საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3377

სტივენ ჰოკინგი და იური მილნერი 4,3 სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავთან ხომალდის გაგზავნას გეგმავენ

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-04-13 19:48:00

ცნობილმა ბრიტანელმა ასტროფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა და რუსმა მილიარდერმა, მეწარმე-ინვესტორმა იური მილნერმა საზოგადოებას საკუთარი ამბიციური გეგმის შესახებ ამცნეს. ისინი მზის სისტემასთან უახლოეს ვარსკვლავთან — კენტავრის ალფასაკენ კოსმოსური ზონდის გაგზავნას გეგმავენ, რასაც სავარაუდოდ ერთი თაობა დასჭირდება.

კენტავრის ალფა დედამიწიდან 4,3 სინათლის წლის მანძილზე, 26,6 ტრილიონი მილის მოშორებით მდებარეობს. პროექტში, რომელსაც „Starshot“ უწოდეს, მილნერი 100 მილიონი აშშ დოლარის ჩადებას აპირებს. ბიზნესმენის აზრით, ყველაფერი უახლოეს 20 წელიწადში უნდა მოესწროს.

„კაცობრიობის ისტორიაში ახალი, დიდი ნახტომის დრო დადგა“, — აღნიშნა მილნერმა პრესკონფერენციაზე.

Starshot-ი კოსმოსური ზონდისათვის აუცილებელი ყველა კომპონენტით იქნება აღჭურვილი, თუმცა ის ერთგვარი ნანო-ხომალდი იქნება, რომლის მართვაც ადამიანებს დიდი სისწრაფით შეეძლებათ.

ხომალდის მიზანი ფოტოების გადაღება და სხვადასხვა ინფორმაციის შეგროვება იქნება, მაგალითად მოლეკულების გამოკვლევა და მაგნიტური ველების გაზომვა.

ჰოკინგის თქმით, პროექტი რევოლუციურია და ის ჩვენ უკიდურესად გვჭირდება.

„წინსვლის ახალი მეთოდების გარეშე, ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია შორს წასვლა და ტყუილად დავხარჯავთ ათასობით წელს“, — აღნიშნა ბრიტანელმა ასტროფიზიკოსმა.

სიმბოლურია პროექტის წარდგენის თარიღიც — 12 აპრილი, 55 წლისთავი ადამიანის (იური გაგარინი) კოსმოსში პირველი გაფრენიდან.  

„მას შემდეგ ჩვენ დიდი გზა განვვლეთ,  ახლა კი დროა, კოსმოსის კვლევაში ადამიანებმა ახალი ნაბიჯი გადადგან“, — განაცხადა ჰოკინგმა.

„ყველაზე უნიკალური ისაა, რომ ჩვენს საზღვრებს გავცდებით, მისიას გავუშვებთ კენტავრის ალფასკენ და ეს ყველაფერი ერთ თაობაში მოესწრება“, — აცხადებს სტივენ ჰოკინგი. 

პროექტის წარდგენიდან მეორე დღეს, 13 აპრილს, ცნობილი ხდება, რომ მასში ჩასართავად მზადყოფნას Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგიც გამოთქვამს.

წყარო: The Guardian
ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სტივენ ჰოკინგის სადოქტორო დისერტაციის წაკითხვის მსურველთა სიმრავლემ კემბრიჯის უნივერსიტეტის ვებგვერდი მწყობრიდან გამოიყვანა
სტივენ ჰოკინგის სადოქტორო დისერტაციის წაკითხვის მსურველთა სიმრავლემ კემბრიჯის უნივერსიტეტის ვებგვერდი მწყობრიდან გამოიყვანა
ცნობილი ბრიტანელი მეცნიერის სტივენ ჰოკინგის სადოქტორო დისერტაციის წაკითხვის მსურველთა დიდმა რ
წაკითხვა
Space X-ის სატვირთო კოსმოსურმა ხომალდმა Dragon-მა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟს ნაყინი ჩაუტანა
Space X-ის სატვირთო კოსმოსურმა ხომალდმა Dragon-მა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟს ნაყინი ჩაუტანა
ამერიკული კომპანია Space X-ის სატვირთო კოსმოსურმა ხომალდმა Dragon-მა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟს ნაყინი ჩაუტანა. ინფორმაციას ამ
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგი - ტრამპის კლიმატის პოლიტიკა დედამიწას ვენერას ბედს უქადის
სტივენ ჰოკინგი - ტრამპის კლიმატის პოლიტიკა დედამიწას ვენერას ბედს უქადის
რამდენიმე დღის წინ, ლეგენდარულმა ინგლისელ
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგი: ადამიანებს დედამიწის დატოვება აუცილებლად სჭირდებათ - კიდევ ერთი გაფრთხილება ფიზიკოსისგან
სტივენ ჰოკინგი: ადამიანებს დედამიწის დატოვება აუცილებლად სჭირდებათ - კიდევ ერთი გაფრთხილება ფიზიკოსისგან
მაისში, სახელგანთქმულმა ინგლისელმა ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა კიდევ ერთი აპოკალიფსური პროგნოზი
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგისა და 32 მოწინავე ფიზიკოსის მწვავე წერილი სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით
სტივენ ჰოკინგისა და 32 მოწინავე ფიზიკოსის მწვავე წერილი სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით
საუკუნეთა მანძილზე, სამყაროს წარმოშობის საკითხი ადამიანებს საგონებელში აგდებდა. ეს საკითხი მუ
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგი - კაცობრიობას დედამიწის დასატოვებლად მხოლოდ 100 წელი აქვს
სტივენ ჰოკინგი - კაცობრიობას დედამიწის დასატოვებლად მხოლოდ 100 წელი აქვს
გასული წლის ბოლოს, სტივენ ჰოკინგმა დედამი
წაკითხვა
მეცნიერთა აზრით, ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავამდე შესაძლოა 69 წელში ჩავაღწიოთ
მეცნიერთა აზრით, ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავამდე შესაძლოა 69 წელში ჩავაღწიოთ
თუ გეგმავთ გალაქტიკაში სამოგზაუროდ ფოტონების ენერგიაზე მომუშავე ხომალდი გაუშვათ, რომელიც თითქ
წაკითხვა
რაკეტა, რომელიც სინათლის სიჩქარის 99,999%-ს განავითარებს - გამოთვლების თანახმად, მისი შექმნა შესაძლებელია
რაკეტა, რომელიც სინათლის სიჩქარის 99,999%-ს განავითარებს - გამოთვლების თანახმად, მისი შექმნა შესაძლებელია
თეორიული ფიზიკოსები ხშირად არღვევენ იმ ბა
წაკითხვა