საზოგადოებრივი
104.5 FM
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკო-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 20:08:00
"ნაციონალურმა მოძრაობამ" საქალაქო სასმართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, ცესკო-მ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პოლიტიკური გუნდი ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგების გაუქმებას ითხოვდა.  როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, სამართლებრივი ბრძოლა სტრასბურგში განაგრძონ.
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
განახლებულია: 2017-11-04 20:07:00
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა. 20 პარტია თბილისში შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოსამართლემ არ გაითვალისწინა ობიექტური მტკიცებულებები, რომლებიც ცალკეულ დარღვევებსა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს ადასტურებდა. პოლიტიკური პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ოპოზიცია მას შემდეგ გაასაჩივრებს, რაც მათ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი  გადაეგზავნებათ. ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავს.
წაკითხვა
ენმ ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელს ერთ საათში შეიტანს
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 16:02:00
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოში სარჩელს ერთ საათში შეიტანს. პოლიტიკური გუნდი ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგების გაუქმებას ითხოვდა, თუმცა ცესკო-მ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საარჩევნო ადმინისტრაციამ საჩივრების განხილვა უკვე დაასრულა და ახლა პარტია საკუთარი პოზიციის დაცვას სასამართლოში აპირებს. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, სამართლებრივი ბრძოლა სტრასბურგში გააგრძელონ.
წაკითხვა
ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა - ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი
გამოქვეყნებულია: 2017-11-04 12:03:00
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება თიანეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც 1 ხმით თამაზ მეჭიაური იმარჯვებს. უკმაყოფილოა მმართველი გუნდის კანდიდატი, რომელის საჩივარიც მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრიც. პარტიები შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობასა და ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვდნენ.
წაკითხვა
ოცამდე ოპოზიციური პარტიის ერთობლივი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-11-03 18:16:00
ოცამდე ოპოზიციური პარტიის ერთობლივი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ისინი თბილისის მასშტაბით შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას და ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვენ.პარტიების განცხადებით ცესკომ მათი საჩივრები არ განიხილა. სხდომაზე მოპასუხე მხარეს ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმოადგენს.ოპოზიციურმა პარტიებმა სხდომაზე ვიდეო მტკიცებულებები წარადგინეს, სადაც მათი მტკიცებით ამომრჩევლის ნების კონტროლი  კომისიის წევრების მხრიდან ხდება.
წაკითხვა
თამარ ჟვანიამ თბილისის მერიისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერა
განახლებულია: 2017-11-01 18:15:00
თამარ ჟვანიამ თბილისის მერიისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერა. როდის გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები და შესაძლოა თუ არა პროცესი თიანეთის თემსაც შეეხოს. ანა ბროლაძე მუშაობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
წაკითხვა
ენმ საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 16:19:00
„ნაციონალური მოძრაობა" თბილისის სხვადასხვა უბანზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. საგანგებო ბრიფინგზე დღეს ვიდეომასალა წარადგინეს, სადაც პარტიის წევრების თქმით, გაყალბების კონკრეტული ფაქტები ჩანს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, საჩივარი უკვე დაწერილი აქვთ და ისინი ცესკოსგან რეაგირებას ელოდებიან.
წაკითხვა
„ლიდერთა საბჭო" ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-31 12:42:00
,,ლიდერთა საბჭო" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და უბნების ხელახალ გადათვლას ითხოვს. საბჭოს წევრების განცხადებით, საუბარია იმ უბნებზე, რომლებსაც ოპოზიციურმა პარტიებმა დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრებით მიმართეს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მტკიცებით, ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გააყალბა და ეს ამომრჩეველთა ხმების მითვისებით განხორციელდა. „ლიდერთა საბჭო" ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებას გეგმავს. ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.„ ლიდერთა საბჭოს„ წევრები ამ წუთებში ლეიბორისტული პარტიის ოფისში არიან შეკრებილები.
წაკითხვა
საჩივრები ცესკო-სა და სასამართლოში - რა ვითარებაა არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 20:07:00
საჩივრები ცესკო-ში და სარჩელები სასამართლოში - თვითმმართველობის არჩევნებზე დაწერილია 900-მდე განაცხადი. სარჩელების ნაწილი უკვე განხილულია, საიდანაც უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება სარჩელების მეორე ნაწილს, მათზე მსჯელობა ამ დრომდე გრძელდება. პარალელურად, ცესკო 6 მაჟორიტარულ ოლქში, მეორე ტურის ჩასატარებლად ემზადება. თუმცა, მანამდე საოლქო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს ელოდებიან. რა ვითარებაა თვითმმართველობის არჩევნებიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, თამუნა წიკლაური დეტალებით.
წაკითხვა
სასამართლომ "დემოკრატიული მოძრაობის" საჩივარი არ დააკმაყოფილა - კახა კუკავას თანაპარტიელი მოსამართლის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-28 16:05:00
გლდანის საარჩევნო ოლქში, ხმების გადათვლასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართა. "დემოკრატიული მოძრაობის" საჩივარი არც ამჯერად დაკმაყოფილდა. თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის კახა კუკავას თანაპარტიელი მოსამართლის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. თენგიზ ომანაძის თქმით, გლდანის ორ საარჩევნო უბანზე რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა, კერძოდ გადსწორდა ოქმები და ხმების გადათვლისას "დემოკრატიულ მოძრაობას" ამომრჩეველთა ხმები დააკლდა.
წაკითხვა
დავით უსუფაშვილი - არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ფულმა და ძალაუფლებამ მოიპოვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 18:20:00
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ, დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა,” ასე აფასებს “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი არჩევნებს. მისი განცხადებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობის თავისუფლება შეზღუდული იყო. “შენების მოძრაობის" ლიდერი პარტიის შედეგებსაც აფასებს და ამბობს, რომ პარტიისთვის პირველი საარჩევნო შედეგი დამაკმაყოფილებელია.
წაკითხვა
ფოთის საქალაქო სასამართლომ "ევროპული საქართველოს" სარჩელი 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
გამოქვეყნებულია: 2017-10-27 15:58:00
ფოთის საქალაქო სასამართლომ "ევროპული საქართველოს" საქალაქო ორგანიზაციის სარჩელი 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ოპოზიცია 31-ე უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა. გარდა ამისა, მეორე მოთხოვნა ამავე უბანთან დაკავშირებით, მათი დამკვირვებლის გრიგოლ სტურუას საჩივრის განხილვაში მიღებას ითვალისწინებდა, რაც სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა."საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ ჩვენი განცხადება-საჩივრის განხილვა მოხდება. განხილვის დროს აუცილებლად დავაყენებთ საკითხს 31-ე უბნის ბათილობაზე , რადგან სახეზეა გაყალბების არაერთი ფაქტი. სამწუხაროა, რომ 31-ე უბნის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც ჩვენი აზრით, არ არის საფუძვლიანად დასაბუთებული. გავივლით კონსულტაციებს და ვაპირებთ გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში“, - განაცხადა "ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა გვასალიამ. მისი თქმით, ოპოზიცია აქციებს გააგრძელებს მანამ, ვიდრე საოლქო-საარჩევნო კომისია არ დაადასტურებს, რომ 31-ე უბანზე გაყალბება მოხდა.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში კომენტარზე უარს აცხადებენ.
წაკითხვა
"ლეიბორისტები" ისნის 38-ე უბანზე ხმების გადათვლას და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ
განახლებულია: 2017-10-27 12:16:00
"ლეიბორისტული პარტია" სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. ოპოზიციური პარტია ისნის 38-ე უბანზე ხმების ხელახლა დათვლას და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. იურისტის განცხადებით, არჩევნების დღეს შრომის პარტიის წარმომადგენელმა გაყალბების ფაქტი დააფიქსირა, რის შემდეგაც ის უბნიდან უკანონოდ გააძევეს. მოპასუხე მხარე კი აცხადებს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია და ხმების გადათვლის საჭიროებას ვერ ხედავს. იმ შემთხვევაში თუ პირველი ინსტანცია "ლეიბორისტების" სარჩელს არ დააკმაყოფილებს, პარტია სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
წაკითხვა
თიანეთში საარჩევნო დავა გრძელდება - თემის მერის არჩევნებს თამაზ მეჭიაური იგებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 20:05:00
თიანეთში საარჩევნო სურათი შეიცვალა. მცხეთის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, თვითმმართველი თემის მერის არჩევნებს ერთი ხმით ისევ თამაზ მეჭიაური იგებს. ანუ გაუქმდა საოლქო კომისიის ის განკარგულებები, რომლითაც გაბათილებული ხუთი ბიულეტენი ,,ქართული ოცნების” კანდიდატის სასარგებლოდ მიიჩნიეს. მეჭიაური გამარჯვებას უკვე ზეიმობს, მისი კონკურენტი კი სამართლებრივი დავის გასაგრძელებლად ემზადება. მოსამართლის გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებს თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილიც. ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს.
წაკითხვა
ნინო ბურჯანაძე არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 18:28:00
ნინო ბურჯანაძე, საქართველოს მასშტაბით, არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ხელისუფლებას საარჩევნო უბნების გახსნისკენ მოუწოდებს. ბურჯანაძის თქმით, მთაწმინდის საარჩევნო უბანზე მომხდარი შემთხვევა გაყალბებას ადასტურებს, პარტიას მხარი 15-მა ადამიანმა დაუჭირა, თუმცა, ოქმის მიხედვით, მათ კანდიდატს და პარტიას გრაფაში ნული ხმა ჩაუწერეს.
წაკითხვა
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და შიმშილობას და აქციების გამართვას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 18:20:00
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი შიმშილობას და მჯდომარე აქციების გამართვას გეგმავს. ინაშვილი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, არჩევნებში პარტიამ გაიმარჯვა, რადგან  “პატრიოტთა ალიანსის” საპროტესტო აქციებში 5-ჯერ მეტი მხარდამჭერი მონაწილეობდა, ვიდრე ყველა დანარჩენ პარტიას ჰყავს. ინაშვილის განცხადებით,  “პატრიოტთა ალიანსი” ყველა შემაჯამებელ ოქმს გაასაჩივრებს.
წაკითხვა
დაძაბული ვითარება მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული
გამოქვეყნებულია: 2017-10-25 16:10:00
დილიდან დაძაბული ვითარებაა მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც ამ დრომდე სხდომის განახლება ვერ ხერხდება. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.  „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები მთაწმინდის მე-13 უბნის შედეგების გადათვლას ითხოვენ და დარბაზს არ ტოვებენ. როგორც ისინი აცხადებენ, საარჩევნო ბლოკს ამ უბანზე პროპორციულ არჩევნებში ნული ხმა დაუწერეს, მაშინ, როცა 15 ადამიანი აცხადებს, რომ უბანზე მისვლისას ხმა „დემოკრატიულ მოძრაობა - თავისუფალ საქართველოს“ მისცა.  ადგილზე იმყოფებოდა ნინო ბურჯანაძეც. საოლქო საარჩევნო კომისიამ ბლოკის საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ზირაქიშვილის განცხადებით, აღნიშნული საჩივარი უბანზე უნდა დაწერილიყო.
წაკითხვა
თიანეთში დაწყებული საარჩევნო დავა სამართლებრივ სივრცეში ინაცვლებს - მეოცე საარჩევნო უბნის შედეგები შესაძლოა საერთოდ გაუქმდეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 20:05:00
თიანეთში დაწყებული საარჩევნო დავა სამართლებრივ სივრცეში ინაცვლებს. ხმაურიანი განცხადებების შემდეგ მე-20 საარჩევნო უბნის შედეგები შესაძლოა საერთოდ გაუქმდეს. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სარჩელზე მცხეთის სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. თუმცა სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება თემის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური, რომელიც საიასთან ერთად სასამართლოს ცალკე სარჩელით მიმართავს და საოლქო კომისიის იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც მე-20 უბნის მიერ ბათილად ცნობილი ბიულეტენები კომისიამ არაბათილად მიიჩნია. შედეგად მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა არჩევნები ოთხი ხმით მოიგო. მეჭიაურის გარდა მე-20 უბნის წევრებისთვისაც გაუგებარია, სად გაქრა მათ მიერ ნანახი ცარიელი და შესაბამისად ბათილად გამოცხადებული ბიულეტენები. მოწმეების ჩვენებები მოსამართლემ უკვე მოისმინა.  ამავე თემაზე, იხილეთ ჩართვა „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 18:20:00
სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს გიორგი ვაშაძეც. ერთობა „ახალი საქართველოს“ ლიდერი და დაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი თბილისის 6 უბანზე ხმების გადათვლას ითხოვს. ვაშაძემ მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქცია ისნის საარჩევნო ოლქთან გამართა. ადგილი ჰქონდა მცირე სიტყვიერ დაპირისპირებას ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან . ვაშაძე აცხადებს, რომ ხმების დაბალანსების მიზნით, მას ხმები დააკლეს. ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
წაკითხვა
თამაზ მეჭიაურის სარჩელზე გადაწყვეტილებას სასამართლო ხვალ გამოაცხადებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-24 18:10:00
თამაზ მეჭიაურის სარჩელზე მცხეთის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. თიანეთის თემის მერობის ყოფილი კანდიდატი, საოლქო კომისიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლითაც ქართული ოცნებიდან მისი კონკურენტის ბათილად ცნობილი ბიულეტენები ვალიდურად ჩაითვალა. შესაბამისად, თამაზ მეჭიაური არჩევნებში დამარცხდა. პროცესზე დღეს მოწმეები გამოკითხეს.  ნათია ქენქაძე აშუქებს თემას.
წაკითხვა