საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/133749.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

8877

ყვავილი - დაავადება, რომელიც კაცობრიობამ დაამარცხა, შესაძლოა კვლავ აფეთქდეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-08-18 21:11:00

ყვავილი — მომაკვდინებელი დაავადება, რომელიც მსოფლიომ 1977 წელს საბოლოოდ ამოძირკვა, შესაძლოა კვლავ დაბრუნდეს. ამის მიზეზი ციმბირის ტუნდრის გალღვობაა, რასაც თან სდევს ვირუსის გამოთავისუფლება იმ ადამიანთა სხეულებიდან, რომლებიც 120 წლის წინ ყვავილის ეპიდემიამ იმსხვერპლა. ამის შესახებ ექსპერტები იუწყებიან.

ყვავილი ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე საშიში დაავდება იყო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, იმ ადამიანთა 30%-ზე მეტი, რომელთაც ყვავილი შეხვდათ, გარდაიცვალა. დაავადებას მაღალი ტემპერატურა და ჩირქოვანი გამონაყარი ახასიათებს. 

ციმბირის მუდმივად ნოტიო, გაყინულ ნიადაგში დამარხული, ყვავილით გარდაცვლილი ადამიანებისა და ჩრდილოეთის ირმებისგან გამოთავისუფლებული პოტენციურად ფატალური დაავადების სპორები უკვე გამოუვლინდა 24 ადამიანს, რომლებიც ჩრდილოეთ რუსეთის ქალაქ სალეხარდის ჰოსპიტალში არიან მოთავსებულნი.

თუმცა, როგორც Siberian Times-ს ჯანდაცვის ექსპერტებმა განუცხადეს, ეს მხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშანია იმისა, რომ შესაძლოა წინ უარესი გველოდეს.

„1890-იან წლებში, ყვავილის დიდი ეპიდემია მძვინვარებდა. მაგალითად, ერთ-ერთ ქალაქში მოსახლეობის 40% ამოწყდა. გარდაცვლილ ადამიანთა სხეულებს მუდმივად ნოტიო ნიადაგის ზედა ფენებში მარხავდნენ, მდინარე კოლიმის ნაპირებზე. ახლა კი, თითქმის 100 წლის შემდეგ, ადიდებულმა კოლიმამ ნაპირების „შეჭმა“ დაიწყო“, — აცხადებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის მიმართულების წარმომადგენელი ბორის კერშენგოლცი.

მუდმივად ნოტიო, გაყინული ნიადაგის გალღვობა ეროზიის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს.

იამალის ნახევარკუნძულზე, ქალაქ სალეხარდში სპორების გამოვლენის შემდეგ, ნოვოსიბირსკის ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების ცენტრმა სხვა დავადებების ტესტირებაც დაიწყო. 

მათ მიაგნეს გვამებს, რომლებზე დარჩენილი იარებიც ყვავილის მიერ დატოვებულს ჰგავს.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტებმა თავად ვირუსს ვერ მიაგნეს, დნმ-ში გამოავლინეს მისი ფრაგმენტები.

გაყინული ნიადაგი იაკუტიის რეგიონში ძირითადად 30-60 სმ სიღრმეზე დნება, თუმცა წელს გალღვობის სიღრმემ ერთ მეტრს მიაღწია.

„იამალის ნახევარკუნძულის მიწა ძალიან დიდი რაოდენობით ყინულს შეიცავს, რომელიც ახლა ძალიან სწრაფად დნება. შესაბამისად, არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ მიწის ზედაპირზე ამოვიდეს წლების წინ დახოცილ ცხოველთა ნეშტები და თავისუფლად გავრცელდეს ყვავილის სპორები“,  — ამბობს გაყინული ნიადაგების კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მიხეილ გრიგორიევი.

გარდა ამისა, არსებობს იმის საშიშროებაც, რომ ციმბირის გაყინული ნიადაგის ლღვობის შედეგად გამოთავისუფლდეს და ატმოსფეროში გაიფანტოს საკმაოდ დიდი ოდენობის მეთანის გაზი, რომელსაც ბევრად უფრო დიდი სათბურის ეფექტი აქვს, ვიდრე ნახშირორჟანგს, რაც საკმაოდ დიდ წვლილს შეიტანს გლობალური დათბობის მაჩვენებლის დრამატულად მომატებაში.

წყარო: The Independent


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრების გაკეთება ოქტომბრიდან არის რეკომენდებული
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრების გაკეთება ოქტომბრიდან არის რეკომენდებული
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრების გაკეთება რეკომენდებულია ოქტომბრიდან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.&
წაკითხვა
ციმბირის წყლულის ეპიდემიას ნამიბიაში 100-ზე მეტი ბეჰემოთი ემსხვერპლა
ციმბირის წყლულის ეპიდემიას ნამიბიაში 100-ზე მეტი ბეჰემოთი ემსხვერპლა
ციმბირის წყლულის ეპიდემიას ნამიბიის ერთ-ე
წაკითხვა
The Wall Street Journal - რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს საიდუმლო მონაცემები „კასპერსკის“ ანტივირუსის საშუალებით მოიპოვეს
The Wall Street Journal - რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს საიდუმლო მონაცემები „კასპერსკის“ ანტივირუსის საშუალებით მოიპოვეს
რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს სა
წაკითხვა
ვირუსული ინფექციები - საავადმყოფოებში მიმართვიანობის მაჩვენებელი გაზრდილია
ვირუსული ინფექციები - საავადმყოფოებში მიმართვიანობის მაჩვენებელი გაზრდილია
შემოდგომის დადგომასთან ერთად ვირუსული ინფექციებიც იმატებს. თუმცა, სეზონის გარდა, სტატისტიკის ზრდას ამინდის მკვეთრ გაუარესებასაც უკავშირებენ
წაკითხვა
მოსალოდნელი ვირუსების თავიდან ასარიდებლდ დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს
მოსალოდნელი ვირუსების თავიდან ასარიდებლდ დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს
ახალი სასწავლო და სააღმზრდელო წლის დაწყებასთან ერთად მოსალოდნელო ვირუსების თავიდან ასარიდებლდ დაავადებათა კონტროლის ცენტრი  მშობლებს რეკომე
წაკითხვა
Ccleaner პროგრამაზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა
Ccleaner პროგრამაზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა
Ccleaner აპლიკაციის „არალეგალურად მოდიფიც
წაკითხვა
თეთრი სახლი ამერიკელებს მოუწოდებს Kaspersky-ის ანტივირუსის გამოყენებაზე უარი თქვან
თეთრი სახლი ამერიკელებს მოუწოდებს Kaspersky-ის ანტივირუსის გამოყენებაზე უარი თქვან
თეთრი სახლი ამერიკელებს მოუწოდებს Kaspersky-ის ანტივირუსის გამოყენებაზე უარი თქვან. 
წაკითხვა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცოფის ვირუსის თანამედროვე კვლევის მეთოდს ამუშავებს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცოფის ვირუსის თანამედროვე კვლევის მეთოდს ამუშავებს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცოფის ვირუსის თანამედროვე კვლევის მეთოდს ამუშავებს
წაკითხვა