საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/143028.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

4602

6000 წლის წინ, საჰარის უდაბნოს ადგილას ტროპიკები იყო - რა მოხდა შემდეგ?

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-12-01 23:19:00

არც თუ ისე შორეულ წარსულში, 6000 წლის წინ, საჰარის ვრცელი უდაბნო მცენარეულობით იყო დაფარული, უხვად მოდიოდა ნალექიც, თუმცა, მსოფლიო ამინდის უეცარმა ცვლილებამ მცენარეულობით დაფარული რეგიონი დედამიწის ერთ-ერთ უმშრალეს ადგილად აქცია. ტეხასის  A&M უნივერსიტეტის მკვლევრები აქტიურად ცდილობენ გაარკვიონ კლიმატის ასეთი ტრანსფორმაციის მიზეზები. 

ატმოსფერული მეცნიერებების ასოცირებულმა პროფესორმა რობერტ კორტიმ და მისმა კოლეგამ იელის უნივერსიტეტიდან, უილიამ ბუსმა თავიანთი ნაშრომი Nature Geoscience-ში გამოაქვეყნეს.

ორმა მკვლევარმა ჰოლოცენის ეპოქის ნალექების ნიმუშები შეადარეს ამჟამინდელ ინტერტროპიკული, გარდამავალი ზონის ნიმუშებს; ამ რეგიონისათვის დღეს დამახასიათებელია ხშირი ტროპიკული წვიმები. კომპიუტერული მოდელებისა და სხვა მონაცემების გამოყენებით, მკვლევრებმა მიაგნეს კავშირებს ათასობით წლის წინანდელ ნალექთა ნიმუშებთან.

„ტროპიკული წვიმის ზონები მიბმულია იმ ყველაფერთან, რაც დანარჩენ მსოფლიოში ხდება ჰედლის ცირკულაციის გზით, თუმცა ამ მეთოდით ცვლილებების წინასწარმეტყველება შეუძლებელია,  რადგან მოვლენათა ჯაჭვი საკმაოდ კომპლექსურია. თუმცა ეს ნამდვილად არის მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯი“, — განმარტავს კორტი. 

ჰედლის ცირკულაცია ტროპიკული ატმოსფერული ცირკულაციაა, რომელიც ეკვატორთან ახლოს მიმდინარეობს. იგი დაკავშირებულია სუბტროპიკულ ქარებთან, ტროპიკულ წვიმის ზონებთან, გავლენას ახდენს მკაცრი შტრომების პოზიციაზე, ქარიშხლებზე და ჰაერის ნაკადებზე. სუბტროპიკებში გადასვლის შემდეგ, იგი უდაბნოს მსგავს პირობებს წარმოშობს. დედამიწის მშრალი რეგიონების უმეტესობა მდებარეობს ჰედლის ცირკულაციის დაღმასვლის ქვეშ მოქცეულ არეალებში.

„დანამდვილებით ვიცით, რომ ის ტერიტორია, სადაც ახლა საჰარის უდაბნოა განფენილი, 6000 წლის წინ წვიმიანი ადგილი იყო“, — ამბობს კორტი.  

„საიდუმლოებითაა მოცული თუ როგორ გადაადგილდა ტროპიკული წვიმის ზონა ეკვატორიდან ასე შორს, ჩრდილოეთით. ჩვენი აღმოჩენები აჩვენებს, რომ პლანეტის გარკვეულ ადგილში, ნალექებს დიდი მიგრაცია შეუძლია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად ზონა დიდად არ გადაადგილდება სხვაგან“.

კორტის სჯერა, რომ კვლევის შედეგად მიღებულმა მონაცემებმა შესაძლოა უზრუნველყოს უკეთესი გზები მსოფლიოში ნალექების სქემის სამომავლო ქცევის განსაზღვრისთვის.

„მივედით დასკვნამდე, რომ დედამიწის ორბიტის ცვლილებები, რის გამოც 6000 წლის წინ ნალექებმა აფრიკაში ჩრდილოეთით წაინაცვლა, არ იყო საკმარისი, რათა შეენარჩუნებინა წვიმის მოცულობა დღევანდელი საჰარის უდაბნოს ტერიტორიაზე“, — ამბობს რობერტ კორტი.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ნახშირორჟანგის დონემ ბოლო 3 მლნ წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
ნახშირორჟანგის დონემ ბოლო 3 მლნ წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
ატმოსფერული ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციამ დედამიწაზე უკვე მიაღწია ზღურბლს, რომელიც პლანე
წაკითხვა
„გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მიმართ საქართველოს ეროვნული შეტყობინების“ შესახებ შეხვედრა გაიმართა
„გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მიმართ საქართველოს ეროვნული შეტყობინების“ შესახებ შეხვედრა გაიმართა
პროექტის „გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს ეროვნული შეტყობინების“ შესახებ პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. &
წაკითხვა
აშშ-მა პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან გასვლის ოფიციალური პროცედურა დაიწყო
აშშ-მა პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან გასვლის ოფიციალური პროცედურა დაიწყო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან გასვლის ოფიციალური პროცედურა დაიწყო. 
წაკითხვა
აშშ-მა პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან გასვლის პროცედურა დაიწყო
აშშ-მა პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან გასვლის პროცედურა დაიწყო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარიზის კლიმატის ცვლილების 
წაკითხვა
 მაკრონი და შვარცნეგერი ტრამპის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის წინააღმდეგ
მაკრონი და შვარცნეგერი ტრამპის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის წინააღმდეგ
საფრანგეთის პრეზიდენტი და ჰოლივუდის ვარსკვლავი არნოლდ შვარცნეგერი 
წაკითხვა
არნოლდ შვარცნეგერი ტრამპს დაუპირისპირდა
არნოლდ შვარცნეგერი ტრამპს დაუპირისპირდა
მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი მიიჩნევს, რომ „პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან” გა
წაკითხვა
პუტინი პარიზის შეთანხმებაზე - Don't worry, be happy
პუტინი პარიზის შეთანხმებაზე - Don't worry, be happy
„არ ინერვიულოთ, იყავით ბედნიერები“, - ამი
წაკითხვა
პარიზის კლიმატური ცვლილებების შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლას მსოფლიოს ლიდერები ეხმაურებიან
პარიზის კლიმატური ცვლილებების შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლას მსოფლიოს ლიდერები ეხმაურებიან
შეერთებული შტატების პარიზის კლიმატური ცვლილებების შეთანხმებიდან გასვლას მსოფლიო სლიდერების გამოხმაურება მოჰყვა.
წაკითხვა