საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/183712.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

4964

სიმართლე აღდგომის კუნძულის იდუმალებით მოცული საზოგადოების კოლაფსის შესახებ

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-13 21:09:00

დიდი ხნის განმავლობაში, პოლინეზიისა და სამხრეთ ამერიკის ადგილობრივ ხალხთა წარმომავლობა ბურუსით იყო მოცული. 

როგორ შეგვიძლია ავხსნათ აღდგომის კუნძულის აშკარა პარადოქსი? გიგანტური „მოაის“ ქვის ქანდაკებების დიზაინი, მშენებლობა და ტრანსპორტირება — კულტურული მიღწევა სრულიად უნაყოფო კუნძულისთვის, რომელსაც აშკარად აკლდა როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანური რესურსები ამის განსახორციელებლად. 

დიდი ხნის განმავლობაში, ანთროპოლოგების გაოცებას იწვევდა ის ფაქტი, თუ როგორ შესძლო აღდგომის კუნძულის უბრალო მოსახლოებამ ასეთი კომპლექსური კულტურის შექმნა. 

ან იქნებ ეს ყველაფერი სინამდვილეში უფრო მოწინავე ხალხის, მაგალითად სამხრეთამერიკელების ნახელავია, რის შემდეგაც მთელი კუნძულის ბუნებრივი რესურსები ამოიწურა?  

ბოლო წლებში, რაპა-ნუი (კუნძულის ადგილობრივი სახელწოდება) კაცობრიობის ეგოიზმის საბოლოო ბედის იგავი გახდა: ეკოლოგიური განადგურების საფრთხეების მორალური მოთხრობა.  

გეოგრაფ ჯარედ დაიამონდოს მიერ წამოყენებული „ეკოციდის“ ჰიპოთეზის მიხედვით, რაპა-ნუი უნდა გამოვიყენოთ იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ არის საზოგადოება კოლაფსისთვის განწირული, თუკი ამ კუნძულის მაგალითს არ გავითვალისწინებთ. 

თუმცა, 60-წლიანი არქეოლოგიური კვლევა სინამდვილეში ძალიან განსხვავებულ სურათს ხატავს — ამჯერად, ახალი გენეტიკური მონაცემები დამატებით შუქს ჰფენს კუნძულის სასტიკ ბედისწერას. დროა, რაპა-ნუის საიდუმლოს ფარდა აეხადოს! 

 

ეკოციდის ამბავი შეუსაბამოა 

ეკოციდის ჰიპოთეზას ორი მთავარი მოთხოვნა აქვს. პირველი — კუნძულის მოსახლეობა რამდენიმე ათასით შემცირდა და ევროპელთა იქ მისვლისას, მე-18 საუკუნეში, მათი ოდენობა სულ რაღაც 1500-3000 ადამიანსღა შეადგენდა. 

მეორე — პალმის ხეები, რომლებითაც ერთ დროს კუნძული იყო დაფარული, მოსახლეობამ სასტიკად გაჩეხა, რათა ქანდაკებების გადასაადგილებლად გამოეყენებინა. 

ხეების გარეშე, რომლებიც ნიადაგს ამაგრებდნენ, ნაყოფიერი მიწა ეროდირდა, გადაირეცხა და ხელსაყრელი გახდა მხოლოდ უბრალო მცენარეებისათვის. მერქნის ნაკლებობა კი იმას ნიშნავდა, რომ კუნძულელებს აღარ შეეძლოთ სათევზაო კანოეების აშენება და ქანდაკებების გადაადგილება. ამ ყველაფერმა წარმოშვა შინაომები და საბოლოოდ, კანიბალიზმი. 


ჩასვლიდან ერთი საუკუნის შემდეგ, ევროპელები აღდგომის კუნძულის ქანდაკებებს ამოწმებენ; კარლო ბოტიჯელას ნახატი, 1827 წ. 


ჯერ კიდევ ვერ ვცემთ ზუსტ პასუხს შეკითხვას მოსახლეობის ოდენობის შესახებ. არქეოლოგთა უმრავლესობის აზრით, მათი რიცხვი 4000-9000 ადამიანს აღწევდა, თუმცა, როგორც ერთ-ერთი ბოლო კვლევა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ნაშთებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რაპა-ნუის მოსახლეობა 15 000-ზე მეტი უნდა ყოფილიყო. 

მაგრამ არ არსებობს ნამდვილი მტკიცებულება იმისა, რომ მოსახლეობა მანამდე შემცირდა, სანამ ევროპელებთან პირველი კონტაქტი შედგებოდა, 1722 წელს. მეოცე საუკუნის ადრეული წლების ეთნოგრაფიული მოხსენებები მოგვითხრობს ზეპირ გადმოცემებს კუნძულის ერთმანეთთან მოქიშპე ჯგუფებს შორის მიმდინარე შინაომების შესახებ. 

ნორვეგიელმა ანთროპოლოგმა თურ ჰეიერდალმა, რომელმაც წყნარი ოკეანე ინკების ტრადიციული ნავით გადაკვეთა, ეს გადმოცემები უზარმაზარი სამოქალაქო ომის მტკიცებულებად მიიჩნია, რომელიც 1680 წელს გამართული დიდი ბრძოლით უნდა დასრულებულიყო, რომელშიც კუნძულის ტომთა უდიდესი ნაწილი ამოწყდა. 

ობსიდიანის ნამსხვრევები, ანუ „მატაა“, რომლებიც მთელ კუნძულზეა მიმოფანტული, ამ ომში გამოყენებული იარაღის ნამტვრევებად მიიჩნევა. 

თუმცა, როგორც კარლ ლიპოს მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ეს უფრო საოჯახო ხელსაწყოები ან სარიტუალო იარაღები უნდა ყოფილიყო. 

უცნაურია, რომ ძალიან ცოტაა აღმოჩენილი ადამიანის ნაშთები, რომლებიც ზარალს ნამდვილად დაადასტურებდა — მხოლოდ 2,5%. მათი უმეტესობას გამოჯანმრთელების ნიშნები უფიქსირდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბრძოლა ფატალური არ უნდა ყოფილიყო. გადამწყვეტი კი ისაა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, ხელთ გვაქვს მხოლოდ კანიბალიზმის ზეპირი გადმოცემები. 

ნამდვილად საკამათოა, შეიძლება თუ არა მეოცე საუკუნის ადრეული წლების ზეპირი გადმოცემები მივიჩნიოთ მე-17 საუკუნის კონფლიქტების სანდო წყაროდ. 

 

რა დაემართა სინამდვილეში ხეებს 


აღდგომის კუნძულის გიგანტური ქანდაკებები (მოაი)

ბოლო დროს, გაჩნდა ვარაუდი, რომ პრეისტორიული მოსახლეობა საკმაოდ წარმატებული და სიცოცხლისუნარიან იყო მანამ, სანამ კუნძულზე ევროპელები გამოჩნდებოდნენ. 

საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ აღდგომის კუნძული ერთ დროს დაფარული ყოფილა პალმის დიდი ხეებით, თუმცა სწრაფად გაუტყეურდა თავდაპირველი კოლონიზაციის შემდეგ, დაახლოებით ახ. წ. 1200 წლიდან. მიუხედავად მიკრო ბოტანიკური მტკიცებულებებისა, მაგალითად ყვავილის მტვრის ანალიზი — გვთავაზობს, რომ პალმის ტყე სწრაფად გაუჩინარდა, რაშიც ნაწილობრივ დამნაშავე შესაძლოა ადამიანები იყვნენ. 

ადრეულმა პოლინეზილემა კოლონიზატორებმა თან მოიყვანეს კიდევ ერთი დამნაშავე — ვირთხა. როგორც ჩანს, ვირთხები ხარბად ჭამდნენ როგორც პალმის კაკლებს, ისე ნორჩ ხეებს, რამაც ტყის ზრდა შეუძლებელი გახადა. 

მიუხედავად გაუტყეურებისა, რაპა-ნუის ხალხის კვების რაციონისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, რომ ისინი მოიხმარდნენ ძალიან ბევრ ზღვის პროდუქტს და იყვნენ იმაზე გაცილებით დახვეწილი და შემგუებელი ფერმერები, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა. 

 

დამნაშავე მონათვაჭრები — და არა ტყისმჭრელები 

მაშ, რა დაემართა აღდგომის კუნძულის ადგილობრივ მოსახლეობას, რატომ შემცირდა მათი ოდენობა და რატომ შეწყდა სტატუეტების გამოქანდაკება? რატომ გაჩნდა მეოცე საუკუნის დასაწყისში თქმულებები შინაომებისა და კონფლიქტების შესახებ? 

რეალური პასუხი გაცილებით ავბედითია. მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში, კუნძულს თავს ესხმოდნენ სამხრეთამერიკელი მონათვაჭრები, რომლებმაც თან წაიყვანეს მოსახლეობის ნახევარზე მეტი. 1877 წლისთვის, აღდგომის კუნძულის მოსახლეობა მხოლოდ 111 ადამიანს შეადგენდა. 

შემოტანილმა დაავადებებმა, საკუთრების განადგურებამ და ევროპელთა გაძლიერებულმა მიგრაციამ კიდევ უფრო მოსპო ადგილობრივები და გაზარდა კონფლიქტები გადარჩენილებს შორის. ამ ყველაფერმა კი საბოლოოდ გამოიწვია ქანდაკებების მშენებლობის შეწყვეტა. 

მიჩნეულია, რომ სამხრეთამერიკელებმა რაპა-ნუის ხალხთან კონტაქტი ევროპელებამდე საუკუნეებით ადრე დაამყარეს, რადგან მათი დნმ თანამედროვე ადგილოვრივ მოსახლეობაშიც ფიქსირდება.  

ცოტა ხსნის წინ, სანტა-კრუსის კალიფორნიის უნივერსიტეტის პალეოგენტიკოსმა ლარს ფეჰრენ-შმიტცმა და ბრისტოლის უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა კეტრინ ჯერმენმა ამ საკითხს კვლევა მიუძღვნეს. 

მათ ანალიზები ჩაუტარეს ევროპელთა მისვლამდელ და მათი მისვლის შემდგომი ადამიანების ნაშთებს. 

როგორც კვლევამ დაადგინა, 1722 წლამდე, სამხრეთ ამერიკასა და აღდგომის კუნძულს შორის გენთა მნიშვნელოვანი დინება არ შეინიშნებოდა. სამაგიეროდ, კუნძულის მოსახლეობის თვალშისაცემი განადგურება შეიძლება აისახა თანამედროვე დნმ-ზე. 

აქედან გამომდინარე, რაპა-ნუის ხალხის თითქმის გაქრობა სულაც არ უნდა იყოს ეკოციდის ან მალთუსის თეორიის ამბავი. 

სანაცვლოდ, ეს უნდა იყოს გაკვეთილი იმისა, თუ როგორ დაადანაშაულა მტკიცებულებათა სიმწირემ და ისტორიულ საშინელებათა კოლექტიურმა ამნეზიამ ერთ დროს გასაოცრად განვითარებული და სიცოცხლისუნარიანი მოსახლეობა საკუთარი თავის გაქრობაში. 

რაც შეეხება გიგანტურ ქანდაკებებს? უკვე ვიცით, როგორ გადაჰქონდათ დამზადების შემდეგ ისინი ქვის სამტეხლოდან — კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქანდაკებები დადიოდნენ (იხილეთ ვიდეო). 



აღდგომის კუნძულის მდებარეობა



როგორ გადაჰქონდათ დამზადების შემდეგ ქანდაკებები ქვის სამტეხლოდან


მომზადებულია ბრისტოლის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მკვლევრის, კეტრინ ჯერმენის წერილის მიხედვით (theconversation.com). 

დატოვე კომენტარი