საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
23438

საქორწილო ბეჭედი - მარცხენა თუ მარჯვენა ხელზე?

გიორგი ურუშაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-28 18:38:00

ტრადიციებს ჩვენს ცხოვრებაში დიდი ძალა აქვს. ხშირად მათ ისე მივდევთ, რომ არც ვუფიქრდებით, რა ისტორია იმალება კონკრეტული ტრადიციის უკან. საქორწილო ბეჭდის შემთხვევაშიც ასეა. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები მეორე ნახევარს ბეჭდის საშუალებით ნიშნავენ. 

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ქვეყნის ტრადიციებია, რიგ ქვეყნებში საქორწილო ბეჭედი მარცხენა ხელზე, ზოგან კი, პირიქით, მარჯვენა ხელზე თავსდება. 

ძველი რომაელებისა და ეგვიპტელების რწმენით, ბეჭდის თითს აქვს ნერვი ან ვენა, რომელიც პირდაპირ ადამიანის გულს უკავშირდება. სწორედ ამიტომ მათ ამ თითს სპეციალური სახელი - "სიყვარულის ვენა" დაარქვეს. თუ ადამიანი თითზე საქორწილო ბეჭედს გაიკეთებდა, ეს ნიშნავდა, რომ მისი გული უკვე "დაპყრობილია". 

საქორწილო ბეჭედი მარჯვენა ხელზე - ისტორია, ქვეყნები, ჩვეულება


ძველი რომაელები პირველები იყვნენ, რომლებიც საქორწილო ბეჭედს მარჯვენა ხელზე ატარებდნენ. მათი რწმენით, მარცხენა ხელი უბედურებისა და არასტაბილურობის მომტანი იყო.

ინდოელები დიდი ხნის განმავლობაში საქორწილო ბეჭედს მარჯვენა ხელზე იკეთებდნენ. მათი რწმენით, მარცხენა ხელი ურთიერთობებისათვის არასანდო იყო. თუმცა, დღეს ინდოელები ამ ტრადიციას ყურადღებას აღარ აქცევენ და საქორწილო ბეჭედს ნებისმიერ ხელზე იკეთებენ.

გერმანიასა და ნიდერლანდებში ნიშნობის ბეჭედს მარცხენა ხელზე ატარებდნენ, თუმცა საქორწილო ბეჭედს უკვე მარჯვენა ხელზე. ეს მათი სოციალური სტატუსის შეცვლის მანიშნებელი იყო. 

ქვეყნები, სადაც საქორწილო ბეჭედს მარჯვენა ხელზე ატარებენ: ნორვეგია, დანია, ავსტრია, პოლონეთი, ბულგარეთი, რუსეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ბელგია, საქართველო, სერბეთი, უკრაინა, საბერძნეთი, ლატვია, უნგრეთი, კოლუმბია, კუბა, პერუ, ვენესუელა.


საქორწილო ბეჭედი მარცხენა ხელზე - ისტორია, ქვეყნები, ჩვეულება​


​საქორწილო ბეჭდის მარცხენა ხელზე ტარების ტრადიცია შედარებით ახალია და ის მე-18 საუკუნიდან მოდის. ქვეყნების ნაწილმა, რომელშიც ახლა საქორწილო ბეჭედს მარცხენა ხელზე ატარებენ, როგორც წესი, ტრადიცია შეცვალეს და ბეჭედი მარჯვენა ხელიდან მარცხენაზე გადაიტანეს. 

ლიბიაში, თურქეთში, სირიასა და ბრაზილიაში საქორწილო ბეჭედს ქორწინებამდე მარჯვენა ხელზე, ხოლო ქორწინების შემდეგ მარცხენა ხელზე ატარებენ. 

​ქვეყნები, სადაც საქორწილო ბეჭედს მარცხენა ხელზე ატარებენ: ​ავსტრალია, კანადა, ეგვიპტე, ირლანდია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, იტალია, შვედეთი, ფინეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, შვეიცარია, რუმინეთი, სლოვაკეთი, ხორვატია და აზიური ქვეყნების უმრავლესობა.

თუმცა, თუ თქვენ არ მიყვებით ტრადიციებს, მნიშვნელობა არ აქვს რომელ ხელზე გაიკეთებთ საქორწილო ბეჭედს, ეს უკვე თქვენი პერსონალური გადაწყვეტილებაა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ტრადიციები, რომლებიც ყურბან ბაირამის დღესასწაულს უკავშირდება - „მოამბის“ რეპორტაჟი ხულოდან
ტრადიციები, რომლებიც ყურბან ბაირამის დღესასწაულს უკავშირდება - „მოამბის“ რეპორტაჟი ხულოდან
და ახლა ტრადიციები, რომლებიც მუსლიმთა ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულს უკავშირდება. ,,მოამბის” გადამღები ჯგუფი მაღალმთიან აჭარაში-ხულოს რაიონში ჩ
წაკითხვა
სააღდგომო ტრადიციები და სამზადისი - რატომ ღებავენ მორწმუნეები კვერცხებს წითლად და რა დატვირთვა აქვს პასქას
სააღდგომო ტრადიციები და სამზადისი - რატომ ღებავენ მორწმუნეები კვერცხებს წითლად და რა დატვირთვა აქვს პასქას
სააღდგომო ტრადიციები - დღესასწაულის დადგომამდე მორწმუნეთა ოჯახებში სამზადისია. წითელი კვერცხი, პასქა და მწვანე ჯეჯილი. შეუცვლელი სიმბოლოები
წაკითხვა
როგორ ესალმებიან ადამიანები ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყანაში
როგორ ესალმებიან ადამიანები ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყანაში
წაკითხვა
როგორია საახალწლო ტრადიციები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში
როგორია საახალწლო ტრადიციები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში
"მოამბის"ორმა ჟურნალისტმა განსაკუთრებული ახალი წელი დაგეგმა. სახალისო თამაშის შემდეგ ვიკა ბუკიამ აღმოსავლეთი, მარიამ მენაბდემ კი
წაკითხვა
ახალ წელთან დაკავშირებული ტრადიციები - მაღალმთიანი სოფლები
ახალ წელთან დაკავშირებული ტრადიციები - მაღალმთიანი სოფლები "მოამბის" ობიექტივში
ახალ წელთან დაკავშირებული ტრადიციები, რომლებიც არასდროს ირღვევა. 2017 წელს  ყველა რეგიონი საკუთარი წეს-ჩვეულებების დაცვით ხვდება. 
წაკითხვა
ქართველები ირანში -
ქართველები ირანში - "მოამბის" რეპორტაჟი ფერეიდნიდან
სამშობლოდან საუკუნეების წინ გადასახლებული ქართველები, რომლებიც ტრადიციებს დღემდე ინარჩუნებენ -"მოამბის"
წაკითხვა