საზოგადოებრივი
104.5 FM
მოსკოვის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
გამოქვეყნებულია: 2014-12-26 13:27:00
მოსკოვის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც, გამოცემა "რეინბოუს" ინფორმაციით, საიუველირო სალონებზე სერიულ ყაჩაღურ თავდასხმებში არიან ეჭვმიტანილი. ერთ-ერთი დაკავებულის ბინის ჩხრეკისას მოსკოვში ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა მილიონ რუბლზე მეტი თანხა, ტრავმატული იარაღი, ტელეფონები და ნიღბები ამოიღეს, რომლითაც თავდასხმებს ახორციელებდნენ.წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
მთაწმინდაზე მოზარდებმა ერთმანეთი დაჭრეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-25 11:40:00
ინციდენტი მთაწმინდაზე - მოზარდებმა ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ღამით, დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა. დაშავებულები იაშვილისა და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთი მათგანის მდგომაროება სტაბილური იყო, რის გამოც ის რამდენიმე საათში გაწერეს იაშვილის სახელობის კლინიკიდან. რაც შეეხება მეორეს, ექიმების თქმით, მისი მდგომარეობაც სტაბილურია.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წაკითხვა
გალში ყაჩაღობა მსხვერპლით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-24 17:04:00
მსხვერპლით დასრულდა მორიგი ყაჩაღური თავდასხმა გალის რაიონის სოფელ მუხურში.რამდენიმე შეარაღებული პირი ბულისკირიების ოჯახში ავტომატით შეიჭრა. მოკლეს ოჯახის უფროსი. 22 წლის ახალგაზრდას კი ბლაგი საგნით მიაყენეს ჭრილობები. დაზარალებული ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გალის რაიონში  ყაჩაღური თავდასხმის დროს ორი ადამიანი მოკლეს.
წაკითხვა
როგორ ხედავს ყოფილი მთავარი პროკურორი პროკურატურის მომავალს
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 16:58:00
როგორ ხედავს ყოფილი მთავარი პროკურორი პროკურატურის მომავალს - არჩილ კბილაშვილმა საკუთარი  ყოფილი უწყების რეფორმის კონფეცფია წარმოადგინა. საკუთარ პროექტში ექსმაღალჩინოსანი ხელისუფლებას მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალ წესს სთავაზობს. კერძოდ,: მთავრობამ პრეზიდენტს რამდენიმე კანდიდატურა უნდა შესთავაზოს, სახელმწიფოს მეთაურმა კი შერჩეული ერთი კანდიდატი პარლამენტს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს. კბილაშვილის კონცეფციის მიხედვით, საგამოძიებო უწყების პირველი პირი 5 ან 6 წლის ვადით უნდა აიარჩიონ, თუმცა დანაშაულის შემთხვევაში ის იმპიჩმენტის წესით უნდა გათავისუფლდეს. პროექტში ასევე წერია, რომ, თუ საზოგადოების მხრიდან მთავარი პროკურორის მიმართ ნდობა შემცირდება, პრეზიდენტი იტოვებს საგამონაკლისო უფლებას, რომ ის, პარლამენტთან შეთანხმებით, პოსტიდან გადააყენოს. ყოფილი თანაგუნდელის კონცეფციას უკვე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი, რომელიც არჩილ კბილაშვილს პროკურატურის რეფორმირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე იწვევს. ექსმთავარი ბრალმდებლის ხედვას აფასებენ უფლებადამცველებიც.
წაკითხვა
დაკავება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის
გამოქვეყნებულია: 2014-12-22 11:53:00
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, სამართალდამცველებმა რუსთავში მცხოვრები მოქალაქე დააკავეს.ბრალდებული წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას და მიმალვას ცდილობდა.გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდიდა. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
წაკითხვა
ნიუ იორკში შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი პოლიციელი მოკლა
გამოქვეყნებულია: 2014-12-21 13:43:00
ნიუ იორკში შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი პოლიციელი მოკლა. სამართალდამცველების ინფორმაციით, 28 წლის აფროამერიკელმა მამაკაცმა ბრუკლინის უბანში საპატრულო ავტომობილში მჯდომ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ხოლო შემდეგ მეტროსადგურში გაიქცა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.თვითმხილველები აცხადებენ, რომ ადგილზე 8 გასროლა მოხდა. ერთი პოლიციელი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, აფროამერიკელმა მამაკაცმა რამდენიმე დღის წინ ყოფილი მეგობარი გოგონა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი სოციალურ ქსელებში პოლიციის საწინააღმდეგო შეტყობინებები გამოაქვეყნა.
წაკითხვა
ავსტრალიაში მომხდარი საზარელი მკვლელობა გახსნილია
გამოქვეყნებულია: 2014-12-20 13:11:00
ავსტრალიაში მომხდარი საზარელი მკვლელობა გახსნილია. 8 ბავშვის მკვლელობაში მათივე დედაა ეჭვიმატნილი. 34 წლის ქალბატონი ჭრილობებით საავადმყოფოშია მოთავსებული. სამართალდამცველებმა მისი დაკითხვა ადგილზე განახორციელეს, თუმცა დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებენ.  მკლელობას 18 თვიდან 15 წლამდე ასაკის 8 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი ცხედრები უფროსმა, 20 წლის ბიჭმა აღმოაჩინა. 
წაკითხვა
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტი გამოვლინდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-20 12:22:00
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა  სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების, სამსახურებრივი სიყალბის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინეს. დაკავებული არიან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის თემის ყოფილი რწმუნებული, სოფელ სტალინის თემის ყოფილი სპეციალისტი და სამი მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეებმა განიზრახეს, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, მოსახლეობისთვის საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხის მოტყუებით დაუფლება, რისთვისაც, კომპენსაციის სახით,  საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოტყუებით მიიღეს 98 ათას 902 ლარი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, ასევე 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც, სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
წაკითხვა
შემზარავი ფაქტი ავსტრალიაში - ქვინსლენდში 8 მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს
განახლებულია: 2014-12-19 20:50:00
ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა კვინსლენდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 8 მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც პოლიციაში განმარტავენ, 18 თვიდან 15 წლამდე ასაკის  დაღუპული ბავშვები და-ძმანი არიან.
წაკითხვა
კანადაში გაუჩინარებული მარიამ მახნიაშვილის საქმე დაიხურა, გამოძიებას კი მთავარ კითხვებზე პასუხი ისევ არ აქვს
გამოქვეყნებულია: 2014-12-19 01:34:00
„მოამბე“ უბრუნდება კანადაში გაუჩინარებული მარიამ მახნიაშვილის თემას - დაკარგული გოგონას გვამის პოვნიდან 2 წლის შემდეგ, გამოძიებას ისევ არ აქვს პასუხი კითხვაზე - ვინ და რატომ მიიყვანა მარიამ მახნიაშვილი გზატკეცილის ხიდთან, გადახტა თუ გადააგდეს, თავი მოიკლა თუ მოკლეს.გარდაცვლილის დედისგან ცნობილი ხდება, რომ კანადაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე დაიხურა. ამ დრომდე ციხეში რჩება დაღუპულის მამა. ვახტანგ მახნიაშვილმა ტორონტოში სამი ადამიანი დაჭრა. ყველა მათგანს ის ქალიშვილის დაკარგვაში ადანაშაულებდა. სასამართლომ ბრალდებულს 2011 წელს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „მოამბისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ვახტანგ მახნიაშვილის საქმე დროებით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ განიხილა. მას გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.პატიმრის საქართველოში გადმოყვანისთვის ოჯახი დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვს.ექსკლუზიური ინტერვიუ მსჯავრდებულის მეუღლესთან „მოამბემ“ ტორონტოში ტელეფონით ჩაწერა.
წაკითხვა
სასაზღვრო პოლიციამ ოქროს უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოავლინა
გამოქვეყნებულია: 2014-12-18 13:38:00
ოქროს მალულად გადმოტანის ფაქტზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ 1940 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ამხილა.გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაზრო ღირებულება 35 592 ლარს შეადგენს.
წაკითხვა
„ჰერმესის“ თანამშრომელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-18 13:30:00
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის დაფუძნებული შპს „ჰერმესის“ ერთ-ერთი თანამშრომელი მურმან ჩ. დააკავა.გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს, მიწის ნაკვეთების უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 2000 ლარი გამოართვა.საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
წაკითხვა
მკვლელობა თელავის რაიონში
გამოქვეყნებულია: 2014-12-17 20:37:00
58 წლის მამაკაცი მეუღლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლს ცივი იარაღით გულის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ საცხოვრებელი სახლის ეზოში გავიდა და იმავე დანით თვითდაზიანება მიიყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ცოლ-ქმარი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ქალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
წაკითხვა
წინასწარი ინფორმაციით, თელავის რაიონში მამაკაცმა ცოლი მოკლა
გამოქვეყნებულია: 2014-12-17 16:18:00
კიდევ ერთი მკვლელობა საქართველოში - წინასწარი ინფორმაციით, თელავის რაიონში მამაკაცმა ცოლი მოკლა. 35 წლის ქალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. მეზობლები აცხადებენ, რომ მოტივი ურთიერთშელაპარაკება იყო. მეუღლის დაჭრის შემდეგ ეჭვმიტანილმა თვითმკვლელობა სცადა. ამჟამად ის დაკავებულია, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ თელავის საავადმყოფოში იმყოფება. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
წაკითხვა
კახეთში ქმარმა ცოლი მოკლა და თვითმკვლელობა სცადა
გამოქვეყნებულია: 2014-12-17 14:13:00
თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მკვლელობა მოხდა. 1956 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, თ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი მეუღლე, 1978 წელს დაბადებული ე.მ. ცივი იარაღით დაჭრა. ქალი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.როგორც გარდაცვლილის მეზობლები ყვებიან, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. მეუღლის დაჭრის შემდეგ თ.ა.-მ თვითმკვლელობა სცადა. ამჟამად ის დაკავებულია, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, თელავის საავადმყოფოში იმყოფება.  მათ ოთხი წლის  შვილი ჰყავდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის მთავარი სამმართველო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
აბასთუმანში ვანო მერაბიშვილის მშობლების კუთვნილი სახლი გაქურდეს
განახლებულია: 2014-12-17 12:50:00
აბასთუმანში ვანო მერაბიშვილის  მშობლების კუთვნილი სახლი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით,  გვიან საღამოს    მძარცველებმა საცხოვრებელში  გვერდით მდებარე სახლიდან შეაღწიეს და ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები წაიღეს.  ქურდობის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.  ფაქტს ადასტურებს  ყოფილი პრემიერის ადვოკატი,  თუმცა მას მომხდარის შესახებ  დეტალური ინფორმაცია არ აქვს.  შსს-ს ინფორმაციით, უკვე  დაკავებული არიან დამნაშავეები  და ამოღებულია ნივთმტკიცებები. 
წაკითხვა
მკვლელობა ხუდადოვზე - არასრულწლოვანმა გოგონამ მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრა
განახლებულია: 2014-12-16 20:35:00
მოზარდმა გოგონამ მამაკაცი მოკლა. შემთხვევა თბილისში
წაკითხვა
ხუდადოვის ქუჩაზე არასრულწლოვანმა გოგონამ მამაკაცი მოკლა
გამოქვეყნებულია: 2014-12-16 14:15:00
თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე არასრულწლოვანმა გოგონამ შუახნის მამაკაცი მოკლა. აღნიშნული ინფორმაცია შსს-ში დაადასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, არასრულწლოვანი გოგონა მომხდართან დაკავშირებით დაკითხეს და მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. შსს-ში აცხადებენ, რომ არასრულწლოვან გოგონას თავს მამაკაცი დაესხა, გოგონამ თავდაცვის მიზნით, თავდამსხმელს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.წყარო "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და ზეწოლაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2014-12-15 20:35:00
გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ლაშა მახარაძის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული გიორგი ოქროპირიძე ყოფილ პრემიერსა და პოლიტიკოსებს მიმართავს და ამატკიცებს, რომ სექტემბერში აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი დანაშაული
წაკითხვა
არის თუ არა კავშირი ავსტრალიასა და ბელგიაში მომხდარ თავდასხმებს შორის
განახლებულია: 2014-12-15 20:15:00
სიდნეისთან ერთად, მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია დღეს ბელგიის ქალაქი გენტიც. საცხოვრებელ კორპუსში შეჭრილ თავადამსხმელს ერთი მოქალაქე მძევლად ჰყავს აყვანილი.თავდაპირველად ადგილზე ოთხი ბოროტმოქმედი იმყოფებოდა, თუმცა სამი მათგანი პოლიციას უკვე ჩაბარდა. მათი ვინაობა მედიისთვის დაუდგენელია. უცნობია თავდასხმის მოტივიც. დეტალები თავდამსხმელთა დაკითხვის დასრულების შემდეგ უნდა გაირკვეს.ახლა ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, უკავშირდება თუ არა გენტის ინციდენტი სიდნეიში მომხდარ თავდასხმას. ბელგიის სამართალდამცველი უწყებები ამ ეტაპზე რაიმე სახის კავშირს გამორიცხავენ.„მოამბე“ დამფორთის უბნიდან - გენტში გიორგი ფოფხაძე მუშაობს.
წაკითხვა