საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
9337

„თუ გიყვარს - გაუშვი“ - ბრედ პიტის პირველი ინტერვიუ ანჯელინასთან განშორების შემდეგ

გამოქვეყნებულია 2017-05-05 17:14:00

53 წლის ჰოლივუდელი მსახიობი ბრედ პიტი ამერიკული GQ-ის გაზაფხული-ზაფხულის გამოცემის გარეკანს დაამშვენებს. მსახიობი ერთდროულად ჟურნალის სამ ნომრის ყდის მთავარი გმირი იქნება. ანჯელინა ჯოლისთან განშორების შემდეგ ეს ბრედ პიტის პირველი გულახდილი ინტერვიუა. 

მსახიობი გულახდილად საუბრობს ჯოლისთან განშორებაზე და საკუთარ თავს ბევრ რამეში სდებს ბრალს. ის ყოველივეს სასმელზე დამოკიდებულებას აბრალებს და ამბობს, რომ ჯოლიმ ამას ვერ გაუძლო. იხსენებს იმ დღეებსაც, როცა ნარკოდამოკიდებული იყო.

ბრედ პიტსა და ჟურნალის რედაქტორს, რაიან მაკგინლის შორის შეხვედრა ლოს-ანჯელესში, მსახიობის 1994 წელს აშენებულ სახლში შედგა.

"ამ სახლში ქაოსი და სიგიჟე სუფევდა, ყველა მხრიდან ისმოდა ხმები, ახლა კი ყველა დღე, როგორც ხედავ... ხელოვანისაა, ძალიან ჩუმი. არ ვიცი, მე, უბრალოდ, მუდმივად მჭირდება რაღაცის შექმნა. თუ არ ვმუშაობ, რაღაცით აუცილებლად მჭირდება დაკავება. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, მთელ დღეებს ჩემს მოქანდაკე მეგობართან ვატარებდი სტუდიაში. 10 წლის განმავლობაში ვოცნებობდი, ამ საქმეში თავი მეცადა და, აი, შანსიც გამოჩნდა.

ბრედ პიტის თქმით, წარსულს ჩაბარდა ის დღეები, როცა მსახიობი წამალდამოკიდებული იყო.

„წარსულს ჩაბარდა დღეები, როცა ნარკოდამოკიდებული ვიყავი, როცა ნარკომანი ხარ, სულელური იდეები გებადება. ღვინო ძალიან მიყვარს, თუმცა ასე ცხოვრება აღარ მინდა. ყოველივე წვენებითა და მინერალური წყლით ჩავანაცვლე“.




ანჯელინასთან დაშორების პერიოდს ბრედი სისუსტისა და წარუმატებლობის ეტაპს უწოდებს.

„ჩემი პირველი სურვილი ამ ურთიერთობის შენარჩუნება იყო, მაგრამ შემდეგ ცნობილი სიტყვები გამახსენდა: „თუ გიყვარს - გაუშვი“. ახლა ვიცი ეს რას ნიშნავს. ეს ნიშნავს გიყვარდეს მისაკუთრების გარეშე და სანაცვლოდ არაფერი გსურდეს“ - ჰყვება ბრედი.


​ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ურთიერთობა ახლა ფორმალურია და ძირითადად ბავშვების მონახულების თემას ეხება. ბრედის თქმით, მას არ სურს დაშორების შემდეგ ანჯელინა ჯოლის მტრად იქცეს. 

"​მე 53 წლის ვარ და ახლა ვიწყებ ამ ყველაფრის გავლას. მგონია, რომ საკმარისად ძლიერი ვარ იმისთვის, რომ ასეთ რამეებს გავუმკლავდე. მახსოვს, 2-წელიწადნახევრის წინ ვიღაც მსგავს სკანდალში იყო გახვეული და მაშინ გავიფიქრე: "მადლობა ღმერთს, რომ მე არასდროს გავხდები, რაღაც ასეთის ნაწილი."




















წყარო: GQ

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ორწლიანი პაუზის შემდეგ, ჰოლივუდის ვარკვლავი ანჯელინა ჯოლი სამსახიობო კარიერას უბრუნდება
ორწლიანი პაუზის შემდეგ, ჰოლივუდის ვარკვლავი ანჯელინა ჯოლი სამსახიობო კარიერას უბრუნდება
ორწლიანი პაუზის შემდეგ, ჰოლივუდის ვარკვლავი და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და სექსუალურ ქალად აღიარებული ანჯელინა ჯოლი სამსახიობი კარიერ
წაკითხვა
კინოსტუდია Walt Disney ფილმ „მალეფისენტის“ მეორე ნაწილის გადაღებას გეგმავს
კინოსტუდია Walt Disney ფილმ „მალეფისენტის“ მეორე ნაწილის გადაღებას გეგმავს
წარმატებული პირველი ნაწილის შემდეგ, „დისნ
წაკითხვა
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შესაძლოა, შერიგდნენ
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შესაძლოა, შერიგდნენ
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შესაძლოა შერიგდნენ. ამის შესახებ უცხოურ ტაბლოიდებთან ჯოლის მეგობრე
წაკითხვა
ანჯელინა ჯოლიმ Vanity Fair-ისთვის გადაღებულ ფოტოში ჯაბა დიასამიძის ქუდი მოირგო
ანჯელინა ჯოლიმ Vanity Fair-ისთვის გადაღებულ ფოტოში ჯაბა დიასამიძის ქუდი მოირგო
ანჯელინა ჯოლიმ ცნობილი ამერიკული ჟურნალისთვის Vanity Fair გადაღებულ ფოტოში ქართველი დიზაინერის, ჯაბა დიასამიძის ქუდი მოირგო. 
წაკითხვა
ანჯელინა ჯოლი - ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა
ანჯელინა ჯოლი - ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა
ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი აცხადებს, რომ ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ, მას ჯანმ
წაკითხვა
როგორ შეძლო ბრედ პიტმა შელახული რეპუტაციის აღდგენა ერთი ინტერვიუთი - BBC
როგორ შეძლო ბრედ პიტმა შელახული რეპუტაციის აღდგენა ერთი ინტერვიუთი - BBC
ჰოლივუდის მსახიობმა ბრედ პიტმა ანჯელინა ჯ
წაკითხვა
ჯოლი და პიტი ზეითუნის ზეთს ყიდიან
ჯოლი და პიტი ზეითუნის ზეთს ყიდიან
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ყიდიან ზეითუნის ზეთს, რომელიც საფრანგეთში, მათ შატო მირავალში იწარ
წაკითხვა
ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე გაეროს ღონისძიებას დაესწრნენ
ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე გაეროს ღონისძიებას დაესწრნენ
ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე სერხიო ვიერა დე მილოს სახელობის ყოველწლიურ ღონისძიებას, საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრნენ. 
წაკითხვა