მუხიანში, ნუშის ქუჩაზე მიწის ნაწილი ჩამოიშალა.
შემთხვევა საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მოსახლეობა, მიწის ჩამოშლას, ტერიტორიაზე რაგბის მოედნის მშენებლობას უკავშირების. მათი თქმით, მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე მათ საცხოვრებელ სახლებს შეექმნას.
მომხდარს გამოეხმაურა კომპანია, რომელიც დედაქალაქის მერიის დაკვეთით, მოედანს აშენებს. მათი განცხადებით, ისინი მიწის გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარებას გეგმავენ, რისთვისაც 1 თვეა საჭირო.
ამ დროის განმავლობაში კი ნუშის ქუჩის მცხოვრებლებს, ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ჰპირდებიან, რაზეც მოსახლეობა უარს აცხადებს.