საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/168853.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

2527

ჩვენს გალაქტიკაში სავარაუდოდ 100 მლრდ არშემდგარი ვარსკვლავი იმალება

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-08 19:51:00

ასტრონომთა ვარაუდით, ირმის ნახტომი დაახლოებით ერთ ყავისფერ ჯუჯას შეიცავს ყოველ ორ სხვა ვარსკვლავზე. ეს ოდენობა სამჯერ აღემატება წინა შეფასებას და კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს სურვილს, გავიგოთ, თუ სად იმალებიან ისინი ასე საგულდაგულოდ. 

ახალი კვლევა მზის სისტემის სამეზობლოში მდებარე ერთ-ერთ ვარსკვლავთგროვას დაეყრდნო, რაც გვაფიქრებინებს, რომ გალაქტიკის ჩვენი კუთხე საკმაოდ განსხვავდება ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონებისგან. 

2012 წელს, ახლომდებარე ვარსკვლავთგროვებზე NASA-ს Wide-field Infrared Survey Explorer-ის (WISE) მიერ განხორციელებული დაკვირვებები მიუთითებდა, რომ ყოველ შვიდ ვარსკვლავზე ერთი ყავისფერი ჯუჯა მოდიოდა, რაც ბევრად ნაკლები იყო ასტრონომთა მიერ ნავარაუდევ 1:1 პროპორციაზე.  

ვლევრებმა ასტრონომებმაეგები ძალზე ადრეულად მიიჩნიეს და ნადირობა ჩვენგან გაცილებით შორს დაიწყეს. შედეგად, ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ჩვენი გალაქტიკა გაცილებით ბევრ ასეთ ბნელ მზეს შეიცავს, ვიდრე თავდაპირველად ჩანდა. 

კლასიფიკაციიც თვალსაზრისით, ყავისფერი ჯუჯები სადღაც მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავსა და პლანეტას შორის დგას — არ გააჩნიათ საკმარისი სიმკვრივე, რათა ბირთვული რეაქციები დაიწყონ. 

ყავისფერი ჯუჯები იმ ასტროფიზიკოსთა განსაკუთრებული ინტერესის საგანია, რომლებიც ვარსკვლავთა დაბადების პროცესს სწავლობენ. 

ეს „არშემდგარი ვარსკვლავები“ ისე კაშკაშად ვერ ანათებენ, როგორც მათი დიდი, უფრო წარმატებული და-ძმები, მაგრამ მათი მასა ხშირად იუპიტერისას 90-ჯერ აჭარბებს, ანუ მზის მასის 10%-ს აღწევს.  

ამის გამო, ეს ვარსკვლავები საკმაოდ ძნელად შესამჩვენია და არსებობს მათზე ნადირობის გარკვეული ზღვარიც — ჩვენგან 1500 სინათლის წლის მიდამოები. 

მას შემდეგ, რაც ახლომდებარე ვარსკვლავთგროვაში უპრეცედენტო ოდენობის ყავისფერი ჯუჯა აღმოჩნდა, მკვლევრებმა ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ჩილეში მდებარე ტელესკოპი Very Large Telescope-ი გამოიყენეს, რათა შეესწავლათ ბევრად უფრო შორს, 5500 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავთგროვა RCW38-ის ვარსკვლავები. 

იქიდან გამომდინარე, რომ ეს გროვა განსაკუთრებული მკვრივი და მდიდარია მასიური ვარსკვლავებით, საუკეთესო ადგილია ასეთ გარემოში ყავისფერ ჯუჯათა ფორმაციაზე დასაკვირვებლად და იმის შესამოწმებლად, იყო თუ არა წინა აღმოჩენა ანომალია. 

აღმოჩნდა, რომ ყავისფერ ჯუჯათა გავრცელებასთან დაკავშირებით, ასტრონომები ძალიან ცდებოდნენ. 

„ამ გროვაში ძალიან ბევრ ყავისფერ ჯუჯას მივაკვლიეთ.მიუხედავად გროვის ტიპისა, ყავისფერი ჯუჯები მართლაც ძალიან გავრცელებულია. გროვებში ისინი ჩვეულებრივ ვარსკვლავების პარალელურად წარმოიქმნება. შესაბამისად, როგორც ჩვენი კვლევა გვთავაზობს, ჩვენს გალაქტიკაში წარმოუდგენლად დიდი ოდენობის ყავისფერი ჯუჯაა“, — ამბობს შოტლანდიის სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის მკვლევარი ალექს შოლცი. 

საბედნიეროდ, ეს ვარსკვლავები საკმარისად ცხელია იმისათვის, რათა სუსტი სინათლე გამოასხივონ ინფრაწითელში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სიკაშკაშით ახლოსაც ვერ მივლენ სხვა ვარსკვლავებთან, მათი დანახვა მაინც შესაძლებელია. 

ვარსკვლავთგროვაში არსებულ ყავისფერი ჯუჯების მკრთალ სხეულთა დასაფიქსირებლად, ასტრონომებმა გამოიყენეს ტექნოლოგია, რომელიც ანგარიშობს დედამიწის ატმოსფეროს ყწალობით გამოწვეულ დამახინჯებებს მაღალი რეზოლუციის ინფრაწითელი კამერითა და სპექტრომეტრით დაკვირვების დროს. 

გათვლების შედეგად, ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ ჩვენს გალაქტიკა ირმის ნახტომში არსებულ ყავისფერ ჯუჯათა ოდენობა 25-100 მილიარდს შორის უნდა მერყეობდეს, ანუ 1 არშემდგარი ვარსკვლავი ყოველ 2-5 მთავარი თანმიმდევრობის ვარსკვლავზე. 

სწორედ ამ მიზეზით, მზის სისტემასთან ახლომდებარე გროვებს დაბალი სპექტრი აქვთ.  

იქიდან გამომდინარე, რომ ყავისფერი ჯუჯების შემჩნევა საკმაოდ რთულია, მათი შეფასებისას, მკვლევრები ძალიან ფრთხილობენ. შესაბამისდ, ძალზედ სავარაუდოა, რომ ჩვენს გალაქტიკაში მბრწყინავ ყოველ ვარსკვლავს მიღმა კიდევ ერთი ისეთი ვარსკვლავი იმალება, რომელსაც არ აქვს საკმარისი ზომა იმისათვის, რათა თავადაც იკაშკაშოს. 

„ისინი ირმის ნახტომში ყველგანაა“, — ამბობს კანადის იორკის უნივერსიტეტის მკვლევარი რაი ჯაიავარდჰანა. 

თუ გავითვალისწინებთ ახლახან გაკეთებულ კიდევ ერთ აღმოჩენას, რომლის მიხედვითაც თითქმის ყველა ვარსკვლავი სულ მცირე ერთ ტყუპისცალთან ერთად იბადება, შესაძლოა კოსმოსში მათი შეუმჩნეველი კიდევ მრავალი და-ძმა დაჰქროდეს.  

კვლევა ამჟამად arXiv.org-ზეა ხელმისაწვდომი, პრეზენტაცია კი წელს, გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ ასტრონომიულ შეხვედრაზე მოხდება. 

მომზადებულია news.yorku.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ვარსკვლავი? ცრუ და ნამდვილ ვარსკვლავებს შორის ზღვარი დადგენილია
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ვარსკვლავი? ცრუ და ნამდვილ ვარსკვლავებს შორის ზღვარი დადგენილია
საინტერესოა, როგორ განარჩევთ ნამდვილ ვარს
წაკითხვა
უიშვიათესი აღმოჩენა - არშემდგარი ვარსკვლავი მკვდარ ვარსკვლავს გარს უვლის 71 წუთში ერთხელ
უიშვიათესი აღმოჩენა - არშემდგარი ვარსკვლავი მკვდარ ვარსკვლავს გარს უვლის 71 წუთში ერთხელ
განახლებული კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის
წაკითხვა
ჰაბლი „ტაშს უკრავს“ ვალსის მოცეკვავე ყავისფერ ჯუჯებს
ჰაბლი „ტაშს უკრავს“ ვალსის მოცეკვავე ყავისფერ ჯუჯებს
ფოტოზე თქვენ ხედავთ წერტილებს, რომლებიც ს
წაკითხვა
მოყვარულმა მეცნიერებმა მზესთან ახლოს ცივი ვარსკვლავი აღმოაჩინეს
მოყვარულმა მეცნიერებმა მზესთან ახლოს ცივი ვარსკვლავი აღმოაჩინეს
წლის დასაწყისში, დაინერგა სამოქალაქო მეცნ
წაკითხვა
ასტრონომებმა რეკორდული, ყველაზე სუფთა და მასიური ყავისფერი ჯუჯა აღმოაჩინეს
ასტრონომებმა რეკორდული, ყველაზე სუფთა და მასიური ყავისფერი ჯუჯა აღმოაჩინეს
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა რეკორდული
წაკითხვა