საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/142635.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1349

ცხრა ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს - „არჩევნებს ვაფასებთ როგორც ტოტალურად გაყალბებულს, არათავისუფალს და არასამართლიანს“

გამოქვეყნებულია 2016-11-28 12:53:00 განახლებულია 2016-11-28 15:13:00

ცხრა ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. მათივე განცხადებით, 2016 წლის არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით იყო ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

”ჩვენ ქვემორე ხელისმომწერი პარტიები მივიჩნევთ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული და უკან გადადგმული ნაბიჯი 2012, 2013 და 2014 წლის არჩევნებთან შედარებით, შემდეგი მიზეზების გამო:


1. მმართველმა პარტიამ არ განახორციელო საკუთარი საარჩევნო პროგრამით დაპირებული საარჩევნო რეფორმა, არ გააუქმა არადემოკრატიული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და მეტიც, არჩევნების წინ საარჩევნო კანონში ყველა ცვლილება განახორციელა დისკრიმინაციულად, ოპოზიციასთან კონსულტაციის გარეშე. არ იქნა გათვალისწინებული ოპოზიციის არცერთი შენიშვნა და წინადადება;

2. უცვლელი დარჩა ამომრჩეველთა სიები, რომელიც არარეალურად მრავალრიცხოვანია და რასაც წინა ხელისუფლების პირობებში მწვავედ აკრიტიკებდა დღევანდელი რეჟიმი. დაპირების მიუხედავად არ იქნა შემოღებული ამომრჩევლის ბიომეტრიული ვერიფიკაციის მექანიზმი;

3. სახელმწიფო აპარატი, საჯარო მოსამსახურეები, მ.შ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტოტალურად იყვნენ ჩართული მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში;

4. ხელისუფლებამ შექმნა არაფორმალური ჯგუფები, როგორც სპორტსმენების ისე კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების შემადგენლობით, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებითაც მობილიზებული იყვნენ ე.წ. „რთულ უბნებთან“ და ახდენდნენ ამომრჩეველზე ზეწოლას;

5. საარჩევნო კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა ზემო აღნიშნული ჯგუფების მხრიდან ოპოზიციის მხარდამჭერების და საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების არაერთ ფაქტს, აგრეთვე იმ საარჩევნო უბნების დარბევას, რომელსაც ხელისუფლება აგებდა. არც ერთი ზ/ა ფაქტი არ არის გამოძიებული, ხოლო საყოველთაოდ ცნობილი ეჭვმიტანილები წახალისებული არიან;

6. უპრეცედენტო მასშტაბები მიიღო ამომრჩევლის მოსყიდვამ, განსაკუთრებით სოციალუად დაუცველი პირების დაშინებამ, რომ მოეხსნებოდათ სოციალური დახმარებები თუ არჩევანს არ გააკეთებდნენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ;

7. ბიზნესი, რომელიც იმყოფება კვლავაც ძლიერი ზეწოლის ქვეშ აფინანსებდა მხოლოდ მმართველ პარტიას. გარდა ამისა მმართველი პარტიის მიერ მობილიზებულ იქნა მრავალმილიონიანი არალეგალური საარჩევნო ფონდი, საიდანაც ოფიციალური დეკლარირების გარეშე ხელფასი გადაუხადეს დაახლოებით 70 000 ე.წ. „კოორდინატორს“;

8. არჩევნების წინა პერიოდში დაიხურა რამდენიმე ცენტრალურ არხზე პოლიტიკური გადაცემები, რამდენიმე არხს კი შეეცვალა მესაკუთრე ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი პირებით. ოპოზიციის ნაწილს პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა შეზღუდული ჰქონდა;

9. კენჭისყრის დღეს ე.წ. ‘’კარუსელის’’ არაერთი ნაირსახეობა გამოვლინდა. ხშირი იყო შემთხვევა როცა არ იყენებდნენ მარკირებას და ადამიანები სხვის მაგივრად აძლევდნენ ხმას, უამრავ შემთხვევაში დარღვეული იყო არჩევნების ფარულობა.

10. გაყალბებამ განსაკუთრებული მასშტაბი მიიღო ხმის მიცემის დასრულების შემდეგ. უბნების დახურვისთანავე დაიწყო ბიულეტენებით ჯერ არ ნახული მანიპულირება და არასასურველი პარტიების ბიულეტენების სხვა პარტიების ბიულეტენებში შერევა;

11. ადგილი ჰქონდა ბიულეტენების მასობრივ გაბათილებას(მთლიანობაში გაბათილდა 137 000 ხმა).

12. გამოვლენილია ასეულობით გაყალბებული ოქმი, რომელთა უმეტესობა არის დაუბალანსებელი, ბევრ მათგანში დაფიქსირებულია ამომრჩევლების 100%-იანი გამოცხადება უბნებზე, გამოაშკარავდა წინასწარ ხელმოწერილი და გაყალბებული მონაცემების ჩასაწერად გამზადებული ოქმები. 

13. მმართველი პარტიის მიერ სრულად კონტროლირებადმა საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლოებმა რეალურად არ განიხილეს და უყურადღებოდ დატოვეს ოპოზიციური პარტიების საჩივრები ზ/ა დარღვევებთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ უარი თქვა ასობით სადავო უბნის შედეგებიდან გადაეთვალა თუნდაც რამდენიმე;

14. შედეგად მმართველმა პარტიამ, ისევე როგორც საბჭოთა პერიოდში მოიგო ყველა მაჟორიტარული ოლქი (ფორმალურად 73-დან 72). საერთო ჯამში კი ამომრჩეველთა ხმების უმცირესობით (48%) მმართველმა პარტიამ მიიღო მანდატების საკონსტიტუციო უმრავლესობა (3/4). 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. საქართველოს ოპოზიციური პარტიები 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ვაფასებთ, როგორც ტოტალურად გაყალბებულს, არათავისუფალს და არასამართლიანს, რომლის შედეგადაც დამახინჯებულ იქნა ქართველი ხალხის ნება, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა არ ასახავს ადეკვატურად საქართველოს მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევანს და არ გააჩნია ლეგიტიმაციის სათანადო ხარისხი;

2. გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა რათა გამოვლენილი და გამოძიებული იქნას კონკრეტული დარღვევები კანონით დადგენილი წესით, მ.შ: გაიხსნას და გადაითვალოს ხმები სადავო უბნებზე და დაისაჯონ დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ”თავისუფალი საქართველო”, ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”, ”ახალი ქრისტიან-დემოკრატები”, ”თავისუფლება”, ”ლეიბორისტული პარტია”, ”პატრიოტთა ალიანსი”, ”ტრადიციონალისტთა კავშირი”, ”ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”,- აღნიშნულია განცხადებაში. 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი არ დააკმაყოფილა
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი არ დააკმაყოფილა
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უკვე ცნობილია ოპოზიციური პარტიების სარჩელზე. 
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
საქალაქო სასამართლომ ოპოზიცი
წაკითხვა
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
2018 წლის ბიუჯეტის მისაღე
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ხმების გადათვლის შესახებ ათი ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა
საქალაქო სასამართლომ ხმების გადათვლის შესახებ ათი ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილ
წაკითხვა
  ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა - ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი
ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა - ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება თიანეთის საოლქო-საარჩევ
წაკითხვა
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
საჩივრებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო
წაკითხვა
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
როგორ გეგმავს მთავრობა საქართველოს მომავა
წაკითხვა