სააკაშვილი ენმ-ს წევრებზე: ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან, არაფერი საერთო მინდა მქონდეს
გამოქვეყნებულია: 2016-11-09 23:34:00
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ სააკაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომელიც მის „ფეისბუქ“ გევრდზე გამოქვეყნდა.მისივე თქმით, ის ურჩევდა თანაგუნდელებს, არ წასულიყვნენ მეორე ტურზე, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ორმაგი იმედგაცრუება იქნებოდა.„დაიწყეს რაღაც უაზრო ლაპარაკი – სააკაშვილი კერპი უნდა იყო თუ არა? რა შუაშია სააკაშვილი? რა შუაში ვარ ამ დებატებში მე? აქ საუბარი სხვა რაღაცაზეა. ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დედის რძესავით შევირგეთ ეს გაყალბება,ვურჩევდი არ წასულიყვნენ მეორე ტურზე, იმიტომ, რომ ორმაგი იმედგაცრუება იქნებოდა და არა, ერთ მანდატს მაინც წავგლიჯავთო და რა თქმა უნდა მოხდა ის, რასაც ვვარაუდობდით, ვერც ერთი მანდატი ვერ აიღეს და ამან გამოიწვია კიდევ უფრო მეტი დემორალიზება.„ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ემზადებოდა ასეთი ხრიკებისთვის, ყოველთვის ჰქონდა გამზადებული ბრძოლის ვარიანტი და იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, იმის მაგივრად, რომ ბრძოლისკენ და შეურიგებლობისკენ მოვუწოდებდეთ და გვქონდეს ზუსტი და ნათელი გეგმა, როგორ გადავლახოთ ეს უბედურება, ამის მაგივრად სადღაც ხელებს ვიშვერთ, თურმე პრობლემა არის სააკაშვილის, იმის, ამის.ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობის შიგნით, ხალხმა იცოდეს, მე არაფერი საერთო მინდა მქონდეს. მე დავეხმარები ჩვენ ხალხს, აქტივისტებს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.
წაკითხვა