საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2071

ადგილი, სადაც ჩვენი გალაქტიკის ახალი ვარსკვლავები იბადებიან - ფოტოები

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-30 19:42:00

თქვენ წინაშეა პანორამული ხედი, რომელიც ასახავს ვარსკვლავთა მტვრითა და აწეწილ-დაწეწილი მატერიით სავსე მოლეკულური ღრუბლის კომპლექსს — ჩვენი გალაქტიკის იმ რეგიონს, სადაც ახალი ვარკვლავები იბადებიან. 

ეს ყველაფერი ზედმეტად მაგიურია. 

ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) თავისი გასაოცარი ქმნილების — ჰერშელის კოსმოსური ტელესკოპის მემკვიდრეობას ზეიმობს და მის მიერ გადაღებულ მრავალ თვალწარმტაც ფოტოს აქვეყნებს. 

ღრუბლის კომპლექსი სამი რეგიონისგან შედგება, რომლწებსაც W3-ს, W4-სა და W5-ს უწოდებენ. ინიციალი W ეწოდა ჰოლანდიელი ასტრონომის, გარტ ვესტერჰუტის პატივსაცემად, რომელმაც ეს ღრუბლები 1950-იან წლებში პირველმა შენიშნა, როდესაც ირმის ნახტომს რადიოტალღებით იკვლევდა. 

ათეულობით წლის შემდეგ, ESA-მ მსოფლიოში უდიდესი ინფრაწითელი ტელესკოპი ააშენა, რომელსაც ასტრონომების — კაროლინ და უილიამ ჰერშელების სახელი უწოდა. ტელესკოპი კოსმოსში 2009 წელს გაუშვეს, რასაც შედეგად მოჰყვა ახალი ფოტოებისა და აღმოჩენების მთელი ნაკადი. 

2010 წელს, ჟურნალმა Astronomy & Astrophysics-მა გამოაქვეყნა სპეციალური მასალა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჰერშელის ტელესკოპს უკვე ჩატარებული ჰქონდა 152 პირველადი კვლევა. ყველაფერი კი ჯერ ისევ წინ იყო. მათ შორის იყო ვარსკვლავური აფეთქებებით ცნობილი გასაოცარი გალაქტიკა HFLS3, რომელიც წელიწადში 3000 მზის მასის ვარსკვლავებს გამოაფრქვევს. 

მაგრამ დავუბრუნდეთ მაგიური მოლეკულური ღრუბლების ფოტოებს. 

კომპლექსი მდებარეობს კასიოპეას თანავარსკვლავედში. ESA-ს მიხედვით, ეს არის „ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონი მთელს ირმის ნახტომში მასიურ ვარსკვლავთა სიცოცხლისა და სიკვდილის შესასწავლად“. 

ეს ყველაფერი კი იმის წყალობით, რომ ჰერშელის ობსერვატორიის მიერ გამოყენებულ შორ-ინფრაწითელ, მაღალი გარჩევადობის ტალღის სიგრძეებს შეუძლია ღრუბლებში მიმოფანტული ვარსკვლავური მტვრის ვარვარების დაჭერა; შედეგად, ასტრონომებს შეუძლიათ დაადგინონ თუ როგორ მიედინება ვარსკვლავური გაზები ახლად დაბადებულ ვარსკვლავთა ირგვლივ. 

ქვემოთ მოცემულია W3, რომელიც მიჩნეულია მასიური ვარსკვლავების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ფაბრიკად მთელ ჩვენს გალაქტიკაში; ამ ღრუბელში თავმოყრილია ჩვენს მზეზე ასობით ათასჯერ მეტი მასა. 

 


ამ ფოტოზე კი თქვენ ხედავთ W4-ს, ვარსკვკლავთწარმომქმნელი რეგიონით გარშემორტყმულ ბუშტს; ეს არეალი გადაჭედილია სუპერნოვათა აფეთქების შედეგად გამოტყორცნილი მატერიით. 

 


და ბოლო, მაგრამ არა ყველაზე პატარა, თქვენ წინაშეა W5, რომელიც შეიცავს არა ერთ, არამედ ორ ასეთ ბუშტს რომლებშიც ადღვებილია უფრო მასიურ ვარსკვლავთა აფეთქებების შედეგად გამოტყორცნილი მატერია. 


 

„ამ კომპლექსში, განსაკუთრებით W3-სა და W5-ში, სვეტების, კიდეებისა და სხვა მახასიათებელთა გასწვრივ შეიმჩნევა ახალ ვარსკვლავთა მრავალი ჩანასახი, რომლებიც წარმოქმნილია ახლომდებარე მასიურ ვარსკვლავთა აფეთქებების უძლიერესი ეფექტებით“, — განმარტავს ESA. 

და ბოლოს, თქვენ წინაშეა მთლიანი კომპლექსის პანორამული ხედი. ასტრომოყვარულებს შეგიძლიათ ეწვიოთ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ვებსაიტს და ჩამოტვირთოთ მაღალი რეზოლუციის ფოტოები. 

 


მომზადებულია esa.int-ის მიხედვით 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ახალი რეკორდი - ასტრონომებმა ირმის ნახტომში ყველაზე დიდი მანძილი გაზომეს, მალე ჩვენი გალაქტიკის დეტალური რუკა გვექნება
ახალი რეკორდი - ასტრონომებმა ირმის ნახტომში ყველაზე დიდი მანძილი გაზომეს, მალე ჩვენი გალაქტიკის დეტალური რუკა გვექნება
იდგე ტყეში, ხედავდე მხოლოდ რამდენიმე ხეს, მაგრამ ვერ ხედავდე მთლიან ტყეს — ერთგვარი იდიომაა,
წაკითხვა
ირმის ნახტომი შესაძლოა „განდეგილი“, სრულიად უნიკალური გალაქტიკა იყოს
ირმის ნახტომი შესაძლოა „განდეგილი“, სრულიად უნიკალური გალაქტიკა იყოს
სამყაროს ყველაზე უკეთ შესწავლილი გალაქტიკ
წაკითხვა
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს დაფიქსირებ
წაკითხვა
ვარსკვლავების ბობოქარი აკვანი - ჰაბლის ახალი ფოტო
ვარსკვლავების ბობოქარი აკვანი - ჰაბლის ახალი ფოტო
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებუ
წაკითხვა
სამყაროს ყველაზე ცივი ობიექტი - ბუმერანგის ნისლეულის საიდუმლო საბოლოოდ ამოხსნილია
სამყაროს ყველაზე ცივი ობიექტი - ბუმერანგის ნისლეულის საიდუმლო საბოლოოდ ამოხსნილია
დედამიწიდან 5000 სინათლის წლის მოშორებით,
წაკითხვა
ასტროფიზიკოსებმა ირმის ნახტომის ანტიმატერიის წარმოშობის საიდუმლო ამოხსნეს
ასტროფიზიკოსებმა ირმის ნახტომის ანტიმატერიის წარმოშობის საიდუმლო ამოხსნეს
ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, ჩვენი გ
წაკითხვა
აღმოჩენილია გიგანტური კაშკაშა ნისლეული, რომლის სინათლის წყარო საიდუმლოებითაა მოცული
აღმოჩენილია გიგანტური კაშკაშა ნისლეული, რომლის სინათლის წყარო საიდუმლოებითაა მოცული
სამყაროს შორეულ ნაწილში, ასტრონომებმა აღმ
წაკითხვა
ირმის ნახტომი და მეზობელი გალაქტიკები უზარმაზარი სიცარიელიდან გარბიან
ირმის ნახტომი და მეზობელი გალაქტიკები უზარმაზარი სიცარიელიდან გარბიან
ასტრონომებმა სამყაროში არსებული დიდი სიცა
წაკითხვა