საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/169420.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

41682

ანტარქტიდას ლონდონზე ოთხჯერ დიდი აისბერგი მოსწყდა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-12 17:01:00

ანტარქტიდის ყინულოვან საფარს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი აისბერგი მოსწყდა — ყინულის მასა ტრილიონ ტონას აღწევს.   

ლარსენ C-ის შელფურ მყინვარზე არსებულ უზარმაზარ ნაპრალს მკვლევრები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ და საგანგაშო პროგნოზსაც აკეთებდნენ. საბოლოოდ, ნაპრალმა დაახლოებით ლონდონზე ოთხჯერ დიდი აისბერგის მოწყვეტა გამოიწვია. 

მეცნიერთა განცხადებით, ნაპრალის გზა ყინულზე საბოლოოდ დასრულდა და ოკეანეში 5800 კვადრატული კილომეტრის ზომის აისბერგი შეცურდა. 

გიგანტური ყინულის მოწყვეტამ ლარსენ C-ის შელფის ზომა დაახლოებით 12%-ით შეამცირა და სამუდამოდ შეცვალა ანტარქტიდის ნახევარკუნძულის ლანდშაფტი, — ამბობს ბრიტანეთის სუონსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი. 

აისბერგი, რომელსაც სავარაუდოდ A68-ს დაარქმევენ, 11-12 ივლისს მოსწყდა.  

მოწყვეტის საბოლოო ფაქტი Nasa-ს თანამგზავრმა Aqua MODIS-მა დააფიქსირა.  

„ამ მოვლენას ჯერ კიდევ თვეების წინ ვპროგნოზირებდით და გაკვირვებულები ვიყავით, რამდენ ხანს იცავდა აისბერგს მოწყვეტისგან სულ რამდენიმე კილომეტრი, რომლითაც ის ძირითად ყინულოვან საფართან რჩებოდა მიბმული“, — ამბობს სუონსის უნივერსიტეტის პროფესორი ადრიან ლაკმენი.  

მისივე თქმით, ისინი დაკვირვებას განაგრძობენ როგორც ლარსენ C-ის შელფის დარჩენილ ნაწილზე, ისე თავად მოწყვეტილ აისბერგზე.  

„ეს აისბერგი ერთ-ერთი უდიდესია კაცობრიობის ისტორიაში და ძალიან ძნელია მისი სამომავლო პროგრესის განსაზღვრა. შესაძლოა ის ერთ მთლიან ყინულად დარჩეს, მაგრამ უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ფრაგმენტებად დაიშალოს“. 

„ზოგიერთი ყინული ამ ზონაში შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში დარჩეს, ნამსხვრევების ნაწილი კი ჩრდილოეთით, თბილ წყლებში გაიფანტოს“, — აცხადებს პროფესორი. 

მიუხედავად იმისა, რომ აისბერგი ტრილიონ ტონას იწონის, მოწყვეტამდე იგი უკვე წყალში იყო შეტივტივებული, შესაბამისად, ზღვის დონეზე უშუალო გავლენას ვერ მოახდენს. 

მკვლევართა განცხადებით, მოწყვეტა „ბუნებრივი მოვლენა“ იყო, მაგრამ აისბერგი საკმაოდ მოწყვლად ზონაში განთავსდა. 

არსებობს ვარაუდი, რომ ლარსენ C-ის შელფური მყინვარი მეზობელი ლარსენ B-ის ბედს გაიზიარებს, რომელიც 2002 წელს მომხდარი მსგავსი მოვლენის შემდეგ, სრულიად დაიშალა. 

მეცნიერთა განცხადებით, ანტარქტიდას აისბერგი ბუნებრივად მოსწყდა და კავშირში არაა ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ კლიმატის ცვლილებასთან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ყინულოვანი საფარი ანტარქტიდის ნახევარკუნძულს მიეკუთვნება, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში საკმაოდ გათბა და გამწვანებაც კი დაიწყო

„მომდევნო თვეებსა და წლებში, შელფური მყინვარი შესაძლოა კვლავ გაიზარდოს ან დნობა განაგრძოს, რაც თანდათანობით მის კოლაფსს გამოიწვევს; ამ საკითხთან მიმართებაში, სამეცნიერო საზოგადოების აზრები ორად იყოფა“, — ამბობს პროფესორი ადრიან ლაკმენი.  

„ჩვენი მოდელების მიხედვით, ყინულოვანი საფარი ნაკლებ სტაბილური იქნება, თუმცა ნებისმიერ სამომავლო კოლაფსამდე წლები და ათწლეულებია დარჩენილი“. 

 








მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მეცნიერები ანტარქტიდის ქვეშ არსებულ თბილ მღვიმეებში საიდუმლო სიცოცხლის კვალს ეძებენ
მეცნიერები ანტარქტიდის ქვეშ არსებულ თბილ მღვიმეებში საიდუმლო სიცოცხლის კვალს ეძებენ
ავსტრალიელი მეცნიერები ანტარქტიდის მყინვა
წაკითხვა
ვულკანის მასიური ამოფრქვევა ანტარქტიდაზე, რომელმაც სამხრეთ ნახევარსფეროს კლიმატის ცვლილება გამოიწვია
ვულკანის მასიური ამოფრქვევა ანტარქტიდაზე, რომელმაც სამხრეთ ნახევარსფეროს კლიმატის ცვლილება გამოიწვია
რამდენიმე დღის წინ, ამერიკულ ჟურნალ Proce
წაკითხვა
ანტარქტიდამ გამწვანება დაიწყო - გლობალური დათბობის წყალობით, კონტინენტი გეოლოგიურ წარსულში ბრუნდება
ანტარქტიდამ გამწვანება დაიწყო - გლობალური დათბობის წყალობით, კონტინენტი გეოლოგიურ წარსულში ბრუნდება
ანტარქტიდაზე მომუშავე მკვლევრებმა აღმოაჩი
წაკითხვა
არაბთა გაერთიანებული საამიროები ანტარქტიდიდან აისბერგების წაღებას აპირებს - ბრძოლა გვალვასთან
არაბთა გაერთიანებული საამიროები ანტარქტიდიდან აისბერგების წაღებას აპირებს - ბრძოლა გვალვასთან
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მუშავდება
წაკითხვა
ანტარქტიდის მყინვარული საფარის ქვეშ რელიეფის გიგანტური ფორმები აღმოაჩინეს
ანტარქტიდის მყინვარული საფარის ქვეშ რელიეფის გიგანტური ფორმები აღმოაჩინეს
ანტარქტიდის მყინვარული საფარის ქვეშ, მეცნ
წაკითხვა
ანტარქტიდის ყინულის შელფის უდიდესი ნაპრალი ორად გაიყო
ანტარქტიდის ყინულის შელფის უდიდესი ნაპრალი ორად გაიყო
მკვლევართა ვარაუდით, მალე, ანტარქტიკაში ყ
წაკითხვა
ანტარქტიდის სისხლის ჩანჩქერის უძველესი საიდუმლო ამოხსნილია
ანტარქტიდის სისხლის ჩანჩქერის უძველესი საიდუმლო ამოხსნილია
1911 წელს, ანტარქტიკის მკვლევრებმა აღმოაჩინეს კლდე, რომელიც სისხლისფერი წყლით იყო დასვრილი. პ
წაკითხვა
კანადის პატარა ქალაქს სანაპიროსთან გიგანტური აისბერგი მიადგა
კანადის პატარა ქალაქს სანაპიროსთან გიგანტური აისბერგი მიადგა
კანადის კუნძულ ნიუფაუნდლენდის ერთი პატარა
წაკითხვა