| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/136518.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ავსტრალია იმდენად სწრაფად გადაადგილდება, რომ GPS აღწერას ვერ ასწრებსმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-09-24 18:36:00
ავსტრალია სულაც არ არის იქ, სადაც თქვენ ფიქრობთ. New York Times-ის ცნობით, კონტინენტი 1,5 მეტრით გადაადგილდა მას შემდეგ, რაც 1994 წელს GPS-ით მისი ოფიციალური კოორდინატების განსაზღვრა მოხდა. დედამიწის ყველა კონტინენტი თავის ტექტონიკურ ფილაზე გადაადგილდება, თუმცა საკმაოდ ნელა. ის ფილა კი, რომელზეც ავსტრალია მდებარეობს, შედარებით ჩქარა მოძრაობს, წელიწადში 6,8 სანტიმეტრით, ჩრდილოეთის მიმართულებით. ავსტრალიისგან განსხვავებით, ჩრდილოეთ ამერიკის ფილა წელიწადში დაახლოებით 2,5 სმ-ით გადაადგილდება, წყნაროეკანური ფილა კი 7,6-10 სმ-ით. შედეგად ვიღებთ იმას, რომ „ზოგიერთი ქვეყანა სხვებთან შედარებით უფრო სტაციონარულია“, — ამბობს National Geographic-ის კარტოგრაფიის დირექტორი დამიენ სონდერი. „როდესაც ხმელეთის მასა დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გადაადგილდება, საჭირო ხდება დედამიწის იმ მოდელების შესწორება, საიდანაც ხდება GPS კოორდინატების განსაზღვრა“. გადაადგილების ეს ტიპი უფრ თვალშისაცემი გახდა მას შემდეგ, რაც უფრო მეტი სიზუსტე შეიძინა GPS სისტემამ. მოწინავე ტექნოლოგიებს ამჟამად სხვადასხვა ადგილების მონიშვნა სანტიმეტრების დონეზე შეუძლია. ავსტრალიის განსაკუთრებით სწრაფი გადაადგილება განპირობებულია მისი უნიკალური გეოლოგიით. Times-ის ცნობით, ბოლო 50 წლის მანძილზე, ოთხჯერ შესწორდა მისი გრძედი და განედი. ბოლო შესწორება 1994 წელს შევიდა; მაშინ უზუსტობამ 200 მეტრი შეადგინა. კონტინენტის მდებარეობის შემდეგი ოფიციალური განსაზღვრა წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. შესწორება ამჟამად 1,5 მეტრი იქნება. „მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დედამიწა არ არის სრულყოფილი სფეროს ან ელიფსის ფორმის, კონტინენტები კი ერთი და იგივე მაჩვენებლით არ მოძრაობს. შესაბამისად, ზოგჯერ შესასწორებელი ხდება ჩვენი მოდელები, როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ დონეზე“, — აღნიშნავს National Geographic-ის კარტოგრაფიის დირექტორი დამიენ სონდერი. ავსტრალიის გადაადგილება დროთა მანძილზე
მომზადებულია National Geographic-ის მიხედვით დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„მაორი ოლ ბლექსმა“ კანადა გაანადგურა, ავსტრალიამ კი იაპონიას სძლია
"მაორი ოლ ბლექსმა", კანადა, რომელიც ნოემბრის ტესტებზე "ბორჯღალოსნებსაც" დ
წაკითხვა
ავსტრალიის ვიცე-პრემიერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ავსტრალიის უმაღლესი სასამართლოს დადგენილებით, ქვეყნის პარლამენტმა ვიცე-პრემიერი და სამი სენატ
წაკითხვა
"ბათუმის" პირველი გამარჯვება "კონტინენტის ფარზე"
ევროპული რაგბის „კონტინენტის ფარის“ მეორე ტურის მატჩში "ბათუმმა" გერმანული "ჰაიდელბერგი" 33:16 დაამარცხა და პირველ გამა
წაკითხვა
„ბლედისლოუს თასის“ მესამე შეხვედრაში ავსტრალიამ ახალი ზელანდია დაამარცხა
"რაგბი ჩემპიონშიფის" გამარჯვებული ახალი ზელანდია გახდა. მათ ტურნირის მანძილზე ავსტრ
წაკითხვა
„კონტინენტის ფარის“ მეორე ტურის მატჩს „ბათუმი“ იმავე სასტარტო თხუთმეტეულით იწყებს, რომლითაც „როვიგოს“ დაუპირისპირდა
ევროპული რაგბის „კონტინენტის ფარის“ მეორე ტურის მატჩს „ბათუმი“ იმავე სასტარტო თხუთმეტეულით იწ
წაკითხვა
ავსტრალიამ ფხენიანიდან წერილი მიიღო
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩრდი
წაკითხვა
ალბანეთში, კონტინენტის პირველობაზე გოგა ჩხეიძემ სამი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა
ალბანეთის ქალაქ დურესში კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ სამი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა.
წაკითხვა
15 წლის ავსტრალიელი ბიჭი სპორტდარბაზში ვარჯიშის დროს გარდაიცვალა
ავსტრალიელი თინეიჯერი ბიჭი სპორტდარბაზში, მძიმე წონით ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. ის 100 კგ-ი
წაკითხვა
|