საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
686

დავით რაქვიაშვილი - უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევაზე პრეზიდენტთან კონსულტაციები მიმდინარეობს

გურამ როგავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-06 14:29:00
უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევაზე საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციები მიმდინარეობს, - ამის შესახებ საზოგადოებრივს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა განუცხადა. 

„განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, რომელიც შეიძლება მთლიანად სახელმწიფომ გადადგას და შესაბამისად, შემდეგ ამაზე დაყრდნობით, აუცილებლობიდან და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას უშიშროების სხდომის დანიშვნაზე“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა

მისივე თქმით, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ამ საკითხზე იყოს ერთიანი, ეროვნული მიდგომა.

„რუსეთთან დაპირისპირებაში, ჩვენი ტერიტორიების ხელყოფასთან დაპირისპირებაში მთელი სახელმწიფო უნდა იყოს ერთიანი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავთვალოთ, რომ რადგან ბერშუეთის შემთხვევა ერთ-ერთი ეპიზოდია, ეს ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე მთლიანობაში. საქართველოს სახელმწიფო არცერთ ასეთ სურათს არ უნდა შეეგუოს“, - აღნიშნავს რაქვიაშვილი.

მისივე განმარტებით, მისასალმებელია, რომ საზოგადოებრივი აქტიურობა ამ საკითხზე არსებობს, თუმცა რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ უფრო უნდა გააქტიურდეს პარტნიორების ჩართულობა.

„საქართველოს პრობლემატიკა ცდება ქვეყნის გეოგრაფიულ საზღვრებს. ეს არის მთლიანად ევროპული და ცივილიზებული სამყაროს პრობლემა“, - აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივანი.

არასამთავრობოები ხელისუფლებას მცოცავ ანექსიასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს ფორმატში შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდებენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ოთხ სავაჭრო გემს მსოფლიოს ყველა პორტში შესვლა აუკრძალა
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ოთხ სავაჭრო გემს მსოფლიოს ყველა პორტში შესვლა აუკრძალა
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ოთხ სავაჭრო გემს მსოფლიოს ყველა პორტში შესვლა აუკრძალა. ხომალდები გაერო-ს სანქციების გვერდის ავლით ჩრდილოეთ კორეა
წაკითხვა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭო შეიკრიბა - რა საკითხები განიხილეს სხდომაზე
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭო შეიკრიბა - რა საკითხები განიხილეს სხდომაზე
პრემიერი, რამდენიმე მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ავლაბრის სასახლეში მივიდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდ
წაკითხვა
რა შედეგით დასრულდა უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
რა შედეგით დასრულდა უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
საგარეო მიმართულებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკითხებზე იმსჯლა უშიშროების საბჭომ. 
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განვიხილეთ
გიორგი მარგველაშვილი - უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განვიხილეთ
უშიშროების საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ დღის წესრიგში გათვალისწინებული ყველა საკითხი, განისაზღვ
წაკითხვა
ქვეყნის საგარეო მიმართულება და  თავდაცვისუნარიანობა - უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
ქვეყნის საგარეო მიმართულება და თავდაცვისუნარიანობა - უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - შეხვედრა სრული შემადგენლობით იმართება. 
წაკითხვა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭო სრული შემადგენლობით შეიკრიბა (ფოტოები)
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭო სრული შემადგენლობით შეიკრიბა (ფოტოები)
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭო სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა ამ წუთებში
წაკითხვა
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით დღეს, უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით დღეს, უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით დღეს, უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება. ოფიციალური ინფორმაციით, საბჭოს წევრები ხუთ საკითხზე იმსჯ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი უშიშროების საბჭოს ხვალინდელ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
გიორგი კვირიკაშვილი უშიშროების საბჭოს ხვალინდელ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უშიშროების საბჭოს ხვალინდელ სხდომაში მიიღებს 
წაკითხვა