზურაბ ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით. 2007 წელს ფრაიბურგის თანამედროვე მუსიკის ანსამბლმა "რეშერშმა" შეასრულა მისი ნაწარმოები თბილისის თანამედროვე მუსიკის დღეების ფარგლებში. იგივე წელს მისმა ნაწარმოებმა "სეპტეტმა" გაიმარჯვა კონკურსში, რის შემდეგაც მას მიეცა უფლება მიეღო მონაწილეობა ბერლინში გამართულ მასტერკლასებსა და კონცერტებში. 2008 წელს თეატრალურ ფესტივალ "არდი-ფესტზე" მიენიჭა საუკეთესო თეატრალური კოპოზიტორის პრემია. 2009 წელს ის ქმნის ნაწარმოებს "რეგთაიმის შემდეგ", შვეიცარიის თანამედროვე მუსიკის ანსამბლ "პრე-არტის" დაკვეთით, რომელიც შესრულებულ იქნა თბილისში და ციურიხში. 2010 წელს ბერლინში ფესტივალ "იანგ ერო კლასიკზე" მისმა ნაწარმოებმა "აზარი" მოიპოვა გრან-პრი. იგივე ნაწარმოები 2011 წელს შესრულებული იქნა ავსტრიაში (ვენა) ფესტივალ "ევროპული მუსიკის გძელი ღამის" ფარგლებში ევროპელ თანამედროვე კომპოზითორთა ორკესტრის მიერ (დირიჟორი იურგენ ბრუნსი) და ასევე ეს ნაწარმოები ჩაწერილი იქნა კლასიკური მუსიკის ტელეარხ "მეცოს" მიერ თბილისში, ელისო ბოლქვაძის, ნინო გვეტაძის და "საქართველოს სიმფონიეტას" მონაწილეობით (დირიჟორი ბენჟამინ ლევი). 2011-2014 წლებში დაწერა მუსიკა ორი ფილმისათვის: "გაკვეთილი", რეჟ. გიგიშა აბაშიძე და "რონდო", რეჟ. ქეთევან გუჯაბიძე. 2014 წელს "თი-ბი-სი ბანკის" დაკვეთით წერს ნაწარმოებს სიმფონიური ორკესტრისათვის, ლიტერატურული კონკურსი "საბას" დაჯილდოვებისათვის, აკაკი წერეთლის ლექს "მგოსნის" მიხედვით. ასევე ამავე წელს, ქუთაისის კლასიკური მუსიკის ფესტივალის დაკვეთით წერს ნაწარმოებს სიმებიანი კვარტეტის, ფორტეპიანიოსა და სოლო კლარნეტისათვის. 2015 წელს, სპეციალურად თბილისობის საზეიმო კონცერტისათვის შექმნა ნაწარმოები "ვივა თბილისი", სოპრანოს, სიმფონიური ორკესტრის ბენდის და ეთნო ინსტრუმენტალისტებისათვის. 31 დეკემბრის გალა კონცერტზე, პირველად იქნა გაჟღერებული მისი კომპოზიცია "ალილო", სოპრანოს, ორკესტრის, გუნდის, ეთნო მომღერლისა და ბენდის მონაწილეობით. არჩილს ასევე ეკუთვნის არაერთი ორიგინალური არანჟირება და გაორკესტრება. ესენია: საქართველოს ბანკის სარეკლამო სიმღერა - Feel the Future, ბენდის, სიმფონიური ორკესტრის და ბავშვთა გუნდისათვის, ა. ბერგის, "შვიდი ადრეული სიმღერა", სოპრანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, ჯ. როდრიგოს კონცერტი "არანჰუესი ნაწილი II. ადაჯიო", გიტარისა და სიმებიანი ორკესტრისათვის, ი.სტრავინსკის "ტანგო", გიტარისა და სიმფონიური ორკესტრისათვის, გ. ფორეს "პავანა", გიტარისა და სიმფონიური ორკესტრისათვის, მ. ბრუხის "ორმაგი კონცერტი მი-მინორი", ალტის, ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის. 2007-2013 წლებში ის იყო ჰოსტ-პროდიუსერი რადიო "მუზაში". გადაცემები "მუსიკალური აღმოჩენები" და "რეგთაიმის შემდეგ". ასევე მას ეკუთვნის სტატიები "ორნი სახურავზე - მიშელ პეტრუჩიანი", ჟურნალი "ეტ სეტერა" და "რეპრესირებული მუსიკა", ჟურნალი "ახალი საუნჯე". |