დაარღვია თუ არა ვარშალომიძემ კანონი - პოლიტიკოსი აუდიტის სამსახურში გამოკითხეს
განახლებულია: 2016-07-25 20:15:00
ლევან ვარშალომიძის გამოკითხვა დასრულდა. აუდიტის სამსახური ახლა დამატებით დოკუმენტაციას ელოდება და იმ პირთა მოსმენას გეგმავს, რომლებმაც აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომერთან ინდივიდუალური ხელშეკრულებები გააფორმეს. სწორედ ამ პროცედურების შემდეგ გაირკვევა, მოუწევს თუ არა ვარშალომიძეს ჯარიმის გადახდა. კითხვები, რომლებიც აჭარის მთავარობის ყოფილ მეთაურს დღეს მაკონტროლებელ ორგანოში დაუსვეს, ე.წ. სოციალურ სახლებს უკავშირდება. მითითებული პროექტის ფარგლებში, ლევან ვარშალომიძე კომპაქტური ჩასახლების ადგილებში მცხოვრებ ოჯახებს ბინების მშენებლობას ჰპირდება, რასაც არასამთავრობო სექტორში ამომრჩეველთა მოსყიდვად მიიჩნევენ.
წაკითხვა