| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/162392.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 როგორი იქნება ადამიანი 1000 წლის შემდეგმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-25 20:39:00
ადამიანები ჯერ კიდევ ევოლუციის პროცესში არიან. რას გვიქადის ევოლუცია 1000 წლის შემდეგ? გასული 130 წლის განმავლობაში, ადამიანებმა მკვეთრად მოიმატეს სიმაღლეში. 1880 წლისთვის, ამერიკელი მამაკაცის საშუალო სიმაღლე 170 სმ იყო, დღეს კი 177 სმ. შესაძლოა კიდევ უფრო შევერწყათ მანქანურ მექანიზმებს, რომელთაც შეუძლიათ მეტად გააუმჯობესონ ჩვენი სმენა, მხედველობა, ჯანმრთელობა. ამჟამად არსებობს სმენისა თუ მხედველობის გამაუმჯობესებელი მრავალი მოწყობილობა. ორეგონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი მუშაობს ბიონიკური თვალის შექმნაზე, რომელიც უსინათლოებს მხედველობას დაუბრუნებს. შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ისეთი ტექნოლოგიაც, რომლის საშუალებითაც დავინახავთ რაღაც ისეთს, რაც ამჟამად ჩვენი თვალისთვის უხილავია — სინათლის სხვადასხა ენერგიები, მაგალითად ინფრაწითელი და რენტგენული გამოსხივება. ნამდვილად დადგება ის დღეც, როდესაც ადამიანებს არანაირი პროთეზი აღარ დასჭირდებათ. გარეგნობასთან ერთად, მიკროსკოპულ დონეზე შეიცვლება ჩვენი გენებიც, რაც ჩვენივე გადარჩენისაკენ იქნება მიმართული. მაგალითად, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს აივ-ინფიცირებული ბავშვები, რომლებიც სრულიად ჯანმრთელად ცხოვრობენ. როგორც ჩანს, მათმა ორგანიზმმა გამოიმუშავა აივ-ისგან თავდაცვა, რაც ვირუსს შიდსის სტადიაში გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევს. გარდა ამისა, გენების შესწორების ისეთი ხელსაწყოს საშუალებით, როგორიცაა CRISPR, თანდათანობით შესაძლოა სრულად გავაკონტროლოთ ჩვენი გენები და დნმ, რათა შევიქმნათ დაავადებებისაგან დამცავი იმუნიტეტი და უფრო მეტიც, შესაძლოა უკან დავხიოთ ასაკის მატებით გამოწვეული ეფექტები. ადამიანთა ევოლუციის კიდევ ერთი გზაა ზოგიერთი ჩვენგანის გადაბარგება მარსზე. წითელი პლანეტა 66%-ით უფრო ნაკლებ მზის სინათლეს იღებს, ვიდრე დედამიწა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს მარსზე განუვითარდებათ უფრო დიდი თვალის გუგები, რათა რაიმე დაინახონ. გარდა ამისა, მარსის გრავიტაცია დედამიწის მიზიდულობის მხოლოდ 38%-ს შეადგენს, რის გამოც, ადამიანთა ძვლები წითელ პლანეტაზე ბევრად უფრო დაგრძელდება, ვიდრე ეს დედამიწაზეა. თუმცა, მარსზე გადასახლება არაფერია იმასთან შედარებით, რა ცვლილებაც შეიძლება მოხდეს ადამიანთა ევოლუციაში უახლოესი 1000 წლის მანძილზე: უკვდავება. უკვდავებისაკენ მიმავალი გზა სავარაუდოდ აუცილებლად მოითხოვს ადამიანთა გონების ჩატვირთვას მანქანურ მექანიზმში. ამ დროისათვის, იტალიელი და ჩინელი მეცნიერები ცხოველებში ახორციელებენ თავის გადანერგვის პროცედურებს, რათა განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა ერთმა სხეულმა გონება გადასცეს მეორეს. მათი განცხადებით, შემდეგი დიდი ნაბიჯი იქნება თავების გადანერგვა ადამიანებში. რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ 1000 წელიწადში, რამდენადაც არ უნდა შევერწყათ მანქანურ მექანიზმებს ან თავად გავხდეთ ისინი, ერთი რამ ყოველთვის ცხადია: ადამიანის სახეობა ყოველთვის იცვლება, კიდევ უფრო სწრაფად ვცვლით დედამიწას და რაც უფრო სწრაფად შევძლებთ მშობლიური პლანეტის გარდა სხვა პლანეტის ათვისებასაც, ალბათ მით მეტი შანსი გვექნება თავი დავაღწიოთ გადაშენებას, რომელსაც მრავალი მეცნიერი წინასწარმეტყველებს.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უფლებადამცველთა მონაცემებით, რუსეთში 117 პოლიტპატიმარია
2017 წლის მონაცემებით, რუსეთში 117 პოლიტპატიმარია. შესაბამისი მონაცემები უფლებადამცველმა ცენტრმა „
წაკითხვა
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა 16:30 საათისთვის, დაარეგისტრირეს 2 საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა
16:30 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე დაარეგისტრირეს
წაკითხვა
საქმეზე „მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფოს ჯამში 50 000-მდე ევროს გადახდა დაეკისრა
საქმეზე „მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფოს ჯამში 50 000-მდე ევროს გადახდა დაეკისრა. 28 000 ევრო დავით მინდაძეს, ხოლო 16
წაკითხვა
საქართველო „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტს“ პირველად მასპინძლობს
საქართველო „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტს“ პირველად მასპინძლობს. პროფესორები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართ
წაკითხვა
ვინ გახდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან - ევროსაბჭოში კენჭისყრა მიმდინარეობს
ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი თუ ოთარ სი
წაკითხვა
საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე დღეს გამოვლინდება - რა მოლოდინია თბილისში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საბ
წაკითხვა
ლადო ჭანტურია - ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან წარდგენილ სამივე კანდიდატს თანაბარი შანსები აქვს
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან წარდგენილ სამივე კანდიდატს თანაბარი შანსები აქვს, - ამის შესახებ პირველ არხს მოსამართლეობის
წაკითხვა
მექსიკაში დამანგრეველმა მიწისძვრამ, ბოლო მონაცემებით, 248 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
მექსიკაში დამანგრეველმა მიწისძვრამ ბოლო მონაცემებით 248 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
წაკითხვა
|