| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/142372.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ახალი ტექნოლოგია, რომელიც სმარტფონებს წამებში დატენისმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-11-24 21:49:00
მეცნიერებმა უფრო ეფექტიანი სუპერკონდენსატორის შექმნის გზას მიაგნეს. ეს არის ტექნოლოგიის სახეობა, რომელმაც შესაძლოა ტელეფონის ბატარეები ჩაანაცვლოს და სულ რამდენიმე წამში დაიტენოს. სუპერკონდენსატორებს თანამედროვე ტექნოლოგიებში უდიდესი პოტენციალი აქვს. თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ მას არ შეუძლია იმდენი ენერგიის შენახვა, რამდენიც ბატარეებს, მაგრამ წარმოების ახალმა ტექნიკამ შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს. „თუ ბატარეები ამ სუპერკონდენსატორებით ჩანაცვლდება, შესაძლოა თქვენი სმარტფონი სულ რამდენიმე წამში დატენოთ და შემდეგი ერთი კვირის მანძილზე დამუხტვა აღარ დაგჭირდეთ“, — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტიდან, ნიტინ ჩუდჰარი. ამ ეტაპისათვის, სუპერკონდენსატორი, რომელსაც იმდენივე ენერგიის შენახვა შეეძლება, რამდენიც ლითიუმ-იონის ბატარეას, ფიზიკური ზომებით იმაზე უფრო დიდი იქნება, ვიდრე სტანდარტული ტელეფონი მოითხოვს. თუმცა, მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი — სუპერკონდენსატორზე ორგანზომილებიანი მატერიალების მიბმის გზით, მათ შექმნეს ბევრად პატარა, მსუბუქი და უფრო მოქნილი სუპერკონდენსატორი, რომელსაც გაცილებით მეტი ენერგიის შენახვის შესაძლებლობა აქვს. ეს სუპერკონდენსატორები გადაჭრის ძველი ტელეფონების უფრო სწრაფად „სიკვდილის“ პრობლემასაც, როდესაც 18 თვის შემდეგ, ტელეფონის ბატარეა დეგრადირდება და სულ უფრო ხშირად სჭირდება დატენვა. ლითიუმ-იონის ამჟამინდელი ბატარეები დეგრადაციას როგორც წესი, 1500 დატენვის შემდეგ განიცდის, თუმცა ახალი სუპერკონდენსატორების მდგომარეობა გაუარესებას მხოლოდ 30 000 დატენვის შემდეგ დაიწყებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მკვლევრებმა სუპერკონდენსატორების გაძლიერება ნანომატერიალების საშუალებით სცადეს — მსგავსი კვლევები უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. მაგრამ წარსულში, მკვლევართა მთავარი პრობლემა მატერიალების ეფექტურად შერწყმა იყო. მკვლევარმა ერიკ ჯანგმა და მისგა ჯგუფმა, სუპერკონდენსატორისა და ეფექტიანობის გამაძლიერებელი ორგანზომილებიანი მატერიალების ინტეგრაციისათვის, ქიმიური სინთეზის მეთოდი გამოიყენეს. ამ ტექნიკის გამოყენებით, ახალი სუპერკონდენსატორები შედგება მილიონობით ნანომეტრული გამტარისგან, რომლებიც დაფარულია ორგანზომილებიან მატერიალთა საფარით. „ჩვენი გამოგონება კომრეციალიზაციისათვის ჯერჯერობით მზად არ არის, თუმცა ჩვენი კვლევები გვიჩვენებს, რომ მას ძალიან მაღალი ზემოქმედება ექნება მრავალ ტექნოლოგიაზე“, — ამბობს ჯანგი.
მომზადებულია ScienceDaily-სა და ScienceAlert-ის მიხედვით დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
შექმნილია ახალი ალგორითმი, რომელიც თქვენს ფოტოებს გადაღებამდე დაამუშავებს
Google-ისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ი
წაკითხვა
როგორ გავზარდოთ სმარტფონის ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა - საუკეთესო რჩევები პროფესორისგან
ალბათ ყველა ჩვენგანს, მობილური ტელეფონის
წაკითხვა
ჰავაიზე მოქალაქეებს ქუჩაზე გადასვლისას მობილურში ჩახედვის გამო დააჯარიმებენ
ჰავაიზე მოქალაქეებს ქუჩაზე გადასვლისას მობილურში ჩახედვა ამიერიდან ძვირად დაუჯდებათ. ახალი კანონი ძალაში ოქტომბრიდან შევა. როგორც მისი ავტორები ამბობენ, ამ გზით, ტრავმების რიცხვი საგრძნობლად
წაკითხვა
ახალი მასალა, რომელიც თქვენს სმარტფონებსა და ელექტრომობილებს წამებში დატენის
დროის გამონახვა, შეერთება და დატენვა შესა
წაკითხვა
მობილური ტელეფონი ბატარეის გარეშე, რომელიც რადიოსიგნალებზე იმუშავებს
თანამედროვე სმარტფონებს და ზოგადად, მობილ
წაკითხვა
სმარტფონების ფუნქციები, რომლებიც ჯერ არ გამოგიყენებიათ
წაკითხვა
2018 წლიდან მობილურების დატენვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი
მომავალი წლიდან სმარტფონების ბატარეების დატენვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ სტატ
წაკითხვა
სენაკელი მოსწავლეების გამოგონება - მერვე კლასის მოსწავლეები NASA-ს ცენტრში მიემგზავრებიან
ქართველი ახალგაზრდა გამომგონებლების წარმატება. სტიქიის დროს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით შექმნილი ხელსაწყო,
წაკითხვა
|