| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/139011.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 როგორც მეცნიერულად მტკიცდება, ვიკიპედია ინტერნეტის საუკეთესო ნაწილიამიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-10-20 21:40:00
სამხიარულოა იმის წარმოდგენა თუ როგორ შედის ალექსანდრე მაკედონელი უძველეს Starbucks-ში და თავის ლეპტოპს პირველყოფილი ინტერნეტის კაბელს უერთებს. დიდი ალბათობით, ამის შემდეგ ის Twitter-ს გახსნიდა სახელით @realAlexander და თავს მოიწონებდა საკუთარი პოლიტიკური ოპონეტნების დახოცვით. ვინ იცის, იქნებ ამის სანაცვლოდ მას კაცობრიობის მთელი ცოდნის საწყობის შექმნაზე ეზრუნა? მიუხედავად იმისა, რომ მან მსგავსი მიზნის მისაღწევად გარკვეული ნაბიჯები გადადგა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ააშენა, პროექტმა დიდხანს ვერ გასძლო, დაიწვა. იქნებ მას სულაც ვიკიპედია შეექმნა! ბიბლიოთეკის დაარსებიდან 2000 წლის შემდეგ, სულ რაღაც ათწლეულზე ნაკლებ დროში, ვებსაიტმა არა მხოლოდ გადააჭარბა უძველეს კოლექციას, არამედ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მოწინავე პლატფორმა გახდა ახალი ინფორმაციის შესაცნობად. ძალზე ადვილია ინტერნეტის სისაძაგლესა და ყველა ცუდ მხარეზე მოთქმა, მაგრამ ვიკიპედია ონლაინ-სივრცის ყველაზე საჭირო ოპტიმიზმის საშუალებას ნამდვილად იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვებსაიტს მილიონობით ანონიმური კონტრიბუტორი ქმნის, როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, იგი ამცირებს იდეოლოგიურ სეგრეგაციას და განსაკუთრებით კარგია ნეიტრალიტეტის ძიებისას, მათ შორის ყველაზე სადავო საკითხების ირგვლივაც კი. პირველად მსგავსი სახის კვლევებში, მისმა ავტორებმა, ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის პროფესორებმა — შეინ გრინშტაინმა, იუან გუმ და ფენგ ჟუმ — გამოიყენეს საძიებო სიტყვები და ფრაზები, რათა გაერკვიათ თუ როგორ ართმევდნენ თავს ვიკიპედიის მოყვარული რედაქტორები ერთმანეთთან გადაჯაჭვულ ათასობით სტატიას. კვლევის მთავარი სამიზნე იყო სტატიები აშშ-ის პოლიტიკური პარტიების შესახებ; აღმოჩნდა, რომ კონტრიბუტორები, რომელთაც ძლიერი შეხედულებები გააჩნიათ, სტატიის რედაქტირებისას საშუალოდ 15%-ს შეადგენენ, საწინააღმდეგო მოსაზრებებით. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, სადავო საკითხის გარშემო სტატიის რედაქტირებისას, საწინააღმდეგო შეხედულებებით ანგაჟირებული კონტრიბუტორები საბოლოოდ ნაყოფიერ დიალოგში შედის სხვებთან. არ შეიძლება იმის თქმაც, რომ ვიკიპედია უნაკლოა ინტერნეტის ბნელ კუთხეში. უნდა ითქვას, რომ ვიკიპედიის ისტორიას მუდამ თან სდევს „რედაქტირებათა ომები“. მაგალითად, ინგლისურ ვიკიპედიაში ისტორიკოსებმა ლამის ერთმანეთი დახოცეს იმის გარკვევისას, თუ როგორ უნდა მოეხსენიებინათ ქრისტეს დაბადების თარიღი B.C./A.D. თუ B.C.E./C.E. პოპ-მუსიკის მოყვარულებმა ომი გააჩაღეს იმასთან დაკავშირებით, მომღერალი ნელი ფურტადო კანადელია თუ პორტუგალიელ-კანადელი. გაგიმართლათ, რომ არასოდეს ყოფილხართ ჩართული რამდენიმეწლიან ომში მწერალ ჯოან როულინგის გვარის წარმოთქმასთან დაკავშირებით. ამ კვლევის მიხედვით, სხვადასხვა შეხედულებების მქონე რედაქტორები, ვიკიპედიაში დროთა განმავლობაში აუცილებლად აღწევენ კონსენსუსს, განსხვავებით Facebook-ისა თუ Twitter-ისგან, სადაც ხალხი დაუსრულებლად, გამძვინვარებული ცდილობს საკუთარი შეხედულებების დაცვასა თუ ამბიციების დაკმაყოფილებას. „ეს ჩვენ იმედს გვაძლევს. ორივე მხარე ცდილობს გაანადგუროს ერთმანეთი. რაც ერთად გვიყრის თავს, ეს ერთი რომელიმე ქვეთავია, რომლის ირგვლივაც ორივე მხარეს სხვადასხვა შეხედულება გააჩნია. სივრცე თავისუფალია ყველა ზრახვისა თუ მიზნისთვის და ჩვენ შეგვიძლია დავარედაქტიროთ ერთმანეთის პარაგრაფები ისე, რომ საბოლოოდ მაინც ზუსტი შეხედულებები წარმოჩნდეს“, — ამბობს ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის პროფესორი გრინშტაინი. ეს კარგი და მნიშვნელოვანი სიახლეა. ყველაფრის შემდეგ, განვითარებული მსოფლიო ინფორმაციის მიღებისას ვიკიპედიას ენდობა. ამჟამად, ვიკიპედია მეხუთე ყველაზე მონახულებადი საიტია მსოფლიოში, რომელსაც, მაგალითად მხოლოდ აგვისტოში, 8 მილიარდი გვერდის ნახვა ჰქონდა. 5,2 მილიონი სტატიაა მხოლოდ ინგლისურ ვიკიპედიაში, რომელიც ყოველთვიურად დაახლოებით 20 000 სტატიით იზრდება. ამჟამად, ვიკიპედია 284 სხვადასხვა ენაზე ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი ერთგვარად წააგავს „აგრეგაციის სასწაულს“ — ხალხის დიდ ჯგუფს შესაძლებლობა აქვს იმოქმედოს რაციონალურად და მიუხედავად ერთმანეთისგან ძალზე განსხვავებული ინტერესებისა, გადაჭრას პრობლემები. დღეისათვის, ბიბლიოთეკების წინაშე მდგარ უდიდეს დაბრკოლებას წარმოადგენს რესურსების ნაკლებობა ორგანიზებისათვის საჭირო ყველა ინფორმაციის მოგროვება-მომზადებაში. ვიკიპედია ამ პრობლემას მილიონობით კონტრიბუტორს შორის გადანაწილების გზით ჭრის, სადაც ყოველი ჩართული იმ სფეროს ირჩევს, რომელშიც კომპეტენტურია. მიზეზი, რომ ვიკიპედია ხშირად განიცდის ნაკლებ პროდუქტიულობას, სწორედ ის პრინციპია, რომელზეც აგებულია საიტი. გრინშტაინი შენიშნავს, რომ საიტი ხშირად მოუწოდებს ექსპერტებს კონკრეტულ თემებში ჩართვისკენ. შემდეგ ისინი ერთმანეთის კარგი ნაცნობები ხდებიან და სწავლობენ პატივი სცენ განსხვავებულ შეხედულებებს, რადგან არსებობს რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი: მათი ნამუშევრები საჯაროა და საზოგადოება იყენებს. ასე არ ხდება Facebook-ის ან რომელიმე მნიშვნელოვანი ახალი ამბის ქვეშ გაჩაღებული კომენტარების ომის შემთხვევაში. ამ სივრცეებში, როგორც წესი, ერთმანეთთან დაპირისპირებული ადამიანები იქცევიან ზედაპირულად, თავიანთ შეხედულებებს კი ხშირად ბრაზით, ერთმანეთის შეურაცხყოფით აფრქვევენ და უკან აღარასოდეს უბრუნდებიან. საერთო ჯამში, ერთმანეთის პატივისცემა და სხვისი განსხვავებული შეხედულებებისთვის პატივისცემა ამ სივრცეებში ხშირად გამორიცხულია. აღსანიშნავია, რომ ვიკიპედიას შემუშავებული აქვს საკუთარი „ხუთი მცნება“, რომლის ძირითადი მიზანიც ის არის, რომ საიტი არაა განკუთვნილი „ექსპერიმენტული დემოკრატიისთვის“. მიუხედავად ამისა, საიტის განუყრელი დემოკრატიული მახასიათებელი — მასებისთვის თანაბარი ხმის მიცემა, მიუხედავად სულელური და მახინჯი არგუმენტების რისკისა — ვიკიპედიის წარმატების მთავარი საიდუმლოა. რობერტ გებელჰოფი, The Washington Post ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
Russian ინგლისურ ვიკიპედიაში საქართველოს შესახებ ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვაა
ინგლისურენოვან ვიკიპედიაში საქართველოს შე
წაკითხვა
Reuters - მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, თურქეთში „ვიკიპედია“ დაიბლოკა
თურქეთში ონლაინ-ენციკლოპედია „ვიკიპედია“
წაკითხვა
ვიკიპედიაში რობოტებს შორის დაუსრულებელი ომები მიმდინარეობს
ვიკიპედია, მეხუთე ყველაზე პოპულარული საიტ
წაკითხვა
ვიკიპედია 16 წლისაა
მსოფლიოში უდიდესი თავისუფალი ონლაინ-ენციკ
წაკითხვა
გინესის რეკორდი „ვიკიპედიაში“ – 72 სთ შეუჩერებელი რედაქტირება მექსიკაში
მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, სუმაიას მუზე
წაკითხვა
ვიკიპედია 15 წლისაა
ვიკიპედია 15 წლისაა. მსოფლიოში უდიდესი ონლაინ-ენციკლოპედიის პირველი სტატია 2001 წლის 15 იანვარს მისმა დამფუძნებელმა, ამერიკელმა ჯიმი უელსმა
წაკითხვა
ვიკიპედიის ყველაზე მონახულებადი სტატიები 2015 წელს
ამერიკული „ფონდი ვიკიმედია“, რომელიც უმსხვილეს ონლაინ-ენციკლოპედია ვიკიპედიას და მის დობილ პროექტებს (ვიკიციტატა, ვიქსიკონი, ვიკიწყარო, ვიკ
წაკითხვა
|