ინფოგრაფიკა - რა მოხდება, თუ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს
გამოქვეყნებულია: 2016-10-19 20:42:00
საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, "ქართული ოცნება", სავარაუდოდ, 4 საკონსტიტუციო ცვლილებაზე იმსჯელებს.პირველი ეხება ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციურ დონეზე განსაზღვრას, მეორე - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მესამე - პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას, ხოლო მეოთხე - პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას.ამ სავარაუდო ცვლილებების შესახებ, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა თავიანთი პოზიციები, სატელევიზიო გამოსვლებში, არაერთხელ დააფიქსირეს. მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებებიქორწინება - საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით უკვე განსაზღვრულია, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა, თუმცა "ქართული ოცნების" ინიციატივაა, შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაშიც შეიტანოს.საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, 2016 წლის 7 მარტს გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ კოალიცია მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. პრემიერმა იქვე აღნიშნა, რომ ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებოდა "რესპუბლიკური პარტია", თუმცა მათი საწინააღმდეგო პოზიცია ეხება არა საკითხის შინაარსს, არამედ მისი განხორციელების გზებსა და საშუალებებს. საარჩევნო სისტემა - პარლამენტში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული ქართული ოცნების 81 დეპუტატის ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით, პარლამენტის არჩევის ახალ წესს ითვალისწინებს.ეს ახალი წესი და შეცვლილი სისტემა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე არ გავრცელდა, ვინაიდან მისი ამოქმედება 2016 წელს არჩეული პარლამენტის პირველი შეკრების დღიდან არის კანონპროექტით გათვალისწინებული. ეს იმას ნიშნ
წაკითხვა