| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/170698.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 NASA პლუტონისა და ქარონის თავზე გადაფრენის ვიდეოს აქვეყნებსმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-20 21:28:00
2015 წლის ივლისში, NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა New Horizons-მა სამშობლოში პლუტონისა და მისი მთვარეების პირველი ყველაზე ახლო ხედები გამოაგზავნა — გასაოცარი გამოსახულებები, რომლებმაც ბევრს დააწყებინა ფიქრი, თუ როგორ გამოჩნდებოდა ამ შორეული, ყინულოვანი სამყაროს ზედაპირი მის თავზე გადაფრენისას. ფიქრი რეალობად იქცა. პლუტონისა და მისი მთვარე ქარონის შესახებ New Horizons-ის მიერ შეგროვილი მონაცემებისა და ციფრული ელევაციის მოდელების გამოყენებით, მისიის მეცნიერებმა პლუტონზე გადაფრენის ვიდეო შექმნეს, რომელიც მრავალ ახალ თვალწარმტაც პერსპექტივას გვთავაზობს პლუტონზე აღმოჩენილი ბევრი უჩვეულო მახასიათებლის შესახებ, რომელთაც ფორმა უცვალეს პლუტონის სისტემის ჩვენეულ ხედვას. დრამატული გადაფრენა პლუტონის თავზე, იწყება სპუტნიკ-პლანიტიის მაღლობებიდან. სპუტნიკ-პლანიტია აზოტის ყინულის ვრცელი განფენილობაა, რომელიც შორიდან გულის ფორმას იღებს და ხშირად, ამ ლაქას „პლუტონის გულსაც“ უწოდებენ. მაყურებელი პირველად ამ ვაკის დასავლეთ კიდესთან ჩაივლის, სადაც ის ესაზღვრება მუქ, კრატერებიან ზედაპირს — კთულჰუ-მაკულას, რომლის მარჯვნივ არსებულ ვაკეზე გადაჭიმულია ქედების ჯაჭვი. ამის შემდეგ, ტური ჩრდილოეთით მიემართება, ვოიაჯერ-ტერას უსწორმასწორო მაღლობების თავზე, შემდეგ კი სამხრეთის მიმართულებით ინაცვლებს, პიონერ-ტერას თავზე, სადაც მრავლადაა ფართო და ღრმა ორმოები. უკვე ამის შემდეგ, ტური აღმოსავლეთის მიმართულებით გრძელდება — ტარტარუს-დორსას ღარტაფების თავზე. არანაკლებ ამაღელვებელი გადაფრენა პლუტონის მთვარის — ქარონის თავზე იწყება იმ წერტილიდან, სადაც მას New Horizons-ის ყველაზე მეტად მიუახლოვდა, შემდეგ კი ეშვება სერენიტი-ჩასმას ფართო, ღრმა კანიონში. ხედი გრძელდება ჩრდილოეთით, გადაუვლის დოროთი-გეილის კრატერსა და მორდორ-მაკულას ბნელ პოლარულ ქუდს. ამის შემდეგ, ფრენა სამხრეთით ინაცვლებს, გადაუვლის ბრტყელ ეკვატორულ ვაკეებსა და კლარკ-მონტის მთებს.
უკეთ წარმოჩენის მიზნით, ვიდეოში ტოპოგრაფიული რელიეფი 2-3-ჯერაა გაზრდილი. მომატებულია პლუტონისა და ქარონის ზედაპირის ფერებიც.
ციფრული გარუკვა და რენდერი ჰიუსტონის უნივერსიტეტის პლანეტური და მთვარეების ინსტიტუტის მკვლევრებმა — პოლ შენკმა და ჯონ ბაკველმა გააკეთეს. პლუტონის სისტემის ყველა მახასიათებლის სახელი არაოფიციალურია. მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პლუტონის უცნაური ყინულის ცათამბჯენების საიდუმლო ამოხსნილია
NASA-ს მისია
წაკითხვა
ვაშინგტონის პლუტონიუმის გადამამუშავებელ ქარხანაში გვირაბი ჩამოინგრა
ვაშინგტონის პლუტონიუმის გადამამუშავებელ ქარხანაში გვირაბი ჩამოინგრა. უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიიდან ასობით თანამშრომლის ევაკუაცია განხორ
წაკითხვა
პლუტონს შესაძლოა პლანეტის სტატუსი დაუბრუნდეს - პლანეტის განსაზღვრების ახალი ვარიანტი
NASA-ს მეცნიერებმა გამოაქვეყნეს
წაკითხვა
ვიდეო: ფერადი „დაშვება“ პლუტონზე
როგორი იქნებოდა პლუტონის ზედაპირზე დაშვებ
წაკითხვა
NASA-მ პლუტონზე გიგანტური, 500 მ სიმაღლის ყინულის სვეტები აღმოაჩინა
NASA-ს კოსმოსურ ზონდ New Horizons-ს თითქმ
წაკითხვა
რამდენად რეალურია სიცოცხლის შანსი პლუტონზე?
როდესაც დედამიწის მიღმა სიცოცხლის შესაძლო
წაკითხვა
პლუტონის ზედაპირქვეშ სავარაუდოდ წყლის უზარმაზარი ოკეანეა
NASA-ს მისია New Horizons-ის მონაცემების
წაკითხვა
New Horizons-მა პლუტონის შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა დაასრულა - 50 გიგაბაიტი
პლუტონის სიახლოვეს ისტორიული გადაფრენიდან
წაკითხვა
|