| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/140139.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 გიორგი მარგველაშვილი: მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა
გამოქვეყნებულია 2016-10-31 12:27:00
განახლებულია 2016-10-31 14:07:00
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეს საზოგადოების დაკვეთა იყო. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში, ბრიფინგზე განაცხადა. „მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. თუმცა, ამავე დროს, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, არამედ იწყება. შესაბამისად, აქტიურად მოგიწოდებთ ყველას იყოთ ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში“,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს გამარჯვება მიულოცა და მათ წარმატებული მოღვაწეობა უსურვა. მმართველი გუნდი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შედის – ასეთია მეორე ტურის შედეგები, ცესკოს ამ დროინდელი მონაცემებით. ოთხთვიანი საარჩევნო კამპანია და ორტურიანი საპარლამენტო არჩევნები - დასრულდა. 50 მაჟორიტარული ოლქიდან, 48 -ში “ქართული ოცნების” კანდიდატი იმარჯვებს. მხოლოდ ორ ოლქში - მთაწმინდაზე მაჟორიტარობის დამოუკიდებლი, ხოლო ხაშურში მრეწველების კანდიდატი ლიდერობს. ჯამში ოცნებას 115 დეპუტატი ეყოლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად კი, 113 მანდატიც საკმარისია. „ნაციონალური მოძრაობა" საკანონმდებლო ორგანოში 27, პატრიოტთა ალიანსი 6, ხოლო მრეწველები კი 1 მანდატით შევლენ. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
საჩივრებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავ
წაკითხვა
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად
წაკითხვა
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მ
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მ
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - ესტონელები საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში დასახლდნენ, ასე შეიქმნა სოფელი „ესტონკა“, რომელიც დანარჩენი აფხაზეთის მსგავსად, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული
ესტონეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის გე
წაკითხვა
|