| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/148064.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ავსტრალიის მეგაფაუნა ადამიანებმა გაანადგურეს და არა კლიმატის ცვლილებამმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-22 21:46:00
როგორც ახალი მტკიცებულებები მიუთითებს, ერთ-ერთი უდიდესი და გასაოცარი ქმნილებები, რომლებიც ერთ დროს ავსტრალიაში ბინადრობდნენ, დაახლოებით 45 000 წლის წინ ადამიანების და არა კლიმატის ცვლილების გამო ამოწყდნენ. ავსტრალიის მონაშისა და კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, სამხრეთ-დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროსთან, ინდოეთის ოკეანის დანალექები გაბურღა და ე. წ. კერნის ნიმუში აიღო, რათა კონტინენტზე წარსულში არსებული კლიმატი და ეკოსისტემა აღდგენა. ეს ქანები შეიცავს გადარეცხილ და ოკეანეში ჩატანილ ნივთიერებათა ფენებს, მათ შორის მტვერს, ყვავილების მტვერს, სოკო Sporormiella-ს მტვერსა და სპორებს, რომელიც ბალახისმჭამელ ძუძუმწოვართა ექსკერემნტებში იზრდებოდა, — აღნიშნავს კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის პროფესორი გიფორდ მილერი. მილერის განცხადებით, დანალექების ამ ნიმუშმა მეცნიერებს დროში უკან დაბრუნების შესაძლებლობა მისცა, ამ შემთხვევაში 150 000 წლით უკან. ბალახისმჭამელ ძუძუმწოვართა ექსკერემნტები სავსე აღმოჩნდა სოკოს სპორებით, ძირითადად 150 000 წლის წინანდელი შრეებიდან 45 000 წლის წინანდელ შრეებამდე, როდესაც ისინი მოულოდნელად ამოწყდნენ. „ამ სპორების სიუხვე კარგი მტკიცებულებაა მრავალი დიდი ძუძუმწოვრისა, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ ავსტრალიის მიწაზე 45 000 წლის წინ დააბიჯებდნენ. ამის შემდეგ, სულ რამდენიმე ათასწლეულში, მეგაფაუნათა პოპულაცია განადგურდა“, — ამბობს მილერი. კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა. 50 000 წლის წინანდელი ავსტრალიის მეგაფაუნის კოლექცია მოიცავს 450-კილოგრამიან კენგურუებს, 2-ტონიან ვომბატებს, 8-მეტრიან ხვლიკებს, 180-კილოგრამიან უფრთო ფრინველებს, 135-კილოგრამიან ჩანთოსან ლომებსა და მსუბუქი მანქანის ზომის კუებს. ავსტრალიის იმ ძუძუმწოვართა, ფრინველთა და რეპტილიათა 85%, რომლებიც 45 კგ-ზე მეტს იწონიდა, კონტინენტზე პირველი ადამიანის გამოჩენიდან სულ მცირე ხანში ამოწყდა, — ამბობს პროფესორი მილერი. როგორც ოკეანის დანალექებიდან აღებული ნიმუშები აჩვენებს, სამხრეთ-დასავლეთი ავსტრალია კონტინენტის ის ერთ-ერთი რეგიონი ყოფილა, რომელიც 45 000 წლის წინ უღრანი ტყეებით იყო დაფარული, შესაბამისად, ბიომრავალფეროვნებით მეტად გამორჩეული. „ამ რეგიონში კონტინენტზე ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე პირველი კვალი შეიმჩნევა; ჩვენი ვარაუდით, იქ ძალიან ბევრი ცხოველი უნდა ყოფილიყო გავრცელებული. ხეებისა და ბუჩქების განსაკუთრებული სიუხვის გამო, ეს უნდა ყოფილიყო მათი ერთ-ერთი უკანასკნელი თავშესაფარი 45 000 წლის წინ. მეგაფაუნის გადაშენების პერიოდისთვის, კლიმატის რაიმე განსაკუთრებული ცვლილების მტკიცებულება არ არსებობს“, — აცხადებს მილერი. ავსტრალიის მეგაფაუნის ამოწყდომის მიზეზებზე მეცნიერები უკვე ათწლეულებია კამათობენ. ზოგიერთი მათგანის აზრით, ცხოველებმა კლიმატის ცვლილებას ვერ გაუძლეს, მათ შორის 70 000 წლის წინ მომხდარ მოვლენებს, როდესაც სამხრეთ-დასავლეთ ავსტრალიის ევკალიპტის ტყეებიანი გარემო შეიცვალა მშრალი, მეჩხერი მცენარეულობის ლანდშაფტით. მილერის განცხადებით, ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ცხოველების გადაშენება გამოიწვია დაახლოებით 50 000 წლის წინ, ავსტრალიის ადრეულ იმიგრანტთა მიერ გაჩაღებულმა ნადირობამ ან ზედმეტი ნადირობისა და კლიმატის ცვლილების კომბინაციამ. მილერის თქმით, გადაშენების მიზეზი შესაძლოა გახდა „შეუმჩნეველი, მასობრივი ჟლეტა“. როგორც ავსტალიელ მკვლევართა 2006 წლის კვლევა მიუთითებს, დაბალი ინტენსიურობის ნადირობაც კი ავსტრალიურ მეგაფაუნაზე შესაძლოა კატასტროფულად ასახულიყო — ყოველ ათწლეულში ერთი ადამიანის მიერ ერთი ძუძუმწოვრის მოკვლას მთლიანი სახეობის გადაშენება რამდენიმე ასწლეულში შეეძლო. „ამ კვლევის შედეგები ძალიან დიდ ინტერესს იწვევს არქეოლოგიურ და დედამიწის მეცნიერებათა საზოგადოებებში, ზოგადად ყველა ადამიანში, ვინც დაინტერესებულია ამჟამად უკვე ამომწყდარი, გიგანტური ცხოველებით, რომლებიც ერთ დროს ჩვენს პლანეტაზე დააბიჯებდნენ. ხშირ შემთხვევაში, მათი გადაშენების მიზეზი ჩვენი, ადამიანის სახეობაა, რომელმაც დედამიწის შეუპოვარი კოლონიზაცია დაიწყო“, — ამბობს კვლევის ავტორი, მონაშის უნივერსიტეტის პროფესორი სანდერ ვან დერ კაარსი. 2016 წელს, მილერმა იპოვა 180-კილოგრამიანი ფრინველის, გენიორნისის კვერცხის დამწვარი ნაჭუჭები, პირველი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანები მართლაც ნადირობდნენ ავსტრალიის მეგაფაუნაზე. კვლევა ნაწილობრივ დააფინანსეს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და გერმანულმა კვლევითმა ფონდმა. მომზადებულია phys.org-ის მიხედვით დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პრიმატების უმრავლეს სახეობას გადაშენება ემუქრება
პრიმატებს ადამიანი საუკეთესოდ იცნობს. ყვე
წაკითხვა
მეცნიერები 50 წლის წინ გადაშენებული კასპიური ვეფხვის სახეობის აღდგენას აპირებენ
კასპიური ვეფხვები ერთ-ერთი უდიდესი კატები იყვნენ, რომელთაც ოდესმე უარსებიათ დედამიწაზე, თუმცა
წაკითხვა
დინოზავრები შესაძლოა იმაზე ნელა და მტანჯველად ამოწყდნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა
66 მილიონი წლის წინ, ყინვამ და უეცრად გაჩ
წაკითხვა
ჟირაფები წითელ ნუსხაში - სახეობა „ჩუმ გადაშენებას“ განიცდის
პლანეტის ყველაზე მაღალი ცხოველების ოდენობ
წაკითხვა
ფრინველთა 200 სახეობას გადაშენება ემუქრება
გადაშენების პირას მყოფ სახეობათა ერთ-ერთი
წაკითხვა
აღმოაჩინეს უიშვიათესი ყვავილები, რომელთა ადგილმდებარეობასაც ბოტანიკოსები ასაიდუმლოებენ
კალიფრონიელი მეცნიერების განცხადებით, ცოტა ხნის წინ, დიაბლოს მთასთან, მათ აღმოაჩინეს ნახევარი
წაკითხვა
გიგანტური პანდა გადაშენების პირას მყოფთა სიიდან ამოიღეს
დღეიდან, გიგანტური პანდა გადაშენების პირას მყოფ სახეობად ოფიციალურად აღარ ითვლება, ცხოველმა „
წაკითხვა
|