საზოგადოებრივი
104.5 FM
საარჩევნო სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება დღეიდან სწარფი გადახდის აპარატით იქნება შესაძლებელი
განახლებულია: 2016-09-10 16:12:00
საარჩევნო სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება დღეიდან სწარფი გადახდის აპარატით იქნება შესაძლებელი. ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მხოლოდ პირადი მონაცემების, - პირადი ნომრისა და გვარის მითითება. ამასთან დაკავშირებით, საინფორმაციო აქცია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "თბილისი- მოლში" გამართა. საქართველოს მასშტაბით, 7000 სწრაფი გადახდის აპარატი ფუნქციონირებს. 
წაკითხვა
სად გააგრძელებენ მოღვაწეობას უმრავლესობის დეპუტატები, რომლებიც "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდნენ
განახლებულია: 2016-09-09 18:17:00
სად გააგრძელებენ მოღვაწეობას საპარლამენტო უმრავლესობის ის დეპუტატები, რომლებიც "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდნენ. ლუკა კურტანიძე აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. საპარლამენტო სიასთან დაკავშირებით კი დეპუტატი ამბობს, რომ გადაწყვეტილება პრემიერმინისტრთან ერთად მიიღო. კურტანიძისგან განსხვავებით, კრიტიკას არ მალავს ომარ ნიშნიანიძე რომელიც მმართველმა ძალამ მე-9 მოწვევის პარლამენტში საკუთარ გუნდში ვეღარ დაინახა. 
წაკითხვა
კახი კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა
გამოქვეყნებულია: 2016-09-09 16:20:00
კახი კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ვიცეპრემიერი უწყების თანამშრომლებს დაემშვიდობა. მოვალეობას დროებით მისი პირევლი მოადგილე ილია ელოშვილი შეასრულებს. კახი კალაძე  საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს და “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეორე ნომერია. რაც მისი თანამდებობის დატოვების მიზეზი გახდა. კალაძის გარდა, სიაში კიდევ ერთი მინისტრია, ოთარ დანელია, რომელმაც უკვე დატოვა პოსტი. კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობის წევრი ვალდებულია, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგეს.
წაკითხვა
განათლების პოლიტიკა - „ოცნების“, „ფორუმის“, „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ხედვები
გამოქვეყნებულია: 2016-09-08 21:03:00
რა რეფორმებს გეგმავენ არჩევნებში მონაწილე პარტიები განათლების სფეროში - „მოამბე“ განაგრძობს საარჩევნო სუბიექტების ხედვის გაცნობას. ამჯერად მმართველი პარტიის, „ეროვნული ფორუმის“, „რესპუბლიკელების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ სამოქმედო სტრატეგიებს გაგაცნობთ. სფეროს პრიორიტეტულობაზე ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება. მთავარ ამოცანებს შორის გამოკითხული პარტიების წევრები განათლების ხელმისაწვდომობისა და დაფინანსების ზრდას ასახელებენ.
წაკითხვა
„მედიის ადვოკატირებისათვის“ სსმ-ს მოუწოდებს, ეგზიტპოლთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს
გამოქვეყნებულია: 2016-09-08 18:58:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელეკომპანია „იმედთან“, „მაესტროსა“ და „ჯი-დი-ესთან“  ერთად, საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარების გადაწყვეტილებას კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ეხმიანება. გაგაცნობთ ამონარიდს განცხადებიდან. „ჩვენ ქვეყანაში ეგზიტპოლი არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური მანიპულაციის იარაღი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიიჩნევს, რომ კერძო ტელეკომპანიებთან ერთად, საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარება უარყოფითად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მაყურებლის ნდობაზე და გააღრმავებს კითხვებს მაუწყებლის პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესახებ. კოალიცია თვლის, რომ საჯარო ფინანსები არ უნდა იხარჯებოდეს არხისთვის ზიანის მომტან ქმედებებზე. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება და მაუწყებლის ყველა რესურსი მიმართოს მიმდინარე პროცესების სრულყოფილად, დროულად და მიუკერძოებლად გასაშუქებლად“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხსენებულ კერძო ტელეკომპანიებთან ერთად, საარჩევნო ეგზიტპოლს კომპანია „თი-ენ-ესს“ უკვეთავს. ორგანიზაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 500-მდე კვლევა აქვს ჩატარებული. კონტრაქტის ღირებულება მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს. მაუწყებლის წილი 200 000 ლარს შეადგენს.
წაკითხვა
რა საკითხებს განიხილავენ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე
გამოქვეყნებულია: 2016-09-07 19:08:00
რამდენიმე წუთის წინ იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა დაიწყო. შეხვედრას, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, მესამე სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან. „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის განხილვას ითხოვს. პარტიის პოზიციით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები მათი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესს პროვოკაციებით აფერხებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, უწყებათშორისი კომისია საარჩევნო გარემოს ვერ აუმჯობესებს. არასამთვრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ კი მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი დარღვევების თაობაზე გეგმავს ყურადღების გამახვილებას. იუსტიციის სამინისტროში ნიკა მოლოდინაშვილი მუშაობს.
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებელი, რამდენიმე ტელეკომპანიასთან ერთად, 8 ოქტომბერს ეგზიტპოლს ჩაატარებს
გამოქვეყნებულია: 2016-09-07 18:53:00
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედთან“, „მაესტროსთან“ და „ჯი-დი-ესთან“ ერთად, ეგზიტპოლს ჩაატარებს. კვლევას, კომპანიების დაკვეთით, ორგანიზაცია „ტი-ენ-ესი“ განახორციელებს. ორგანიზაციას აქამდე სხვადასხვა ქვეყანაში 500-მდე ანალოგიური კვლევა აქვს ჩატარებული. კონტრაქტის ღირებულება 937 000 დოლარს აღემატება. საზოგადოებრივი მაუწყებლის წილი კი 200 000 ლარს შეადგენს. ეგზიტპოლის შედეგები 8 ოქტომბერს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ გასაჯაროვდება. კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა მხარი არ დაუჭირა. მათი განცხადებით, კომერციულ არხებთან ერთად დაკვეთაში მონაწილეობა ეჭვქვეშ აყენებს მაუწყებლის დამოუკიდებლობას.
წაკითხვა
სოფელ უბისაში ორმა პირმა ბურჭულაძის პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადა
გამოქვეყნებულია: 2016-09-07 18:40:00
ინციდენტი სოფელ უბისაში: ორმა პირმა მოსახლეობასთან პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ხარაგაული–ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელების შეხვედრის ჩაშლა სცადა. შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, მამაკაცები შეხვედრის მონაწილეებს ემუქრებოდნენ. იმავე პირების მონაწილეობით, ინციდენტი განმეორდა სოფელ ბორითშიც. მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა გლუნჩაძემ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. გლუნჩაძე სამართალდამცავებმა დაკითხეს. ის მოითხოვს, რომ პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ორივე მამაკაცი  განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანოს.
წაკითხვა
თემურ ჭკუასელმა საკუთარი კანდიდატურა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში მოხსნა
გამოქვეყნებულია: 2016-09-07 12:17:00
ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ჭკუასელმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მან პარტიის პოლიტსაბჭოს თხოვნით გააკეთა. ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქ
წაკითხვა
სანდრა რულოვსსა და მის მხარდამჭერებს ჯიხაშკარში ახალგაზრდების ჯგუფი დაუპირისპირდა
გამოქვეყნებულია: 2016-09-05 18:28:00
ინციდენტი ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და მის მხარდამჭერებს ახალგაზრდების ჯგუფი დაუპირისპირდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.  
წაკითხვა
წინასაარჩევნო კამპანია - პარტიების შეხვედრები დედაქალაქსა და რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს
განახლებულია: 2016-09-03 20:11:00
პოლიტიკოსების აქტივობა გრძელდება. თბილისის ზღავზე ჩასახლებული დევნილების პრობლემებს დღეს "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები გაეცნენ. წყალტუბოს სტრატეგიული განვითარების გეგმა გააცნო უცხოელ ინვესტორებს ირალი ალასანიამ. რაც შეეხება "ქართული ოცნების" მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატებს თბილისში, ისინი საკუთარ ამომრჩევლებს შეხვდნენ და არსებული სამოქმედო გეგმა წარუდგინეს. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" კი დაგროვებითი პენსიის ინიციატივა კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს. პარტიების შეხვედრები დედაქალაქსა და რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს.
წაკითხვა
სახელმწიფო აუდიტის სამსახური რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის დაჯარიმებას ითხოვს
განახლებულია: 2016-09-02 12:17:00
სახელმწიფო აუდიტის სამსახური რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის დაჯარიმებას ითხოვს. როგორც სპეციალურ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ განაცხადეს, ამის მიზეზი ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, უკანონო შემოწირულობები და სხვადასხვა ადმინიტრაციული სამართალდარღვევაა. თუმცა ერთ-ერთი შემთხვევა აუდიტის სამსახურის კომპეტენიას სცილდება, საუბარია ლევან ვარშალომიძის დაპირებაზე საცხოვრებელი სახლების გადაცემასთან დაკავშირებით. გურამ როგავა დეტალებით
წაკითხვა
საარჩევნო ნომრები - სასამართლოს გადაწყვეტილება „რესპუბლიკელებსა“ და ბურჭულაძის ბლოკს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება
განახლებულია: 2016-09-01 20:26:00
სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება „რესპუბლიკელებსა“ და პაატა ბურჭულაძის ბლოკს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება. მოსამართლემ თამარ ხიდაშელის სარჩელი არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ძალაში რჩება ცესკო-ს ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსი“ და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ საპარლამენტო და შუალედურ არჩევნებში ძველი ნომრებით მიიღებენ მონაწილეობას. „რესპუბლიკელები“ ამ დადგენილებას საარჩევნო კოდექსის დარღვევად აფასებენ და პოლიტიკური ძალების არათანაბარ პირობებზე მიუთითებენ. „რესპუბლიკელების“ კრიტიკა ოპონენტებს უპასუხოდ არ დაუტოვებიათ. განსაკუთრებით მწვავე აღმოჩნდა ბურჭულაძის ბლოკში გაერთანებული „ახალი მემარჯვენეების“ პოზიცია.
წაკითხვა
ცესკო-მ პოლიტიკური გაერთიანება"კვარაცხელია - სოციალისტები" საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა
განახლებულია: 2016-08-31 18:32:00
ცესკო-მ პოლიტიკური გაერთიანება „კვარაცხელია - სოციალისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა. შესაბამისი განკარგულება საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. რეგისტრაციის გაუქმების მიზეზი საჯარო რეესტრის მონაცემებში პოლიტიკური სუბიექტის ხელმძღვანელი პირის მონაცემების არარსებობა გახდა. გასაჩივების შესახებ კვარაცხელიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მისი თქმით, რეგისტრაციის გაუქმებაზე გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო მიღებული, ვინაიდან მისი პარტია პრორუსული ორიენტაციისაა. 
წაკითხვა
რამდენად ადაპტირებული იქნება საარჩევნო უბნები შშმ მოქალაქეებისთვის
განახლებულია: 2016-08-29 20:27:00
რამდენად ადაპტირებული იქნება საარჩევნო უბნები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის. შშმ პირები საარჩევნო უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრობენ. არგუმენტად უბნების დიდ ნაწილში პანდუსების და სხვა საჭიროებების არარსებობა სახელდება, რაც ხმის მიცემის პროცედურას მკვეთრად აფერხებს. ინფორმაციის გადამოწმება დღეს „მოამბემ“ ცენტრალურ სარჩევნო კომისიაში სცადა. წელს პირველად, ცესკო 1100-ზე მეტი ადაპტირებული უბნის მოწყობას აანონსებს. ამ დაპირების მიუხედავად, საარჩევნო ადინისტრაციის მიმართ მესამე სექტორს მაინც შენიშვნები აქვს.
წაკითხვა
ადამიანის უფლებები საარჩევნო პროგრამებში - 5 საარჩევნო სუბიექტის ხედვები
გამოქვეყნებულია: 2016-08-29 20:30:00
ადამიანის უფლებები პოლიტიკოსების წინასაარჩევნო პროგრამებში: „მოამბე“ დღეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ხუთი პარტიის ხედვას გაგაცნობთ. როგორც ირკვევა, კანონის უზენაესობისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხებს საარჩევნო სუბიექტები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ, თუმცა, დღეს გამოკითხული პარტიების ნაწილს საკუთარი ხედვა და გეგმები პროგრამებში ჯერ ისევ არ აუსახავს.
წაკითხვა
პროექტი „არჩევნები 2016“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე
გამოქვეყნებულია: 2016-08-29 18:32:00
საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროექტი „არჩევნები 2016“ იწყება. დღეიდან პირველი არხის ეთერში თამარ ჩიქოვანის გადაცემა „მთავარი“ ახალი ფორმატით გავა, სადაც კვალიფიციურ სუბიექტებს საშუალება მიეცემათ, წინასაარჩევნო პროგრამა და მიზნები დეტალურად წარმოადგინონ. თამარ ჩიქოვანის გადაცემა „მთავარი“ კვირაში ორჯერ გავა ეთერში და ათ პოლიტიკურ პარტიას ერთი საათი დაეთმობა. საარჩევნო თემატიკაზე მუშაობს გადაცემა „რეალური სივრცე“ და საინფორმაციო სამსახურიც. რაც შეეხება მეორე არხს, დღეიდან ყველა კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სუბიექტს საშუალება ექნება, ამომრჩეველს საკუთარი გეგმები და ამბიციები გააცნოს. საარჩევნო ფორმატით ეთერში გადაცემები – „პოლიტალტერნატივა“, „თავისუფალი ტრიბუნა“ და „არგუმენტების დრო“ გავა. 
წაკითხვა
სასამართლოს გადაწყვეტილება - “ახალი მემარჯვენეები” და “პატრიოტთა ალიანსი” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ძველი ნუმერაციით მიიღებენ
გამოქვეყნებულია: 2016-08-27 20:01:00
“ახალი მემარჯვენეები” და “პატრიოტთა ალიანსი” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ძველი ნუმერაციით მიიღებენ, რომელიც მათ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჰქონდათ - ასეთია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლომ  “რესპუბლიკური პარტიის” სარჩელი ცესკო-ს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. პარტია ცესკო-ს იმ ნორმატიული აქტის ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლითაც „ახალ მემარჯვენეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო ნომერი წილისყრის გარეშე მიაკუთვნა. რა დაასახელა მოსამართლემ გადაწყვეტილების მიზეზად და რა პოზიცია აქვს მოსარჩელე მხარეს -  რატი ხვისტანი დეტალებით.
წაკითხვა
რამდენად რეალურია საარჩევნო სუბიექტების დაპირებები პენსიებთან დაკავშირებით
განახლებულია: 2016-08-26 20:36:00
რამდენად რეალურია საარჩევნო დაპირება, რომლის ადრესატი 700 000-ზე მეტი ადამიანია - საპენსიო სისტემა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე თითქმის ყველა პარტიის პროგრამაში ამჯერადაც პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა. საპარლამენტო მანდატებისთვის მებრძოლი პოლიტიკოსები საპენსიო ასაკის მოქალაქეებს პენსიების სხვადასხვა ოდენობით ზრდას ჰპირდებიან. თუმცა, ქვეყნის ბიუჯეტის გათვალისწინებით, ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტების ერთი ნაწილი დაპირებების რეალურობას ეჭვქვეშ აყენებს.
წაკითხვა
პარტიების ნაწილს საარჩევნო პროგრამები ამომრჩევლებისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია
გამოქვეყნებულია: 2016-08-26 20:36:00
პენსიების ზრდა და სხვა დაპირებები ზოგჯერ მხოლოდ ზეპირი განცხადებებით შემოიფარგლება. ირკვევა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში პოლიტიკური სუბიექტების ნაწილს საკუთარი პროგრამები ამომრჩევლების წინაშე ჯერ არ წარუდგენია. ფაქტს სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ საარჩევნო ტექნოლოგიების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები, რომლებიც კონკრეტული პარტიის შესახებ მოქალაქის ინფორმირებულობის და შესაბამისი არჩევანის გაკეთების პროცესში წინასაარჩევნო პროგრამების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობენ. პოლიტიკოსების საარჩევნო გზავნილების მოსმენის შემდეგ, ექსპერტები კიდევ ერთ მკვეთრად გამოკვეთილ ტენდენციაზე მიუთითებენ.    
წაკითხვა