საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/164670.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

14993

100 მლნ წლის წინ ქარვაში ჩაჭედილი ფრინველი - საოცარი აღმოჩენა მიანმარში

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-06-10 18:52:00

მეცნიერებმა მიანმარში აღმოაჩინეს უნიკალური ნიმუში, რომლის წყალობითაც შესაძლებლობა გვაქვს თვალი შევავლოთ 100 მილიონი წლის წინანდელ სიცოცხლეს — ქარვის ნაჭერი, რომელიც შეიცავს ახლადგამოჩეკილი უძველესი ფრინველის საოცრად კარგად შენახულ ნაშთებს. 

ქარვის შიგნით კარგად ჩანს ფრინველის თავი, კუდი და კისერი, მაგრამ ყველაზე უფრო დიდი საოცრებაა ფრთები და ფეხები. ხის წებოვბანი წვენის წყალობით, ბრწყინვალედაა შენახული ფრინველის ბუმბულები, ხორცი და ბრჭყალები. შედეგად, კარგი შესაძლებლობა გვაქვს უკეთესად შევისწავლოთ პრეისტორიული სახეობის გადაშენებული ჯგუფი, რომელსაც „საპირისპირო ფრინველებს“ უწოდებენ. 

„ეს გახლავთ ყველაზე სრული და დეტალური ხედი მათ შორის, რაც კი ოდესმე გვქონია. რაღაცის ასე სრულად ხილვა განსაცვიფრებელია, უბრალოდ წარმოუდგენელია“, — უთხრა New Scientist-ს აღმომჩენი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა რაიან მაკკელარმა.  

მკვლევართა ვარაუდით, პატარა ფრინველი გამოჩეკვიდან სულ მალე ჩავარდა წიწვოვანი ხეების წვენით სავსე გუბურაში  და გუდრონის მსგავს სითხეში ჩაიჭედა.  

მიუხედავად იმისა, რომ ეს აღმოჩენა უმნიშვნელოვანეს ცნობებს შეიცავს პრეისტორიული სამყაროს შესახებ, მეცნიერები ჯერ ბოლომდე დარწმუნებულნი არ არიან თუ ზუსტად რა ქიმიურმა პროცესებმა გახადა შესაძლებელი ქარვაში ასე კარგად განმარხება. 

ხის წებოვან წვენში ცხოველის ჩავარდნის შემდეგ, სითხე გამაგრებას იწყებს და თუ წნევისა და ტემპერატურის შესაფერისი პირობებიც ხელს უწყობს, თანდათანობით ის ნახევრად გაქვავებულ სუბსტანციად გადაიქცევა, რასაც კოპალს უწოდებენ. 

„ამ პროცესის სიჩქარე ძლიერაა დამოკიდებული გარემო პირობებზე“, — განუმარტა The Washington Post-ს ბრაიან პალმერმა. 

„მეცნიერები ვერ თანხმდებიან თუ როდის ხდება წებოვანი წვენი ოფიციალურად კოპალი ან თავად კოპალი როდის იქცევა ქარვად. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ქარვა სულ მცირე 2 მილიონი წლის უნდა იყოს, მაგრამ ეს დრო მაინც შემთხვევითობაზეა დამოკიდებული“. 

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ახალივით გამოიყურება, ქარვაში მოთავსებული ფრინველის ხორცი სავარაუდოდ სუფთა ნახშირბადადაა დაშლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დნმ დიდი ხნის დაკარგული უნდა იყოს. 

თუმცა, ამ ეგზემპლარისგან  ვიგებთ, რომ სავარაუდოდ, ის ე. წ. საპირისპირო ფრინველებს ანუ ენანციორნიტებს მიეკუთვნებოდა — პრეისტორიულ ფრინველთა ჯგუფს, რომლებიც იმავე დროს ჩამოყალიბდნენ, როცა თანამედროვე ფრინველთა წინაპრები, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო, არამფრინავ დინოზავრებთან ერთად გადაშენდნენ. 

„საპირისპირო ფრინველები გარეგნულად თანამედროვე ფრინველებს წააგავდნენ, მაგრამ ჰქონდათ მხრების სახსრების ფოსო-ბურთულიანი შეერთება, თანამედროვე ფრინველებს კი ბურთულა-ფოსოს ტიპის სახსრები აქვთ; აქედან მომდინარეობს ამ პრეისტორიულ ფრინველთა სახელიც“, — წერს გამოცემა New Scientist-ი. 

გარდა ამისა, მათ ფრთებზე ბრჭყალები ჰქონდათ, ნისკარტის ნაცვლად კი უფრო ყბები და კბილები, მაგრამ იმ დროისათვის, როდესაც ეს წიწილა გამოიჩეკა, ნისკარტი განვითარებული ჯერ არც თანამედროვე ფრინველთა წინაპრებს ჰქონდათ. 

აღსანიშნავია, რომ შარშან, მიანმარში აღმოაჩინეს ქარვის კიდევ ერთი ნატეხი, რომელშიც პატარა დინოზვარის ბუმბულებიანი კუდი იყო ჩაჭედილი

კვლევა Gondwana Research-ში გამოქვეყნდა. 












მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ინდოეთში 150 მლნ წლის წინანდელი ზღვის მონსტრის ნამარხი აღმოაჩინეს
ინდოეთში 150 მლნ წლის წინანდელი ზღვის მონსტრის ნამარხი აღმოაჩინეს
ინდოელმა მკვლევრებმა 150 მილიონი წლის წინ
წაკითხვა
გადაშენებული მონსტრი ბაყაყი, რომელსაც დინოზავრების შეჭმა შეეძლო
გადაშენებული მონსტრი ბაყაყი, რომელსაც დინოზავრების შეჭმა შეეძლო
გიგანტური, პლაჟის ბურთის ზომის ბაყაყი, რო
წაკითხვა
აღმოჩენილია ქარვაში ჩაჭედილი უძველესი ვამპირი ჭიანჭველა მეტალის საცეცებით
აღმოჩენილია ქარვაში ჩაჭედილი უძველესი ვამპირი ჭიანჭველა მეტალის საცეცებით
მეცნიერებმა „ჯოჯოხეთის ჭიანჭველას“ ახალი
წაკითხვა
გოგი ალექსი-მესხიშვილის დიზაინის სკოლის შემაჯამებელი გამოფენა ქარვასლის საგამოფენო დარბაზში
გოგი ალექსი-მესხიშვილის დიზაინის სკოლის შემაჯამებელი გამოფენა ქარვასლის საგამოფენო დარბაზში
გოგი ალექსი-მესხიშვილის დიზაინის სკოლის შემაჯამებელი გამოფენა ქარვასლის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა. 
წაკითხვა
სპილოს ზომის ფრთიანი დინოზავრი, რომელიც ერთ დროს ჩინეთში ბინადრობდა - ახალი აღმოჩენა
სპილოს ზომის ფრთიანი დინოზავრი, რომელიც ერთ დროს ჩინეთში ბინადრობდა - ახალი აღმოჩენა
ცოტა ხნის წინ, ჩინეთში აღმოჩენილი დინოზავრის
წაკითხვა
ჩინეთში 70 მლნ წლის წინანდელი დინოზავრის კვერცხის ნამარხები აღმოაჩინეს
ჩინეთში 70 მლნ წლის წინანდელი დინოზავრის კვერცხის ნამარხები აღმოაჩინეს
სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, მშენებლობის დ
წაკითხვა
17 თებერვალს, ქარვასლაში ანკა კალატოზიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
17 თებერვალს, ქარვასლაში ანკა კალატოზიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
პირველი პერსონალური გამოფენა ხუთწლიანი ინტერვალის შემდეგ.  17 თებერვ
წაკითხვა
დინოზავრის 159 მლნ წლის ნამარხში შესაძლო რბილი ქსოვილის ნარჩენები აღმოაჩინეს
დინოზავრის 159 მლნ წლის ნამარხში შესაძლო რბილი ქსოვილის ნარჩენები აღმოაჩინეს
მკვლევართა აზრით, მათ შესაძლოა აღმოაჩინეს
წაკითხვა