საზოგადოებრივი
104.5 FM
შსს მარნეულის ინციდენტზე: ენმ-ისა და ბურჭულაძის ბლოკის მომხრეები უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ
გამოქვეყნებულია: 2016-10-08 18:44:00
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. „მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილ-აჯლოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა.საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს.ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები.შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან. ყველა იმ აქტივისტის მიმართ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
წაკითხვა
სასწრაფოდ
ბათუმის #51 უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა
განახლებულია: 2016-10-08 17:00:00
ბათუმის #51 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე წუთით შეწყდა, რისი მიზეზიც ის გახდა, რომ უბანზე მისული ერთ-ერთი ამომრჩეველი, ხმის მიცემის შემდეგ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია. ის პროზექტურაშია გადასვენებული.
წაკითხვა
ბათუმის #51 უბანთან დავით ბერძენიშვილსა და „ოცნების“ წარმომადგენელს შორის შელაპარაკება მოხდა
გამოქვეყნებულია: 2016-10-08 16:22:00
ხმაური იყო ბათუმის 51-ე საარჩევნო უბანთან, სადაც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრ დავით ბერძენიშვილსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს შორის. დავით ბერძენიშვილის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში უბანთან სამარშრუტო მიკროავტობუსით იმყოფებიან „ოცნების“ კოორდინატორები, მათ თან აქვთ სიები და უბანზე გამოცხადებულ ამომრჩევლებს ამოწმებენ, რაც, მისივე თქმით, ამომრჩეველზე ზეწოლაა. ბრალდებას უარყოფს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.
წაკითხვა
პატრიარქმა საკუთარი არჩევანი გააკეთა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა
განახლებულია: 2016-10-08 13:18:00
საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. ილია მეორემ ხმა კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე მისცა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. 
წაკითხვა
დიდუბის #14 უბნის თავმჯდომარე: პირმა, რომელიც საკონტროლო ფურცელს ავსებდა, შეცდომით შემაჯამებელი ოქმის შევსება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2016-10-08 11:33:00
დიდუბის რაიონის მე-14 უბანზე დამკვირვებელს შემაჯამებელი ოქმის დედანი აჩვენეს, რასაც ის დილიდან ითხოვდა. დამკვირვებლების განცხადებით, დადასტურდა, რომ ოქმის ნაწილი წინასწარ იყო შევსებული, რაც მათი შეფასებით, სერიოზული დარღვევაა. აღნიშნულს ადასტურებს უბნის კომისიის თავმჯდომარე. მისი თქმით, დარღვევა იმითაა განპირობებული, რომ პირმა, რომელიც საკონტროლო ფურცელს ავსებდა, შეცდომით შემაჯამებელი ოქმის შევსება დაიწყო. ამ დროისთვის უბანზე ხმაური აღარ ისმის და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, უბანზე დილიდან ხმაური იყო. ენმ-ის წარმომადგენელმა ორი საჩივარი დაწერა. უბანზე მყოფი დამკვირვებელი, „ოლმედიას“ წარმომადგენელი კი შემაჯამებელი ოქმის დედნის ჩვენებას ითხოვდა.
წაკითხვა
სასწრაფოდ
ხმაური დიდუბის #14 უბანზე - ენმ-ის წარმომადგენელი დარღვევებზე საუბრობს, დამკვირვებელი კი ოქმის დედნის ჩვენებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2016-10-08 10:27:00
დიდუბის რაიონის მე-14 უბანზე ენმ-ის წარმომადგენელმა ორი საჩივარი დაწერა. ერთი საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის მეორედ ჩაგდებას ეხება. მისი თქმით, ფურცლის ჩაგდების პროცედურა არასწორად განხორციელდა და მისი მეორედ ჩატარება გახდა საჭირო, რაც დარღვევაა. რაც შეეხება მეორე საჩივარს, ენმ-ის წარმომადგენლის განცხადებით, ის კენჭისყრის პროცედურის დაგვიანებით დაწყებას ეხება. მისი მტკიცებით, საუბარია 8-წუთიან დაგვიანებაზე. უბანზე მყოფი დამკვირვებელი, „ოლმედიას“ წარმომადგენელი კი შემაჯამებელი ოქმის დედნის ჩვენებას ითხოვს. მისივე თქმით, მისი ეს მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა. უბნის თავმჯდომარე ნინო უგულავა ადასტურებს, რომ უბანი 5 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რაც მისივე თქმით, მცირე შეფერხების გამო მოხდა. თუმცა, როგორც თავმჯდომარე აცხადებს, შეფერხება აღმოიფხვრა და პროცედურებს ხელი არ შეშლია. რაც შეეხება ფუცლის მეორედ ჩაგდებას, თავმჯდომარე აღნიშნულ დარღვევას ადასტურებს და სწორედ ამას უკავშირებს უბნის დაგვიანებით გახსნას. რაც შეეხება ოქმის ჩვენებას, უბნის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მან ამ მოთხოვნის შესახებ ახლა შეიტყო და დოკუმენტის ჩვენება პრობლემას არ წარმოადგენს. ადგილზე ელოდებიან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესაც.
წაკითხვა
კახი კალაძემ და ზაქარია ქუცნაშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს
გამოქვეყნებულია: 2016-10-08 09:49:00
საბურთალოზე, საირმის გორა #15-ში, ა. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში განთავსებულ #64 საარჩევნო უბანზე ხმა მისცეს ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ და დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა. კახი კალაძის თქმით, მან ხმა მიაცა ქვეყნის მომავალს, მშენებლობას და განვითარებას. მინისტრის განცხადებით, მისი არჩევანი მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში ძალადობა აღარასოდეს დაბრუნდეს.
წაკითხვა
უსუფაშვილმა და ხიდაშელმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს
განახლებულია: 2016-10-08 09:33:00
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს.
წაკითხვა
სასწრაფოდ
ხმაური ბათუმის პირველ საარჩევნო უბანზე - ენმ-ის წარმომადგენელს უბანი დაატოვებინეს
გამოქვეყნებულია: 2016-10-08 09:26:00
ხმაური იყო ბათუმის პირველ საარჩევნო უბანზე. ენმ-ის წარმომადგენელს პოლიციის ძალით დაატოვებინეს უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ენმ-ის წარმომადგენელი ხმაურობდა და კენჭისყრის პროცესის ჩაშლას ცდილობდა, სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი პოლიციის გამოძახება. ენმ-ის წარმომადგენელი კი ამტკიცებს, რომ მან აღმოაჩინა რამდენიმე სახის დარღვევა, ცდილობდა კომისიის თავმჯდომარისთვის დარღვევების შესახებ მიეთითებინა, რაც მისი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ბათუმის პირველი საარჩევნო უბანი ასევე დაატოვებინეს მურმან დუმბაძის პარტიის წარმომადგენელს. საუბნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ის უბნის ტერიტორიაზე აგიტაციას ეწეოდა.
წაკითხვა
ცესკო: ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2016-10-08 08:47:00
ცესკო-ს სპიკერ ანა მიქელაძის განცხადებით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა. ამის შესახებ მიქელაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმართულ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. „ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ იქ, სადაც მხოლოდ პარლამენტის არჩევნები ტარდება, ისინი მიიღებენ 2 ბიულეტენს - ერთს პროპორციული, ხოლო მეორეს - მაჟორიტარული არჩევნებისთვის. აჭარის რეგიონში რეგისტრირებული ამომრჩევლები ,საქართველოს პარლამენტის არჩევნების ბიულეტენის გარდა, ასევე მიიღებენ 2 ბიულეტენს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის - ერთს პროპორციული, ხოლო მეორეს - მაჟორიტარული არჩევნებისთვის. ასევე, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ტარდება საკრებულოს შუალედური, მერისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები მიიღებენ დამატებით თითო ბიულეტენს.გარდა ამისა, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში ამომრჩევლები მონაწილეობას იღებენ საქართველოს პარლამენტის მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევნებში. შესაბამისად, ისინი მიიღებენ თითო, პროპორციული არჩევნების ბიულეტენს“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს 25 საარჩევნო სუბიექტი - 19 პარტია და 6 ბლოკი. ასევე, საარჩევნო სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 816 მაჟორიტარი კანდიდატი.8 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 440 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 184 მედიაორგანიზაციის 5 368 წარმომადგენელი. საღამოს 20:00 საათზე, მას შემდეგ, რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის და
წაკითხვა
საარჩევნო უბნებზე პირველი ამომრჩევლები უკვე მივიდნენ
გამოქვეყნებულია: 2016-10-08 08:01:00
საარჩევნო უბნებზე პირველი ამომრჩევლები უკვე გამოჩნდნენ. ხმის მიცემის პროცედურა ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო და 20.00 საათზე დასრულდება. საქართველოს მოსახლეობა დღეს მე-9 მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ფოტო: ტექნიკურ უნივერსიტეტის შენობაში გახსნილი #5 საარჩევნო უბანი
წაკითხვა
საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების მისაღებად ემზადებიან
გამოქვეყნებულია: 2016-10-08 07:47:00
საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების მისაღებად ემზადებიან. საუბნო კომისიების წევრები უკვე ადგილზე არიან. კენჭისყრის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყება და 20.00 საათზე დასრულდება.
წაკითხვა
საია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, აქტიურად ითანამშრომლონ საზოგადოებრივ მაუწყებელთან წინაასარჩევნო დებატების ფორმატში
გამოქვეყნებულია: 2016-10-05 16:34:00
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მეტი პატივისცემით მოეკიდონ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მის მაყურებელს და აქტიურად ითანამშრომლონ საზოგადოებრივ მაუწყებელთან წინაასარჩევნო დებატების ფორმატში. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, წინაასარჩევნოდ დებატები გამართოს. კერძოდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში. მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, მაუწყებელმა საზოგადოებას სპეციალური გადაცემა - „საპარლამენტო არჩევნები 2016 დებატები“ შესთავაზა. თუმცა, დებატებში მოწვეული 9 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სიის პირველი ნომრებიდან მხოლოდ ოთხმა მიიღო მონაწილეობა. დებატებში მონაწილეობა არ მიიღეს - ქართულმა ოცნებამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, თავისუფალმა დემოკრატებმა, საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ და პატრიოტთა ალიანსმა. მიგვაჩნია, რომ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მხრიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ორგანიზებულ წინასარჩევნო დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმა, წარმოადგენს ამომრჩევლებისადმი და თავად საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი, როგორც ინსტიტუციისადმი უპატივცემულობას. საია მოუწოდებს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, რომ მაქსიმალურად მეტი პატივისცემით მოეკიდონ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მის მაყურებელს და აქტიურად ითანამშრომლონ საზოგადოებრივ მაუწყებელთან წინაასარჩევნო დებატების ფორმატში“, - ნათქვამია განცხადებაში.
წაკითხვა
სასწრაფოდ
კადრები "პირიმზესთან" მომხდარი აფეთქების ადგილიდან
გამოქვეყნებულია: 2016-10-04 23:03:00
თბილისში, ყოფილ „პირიმზესთან“ აფეთქება მოხდა. აფეთქებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის გივი თარგამაძის ავტომობილი. გივი თარგამაძის განცხადებით, რომელიც შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა, მისი მანქანის აფეთქება მიზანმიმართულად განხორციელდა.​შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი „პირიმზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.მომხდარი აფეთქების შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა. 
წაკითხვა
ცარიელი სკამები სატელევიზიო სტუდიაში - რატომ თქვეს ხუთი პოლიტიკური ძალის ლიდერებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დებატებში მონაწილეობაზე უარი
განახლებულია: 2016-10-04 20:08:00
ხუთი ცარიელი სკამი სატელევიზიო სტუდიაში. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულმა გუშინდელმა საარჩევნო დებატებმა ხუთი პოლიტიკური ძალის ლიდერების გარეშე ჩაიარა. ეს იყო საარჩევნო სისტემათა ფონდის მიერ შემუშავებული ფორმატი, რომელშიც, შეთავაზების მიუხედავად, ,,ქართული ოცნების”, ,,ნაციონალური მოძრაობის”, თავისუფალი დემოკრატების, "ლეიბორისტების" და "პატრიოტთა ალიანსის" სიის პირველმა ნომრებმა მონაწილეობა არ მიიღეს. დარბაზში მხოლოდ ოთხი პარტიის ლიდერები იყვნენ წარმოდგენილი. გადაწყვეტილების მიზეზებად გადატვირთული წინასაარჩევნო გრაფიკი და დებატებში ჩართვაზე პრემიერის უარი სახელდება. თუმცა არგუმენტები მიუღებელია მესამე სექტორისთვის.
წაკითხვა
ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე წინასაარჩევნო დებატში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
განახლებულია: 2016-10-04 16:06:00
ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ წინასაარჩევნო დებატში მონაწილეობაზე  უარი განაცხადა. “ქართული ოცნების”, “თავისუფალი დემოკრატების”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ლეიბორისტული პარტიისა” და “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებისთვის განკუთვნილი სკამები სტუდიაში ცარიელი იყო. მმართველ პარტიაში დებატში მონაწილეობაზე უარი პრემიერმინისტრის გადატვირთული გრაფიკით ახსნეს. სწორედ “ქართული ოცნების” უარი გახდა "ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილების  ოფიციალური მიზეზი. პარტიაში განაცხადეს, რომ მმართველი პარტიის უარის შემთხვევაში, დებატში მონაწილეობას არც დავით ბაქრაძე მიიღებდა. რაც შეეხება დანარჩენ სამ კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიას, მათ უარის მიზეზად, სხვა ოპონენტების გადაწყვეტილების გარდა, გადატვირთული და აქტიური წინასაარჩევნო კამპანია დაასახელეს. 
წაკითხვა
მეჭიაურმა კანდიდატურა „ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა
განახლებულია: 2016-09-29 20:41:00
„თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა მაჟორიტარული არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა. ის საარჩევნო კამპანიას პარტიული სიით განაგრძობს. პარტიამ ცესკო-ს უკვე მიმართა. თამაზ მეჭიაურის თქმით, მასთან ერთად, საკუთარი კანდიდატურები პარტიის კიდევ 7 ლიდერმა   მოხსნა. მეჭიაურს ერთ-ერთ მიზეზად შესაძლო დესტაბილიზაცია მოჰყავს და ამბობს, რომ ის და მისი გუნდი „ქართულ ოცნების“ გვერდით დადგება, მიუხედავად საგარეო კურსზე აზრთასხვადასხვაობისა.
წაკითხვა
„ქართუ ბანკმა“ „ქართულ ოცნებაზე“ მილიონი ლარის სესხი გასცა
განახლებულია: 2016-09-29 16:12:00
„ქართუ ბანკმა“ პარტია „ქართულ ოცნებაზე“ მილიონი ლარის სესხი გასცა. შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს. როგორც ირკვევა, სესხი 14 სექტემბერს გაიცა, წლიური საპროცენტო განაკვეთი 11 პროცენტია, დაფარვის ვადა კი ოთხი თვე. სესხის უზრუნველყოფად მითითებულია საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი ანუ „ქართულ ოცნებას“ ბანკმა ხელშეკრულება იმ პირობით გაუფორმა, რომ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, სახელმწიფოსგან მიღებულ მილიონ ლარს სესხის დაფარვისთვის გამოიყენებს. ფაქტთან დაკავშირებით, რაიმე სახის დარღვევა არ გამოკვეთილა, - ამის შესახებ განმარტებები კეთდება როგორც აუდიტის სამსახურში, ისე სამოქალაქო სექტორში.
წაკითხვა
„სახელმწიფო ხალხისთვის“ მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის მტკიცებით, ენმ-ის კანდიდატის ნათესავები თავს დაესხნენ
გამოქვეყნებულია: 2016-09-29 10:32:00
ინციდენტი მოხდა გვიან ღამით მარნეულის რაიონში. პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი 35-ე ოლქში აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის ახლო ნათესავები თავს დაესხნენ. ქამრან მამედოვის თქმით, მის კუთვნილ აფთიაქში ჯერ მინა ჩატეხეს, შემდეგ კი ცივი იარაღის მუქარით, კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახის წევრების ლიკვიდაციით დაემუქრნენ. მისი განცხადებით, ინციდენტში მონაწილე ორი პირი პოლიციამ უკვე დააკავა. ამოღებულია ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც, რომელიც აფთიაქში დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო. შემთხვევას ღამითვე გამოეხმაურა „ნაციონალური მოდძრაბის“ მარნეულის ოფისის ხელმძღვანელი ახმედ იმამკულიევი. მისი განმარტებით, ინციდენტში მონაწილე პირები პარტიის წევრები არ არიან და სავარაუდოდ, დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.
წაკითხვა
წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება - როგორია საარჩევნო სუბიექტების აქტივობები
განახლებულია: 2016-09-28 20:21:00
წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება. პოლიტიკოსები ამომრჩევლებს ხვდებიან და მოსახლეობას კონკრეტულ რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარების ხედვას აცნობენ. ლიდერებთან ერთად, შეხვედრებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც ესწრებიან. საარჩევნო სუბიექტების აქტივობების შესახებ ეკა კოპალიანი გიამბობთ.
წაკითხვა