საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3692

სტივენ ჰოკინგის უცხოპლანეტელებზე ნადირობის პროექტი 234 ვარსკვლავიდან წამოსულ უცნაურ სიგნალებს იკვლევს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-10-18 21:39:00

ასტრონომებმა გააანალიზეს Sloan Digital Sky Survey-ს მიერ მიღებული სინათლის სიგნალები 2,5 მილიონი ვარსკვლავიდან, რომელთაგან 234 შემთხვევაში დაფიქსირებულია უცნაური სიგნალი.

ასტრონომთა წყვილი იმდენად შორს მიდის, რომ ვრაუდობს, თითქოს სინათლის ეს პულსები „ზუსტად წარმოაჩნეს არამიწიერი გონიერი ცივილიზაციის სიგნალს“. ახლა უკვე, გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის სტივენ ჰოკინგის უცხოპლანეტელებზე მონადირე მისიას, რომელმაც მათი ვარაუდები ან უნდა დაადასტუროს, ან უარყოს.

მეტი განმარტებისათვის — კანადის ლავანის უნივერსიტეტის ორი ასტრონომი — ერმანო ბორა და ერიკ ტროტიე ამტკიცებენ, რომ სინათლის ამ სიგნალებს დედამიწის მიმართულებით შესაძლოა 234 სხვადასხვა არამიწიერი ცივილიზაცია აგზავნიდეს. ამის საფუძველს ასტრონომებს მიღებულ მონაცემებში ძალიან ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი  ანომალიები აძლევს.  

თუმცა, ამ ორი მეცნიერის მსგავსი განცხადებები უფრო უპასუხისმგებლობას ჰგავს, რადგან ნაშრომი ჯერ არაა გადახედილი, ასევე არ შეუსწავლია დამოუკიდებელ ჯგუფს.

ასევე აღსანიშნავია სტივენ ჰოკინგისა და რუსი მილიარდერის, იური მილნერის მიერ დაფინანსებული პროექტის Breakthrough Listen-ის მკვლევრების განცხადება, რომ მსგავსი აღმოჩენების დროს, უცხოპლანეტელების იდეა ყოველთვის მხედველობაში მისაღები ბოლო მომენტია კვლევის პროცესში. ჰოკინგისა და მილნერის პროექტს SETI-ს (არამიწიერი ცივილიზაციების ძიება) კვლევის ცენტრი ახორციელებს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში.

„ბორასა და ტროტიეს მიერ 10 000 ობიექტზე შემჩნეული უჩვეულო სპექტრი დამატებით კვლევას საჭიროებს. მათი მხრიდან მსგავსი უჩვეულო პრეტენზიები ასევე უჩვეულო მტკიცებულებებს მოითხოვს. ძალიან ადრეა, ასეთი დაუდასტურებელი სიგნალები ერთმნიშვნელოვნად მიეწეროს არამიწიერ ცივილიზაციათა საქმიანობას“, — წერს SETI-ს კვლევითი ცენტრი განცხადებაში. 

დავუბრუნდეთ თუ რა რა აღმოაჩინეს სინამდვილეში ბორამ და ტროტიემ.

როგორც New Scientist-ი წერს, 2012 წელს ბორამ ივარაუდა, რომ თუკი არამიწიერ ცივილიზაციას ჩვენთან კონტაქტი მოუნდება, დედამიწისკენ ლაზერის გამოსხივების პულსებს გამოაგზავნის, რაც საკმარისად უჩვეულობის გამო, კვლევა-ძიების დაწყების საფუძველიც გახდება.

მისი თქმით, ენერგიის ის სახე, რომელიც გალაქტიკის ნებისმიერი წერტილიდან დედამიწისკენ მსგავსი სიგნალების გამოგზავნისათვის არის საჭირო, „სულაც არ არის სიგიჟე“. ამიტომ, იგი ტროტიესთან შეამხანაგდა და Sloan Digital Sky Survey-ს მიერ შეგროვილი 2,5 მლნ ვარსკვლავის მონაცემების შესწავლა დაიწყო, რათა გაერკვია, მოდიოდა თუ არა რომელიმე ვარსკვლავიდან მსგავსი სიგნალი.

წყვილის ცნობით, მათ 234 ვარსკვლავის შემთხვევაში გამოავლინეს ზუსტად ასეთი ტიპის სიგნალი.

როგორც New Scientist-ი განმარტავს, თუკი უცხოპლანეტელებს გამოვრიცხავთ, ის, რაც სინამდვილეში ამ მეცნიერებმა კვლევის დროს შენიშნეს, შემდეგში მდგომარეობს: 2,5 მილიონი ვარსკვლავის აბსოლუტური უმრავლესობა ზუსტად იგივე სპექტრულ კლასს მიეკუთვნება, რასაც ჩვენი მზე, თუმცა 234 მათგანი დედამიწის მიმართულებით პულსებს ერთი და იგივე პერიოდულობით გამოსცემს — დაახლოებით 1.65 პერიწამის შუალედით.

დიდი ალბათობით, ეს ადამიანური ან პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზია მონაცემთა კლასიფიკაციისას; შესაბამისად, ბორა და ტროტიე სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ობიექტად იქცნენ. 

SETI-ს მეცნიერთან განმარტებით, დედამიწის მიღმა მოწინავე ტექნოლოგიების მფლობელი ცივილიზაციების ძებნისათვის უკვე შემუშავებულია საერთაშორისო პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, მსგავსი ცივილიზაციის აღმოჩენას სჭირდება დადასტურება ორი ან მეტი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ტელესკოპის მხრიდან და რაღა თქმა უნდა, ფრთხილი მუშაობა, რათა გამოირიცხოს ყველა სხვა ახსნა.

იმ ფენომენების კვანტიფიკაციისთვის, რომლებიც შესაძლოა არამიწიერი ცივილიზაციების არსებობაზე მიუთითებდეს, მათ ასევე შემუშავებული აქვთ სკალა 0-დან 10-მდე, ე. წ. რიოს სკალა.

მათი თქმით, ამ სკალის მიხედვით, ბორა-ტროტიეს შედეგები ამჟამად კვალიფიცირდება 0-ით ან 1-ით (არა/უმნიშვნელო), თუმცა ყველაფერი სულ მალე გაირკვევა.

„ბერკლის SETI-ის კვლევითი ცენტრის გუნდმა ბორასა და ტროტიეს ნუსხას კიდევ რამდენიმე ვარსკვლავი დაუმატა, რომლებიც დაკვირვებისათვის პროექტ Breakthrough Listen-ის პლანეტათა ავტომატურ მაძიებელ (APF) 2,4 მეტრიან ოპტიკურ ტელესკოპს გადაეცემა“, — იუწყება გასულ კვირაში გამოქვეყნებული განცხადება.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სამყარო საერთოდ არ უნდა არსებობდეს - CERN-ის ლაბორატორიის დასკვნა
სამყარო საერთოდ არ უნდა არსებობდეს - CERN-ის ლაბორატორიის დასკვნა
სულ ახლახან, მეცნიერებმა დაადასტურეს სამყ
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგის სადოქტორო დისერტაციის წაკითხვის მსურველთა სიმრავლემ კემბრიჯის უნივერსიტეტის ვებგვერდი მწყობრიდან გამოიყვანა
სტივენ ჰოკინგის სადოქტორო დისერტაციის წაკითხვის მსურველთა სიმრავლემ კემბრიჯის უნივერსიტეტის ვებგვერდი მწყობრიდან გამოიყვანა
ცნობილი ბრიტანელი მეცნიერის სტივენ ჰოკინგის სადოქტორო დისერტაციის წაკითხვის მსურველთა დიდმა რ
წაკითხვა
კოსმოსური დაკრძალვა - მიმოფანტეთ თქვენი საყვარელი ადამიანების ფერფლი კოსმოსში
კოსმოსური დაკრძალვა - მიმოფანტეთ თქვენი საყვარელი ადამიანების ფერფლი კოსმოსში
გსურთ, თქვენი ფერფლი კოსმოსში მიმოიფანტოს? მიმზიდველი წინადადებაა, მაგრამ შესაძლოა ეს ის გამო
წაკითხვა
იდუმალებით მოცული ბნელი ენერგია იმაზე დინამიკურია, ვიდრე მიგვაჩნდა - ახალი კვლევა
იდუმალებით მოცული ბნელი ენერგია იმაზე დინამიკურია, ვიდრე მიგვაჩნდა - ახალი კვლევა
უკვე 20 წელზე მეტია, ფიზიკოსები თავს იმტვ
წაკითხვა
ავსტრალია საკუთარ კოსმოსურ სააგენტოს ქმნის
ავსტრალია საკუთარ კოსმოსურ სააგენტოს ქმნის
ავსტრალიის ფედერალური მთავრობის ცნობით, ქვეყანას ბოლოსდაბოლოს ექნება ეროვნული კოსმოსური სააგე
წაკითხვა
კოსმოსში დედამიწის ხალხთა გზავნილის გაშვებიდან 40 წელი გავიდა -  „ვოიაჯერ ერთის“ მოგზაურობა გრძელდება
კოსმოსში დედამიწის ხალხთა გზავნილის გაშვებიდან 40 წელი გავიდა - „ვოიაჯერ ერთის“ მოგზაურობა გრძელდება
შესაძლო უცხოპლანეტელებისთვის კოსმოსში დედამიწის ხალხთა გზავნილის გაშვებიდან
წაკითხვა
ფრანჩესკო ტოტის მაისური კოსმოსში გაუშვეს
ფრანჩესკო ტოტის მაისური კოსმოსში გაუშვეს
"რომას" ლეგენდის ფრანჩესკო ტოტის 10-ნომრიანი მაისური კოსმოსში გაუშვეს. ეს მოხდა რაკ
წაკითხვა
კვირის საუკეთესო კოსმოსური ფოტოები
კვირის საუკეთესო კოსმოსური ფოტოები
წაკითხვა