საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/179754.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

3346

ღამის ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის - რეგულის საიდუმლო ამოხსნილია

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-19 20:59:00

პირველად ისტორიაში, ასტრონომები დააკვირდნენ საკუთარი ღერძის გარშემო სწრაფად მოძრავ ვარსკვლავს, რომელიც პოლარიზებულ სინათლეს გამოყოფს. ეს ფენომენი პირველად 50 წლის წინ იწინასწარმეტყველეს, მაგრამ ჩვენს ხელსაწყოებს ამ დრომდე ხელიდან უსხლტებოდა. 

ამ აღმოჩენაზე დაყრდნობით, მათ საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი — რეგული, რომლის დანახვა ჩვენი პლანეტიდანაც შეგვიძლია — საკუთარი ღერძის გარშემო საოცრად სწრაფად ბრუნავს. 

იმის გასაგებად, თუ რამხელა აღმოჩენასთან გვაქვს საქმე, საჭიროა ცოტა უკეთ გავერკვეთ თუ რა არის პოლარიზებული სინათლე.  

ნორმის მიხედვით, სინათლის ტალღები ყველა მიმართულებით მიდის, ეცემა ჩვენ გარშემო არსებულ ობიექტებს და განიბნევა. თუმცა, სინათლის ტალღებს ასევე შეუძლია პოლარიზება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთი კონკრეტული მიმართულებით ტრიალებს. 

1968 წელს, ასტრონომთა წყვილმა — პატრიკ ჰარინგტონმა და ჯორჯ კოლინს II-მ გააკეთეს პროგნოზი, რომ სწრაფად მბრუნავ ვარსკვლავს პოლარიზებული შუქი უნდა გამოეყო, რადგან ის იმდენად წარმოუდგენლად სწაფად ბრუნავს, რომ მისი ფორმა იცვლება და პარაბოლის ფორმას იღებს.  

ეს მოსაზრება მათ ნობელის პრემიის ლაურეატის, ფიზიკოს სუბრაჰმანიან ჩანდრასეკარის მიერ 1964 წელს ჩატარებულ გათვლებზე დაყრდნობით წამოაყენეს. პირველად სწორედ ჩანდრასეკარმა იწინასწარმეტყველა, რომ ზოგიერთი ვარსკვლავის მიერ გამოყოფილი სინათლე პოლარიზებული უნდა ყოფილიყო. 

მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ 50 წელიწადი გავიდა და ეს იდეა საკმაოდ პოპულარულიც გახდა, სწრაფად მბრუნავი ვარსკვლავების მიერ გამოყოფილი პოლარიზებული სინათლის დაფიქსირება ასტრონომებმა ამ დრომდე ვერც ერთი ხელსაწყოთი ვერ შესძლეს.  

თუმცა ახლახან, ეს ყველაფერი ბოლოსდაბოლოს მოახერხა ავსტრალიელ, ამერიკელ და ბრიტანელ მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა. ამაში მათ სიდნეის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის (UNSW) მიერ შეგქნილი მაღალი მგრძნობელობის პოლარიმეტრი დაეხმარა. 

„მაღალი სიზუსტის პოლარიმეტრიული ინსტრუმენტი (HIPPI) მსოფლიოში ყველაზე მგრძნობიარე ასტრონომიული პოლარიმეტრია“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, UNSW-ის ასტრონომი დანიელ კოტონი. 

ახალი პოლარიმეტრი ჯგუფმა დედამიწიდან 79 სინათლის წლის მანძილზე მდებარე მოლურჯო, პირველი ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავ რეგულისკენ მიმართა. რეგული მდებარეობს ლომის თანავარსკვლავედში და წარმოადგენს დედამიწის ღამის ცის 22-ე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს. 

ამ ტიპის სხვა ვარსკვლავთა მოდელებზე დაყრდნობით, ასტრონომებს რეგულის ბრუნვის მაჩვენებელი აქამდეც შეფასებული ჰქონდათ. თუმცა, რეგულზე პირდაპირი დაკვირვებების გარეშე ამ მოსაზრების დამტკიცება ვერ ხერხდებოდა. 

ამჯერად, როცა უკვე დაფიქსირებულია სწრაფად მბრუნავი ვარსკვლავის მიერ გამოყოფილი პოლარიზებული სინათლე — დანამდვილებით ვიცით, რომ რეგული გამაოგნებლად სწრაფად, წამში 320 კილომეტრის მაჩვენებლით ბრუნავს.  

ეს მაჩვენებელი იმდენად სწრაფია, რომ ვარსკვლავი საკუთარ თავს არღვევს. 

„როგორც ჩვენ დავადგინეთ, რეგული იმდენად სწრაფად ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო, რომ მალე მისგან აღარაფერი დარჩება. მისი ბრუნვის მაჩვენებელი განადგურერებისათვის საჭირო კუთხური სიჩქარის 96,5%-ს შეადგენს“, — ამბობს კოტონი. 

ეს კვლევა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად რეგულის შესასწავლად — სრულიად ახალ გზას გვიხსნის ჩვენ მიღმა არსებულ უდიდეს და უცხელეს ვარსკვლავთა შესახებ მეტი დეტალის გასარკვევად, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ მათი სასიცოცხლო ციკლების შესახებ. 

„აქამდე, ეს სფერო ძირითადად შემოიფარგლებოდა ვარსკვლავთა გარე მატერიისა და მათი ექსტრემალური მაგნიტური ველების შესწავლით“, — წერს ჯგუფი. 

„მაგრამ ჩვენ ახლა უკვე შეგვიძლია შევისწავლოთ თავად ვარსკვლავის ატმოსფეროს ფუნდამენტური მახასიათებლები“. 

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა. 

მომზადებულია newsroom.unsw.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 

 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი