| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/title/141527.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 სტივენ ჰოკინგი: კაცობრიობა მომდევნო 1000 წელში დაიღუპება თუ ჩვენი პლანეტიდან არ გავიქეცითმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-11-15 21:53:00
ბრიტანელი პროფესორი სტივენ ჰოკინგი კაცობრიობას აფრთხილებს, რომ მომდევნო 1000 წლის მანძილზე დედამიწაზე ვეღარ გადავრჩებით თუ საცხოვრებლად სხვა პლანეტა არ ვეძებეთ. ფიზიკის სახელგანთქმულმა თეორეტიკისმა და კოსმოლოგმა მომავლის ეს ტრაგიკული სურათი გუშინ, ოქსფორდის უნივერსიტეტში, სამყაროსა და ადამიანის წარმოშობის შესახებ ჩატარებულ ლექციაზე დახატა. 74 წლის პროფესორი სამყაროზე საუბრისას ეყრდნობა გასული ხუთი ათწლეულის მანძილზე დაგროვილ ცოდნას და 2016 წელს აღწერს როგორც „დიდებულ დროს, რომ იყო ცოცხალი და აწარმოო კვლევები თეორიულ ფიზიკაში“. „გასული 50 წლის მანძილზე, სამყაროს ჩვენეული სურათი ძალიან შეიცვალა და ბედნიერი ვარ თუ ამაში პირადად მეც მიმიძღვის პატარა წვლილი. ნამდვილი ტრიუმფია ის ფაქტი, რომ ადამიანებს, რომლებიც ბუნების ფუნდამენტურ ნაწილაკებად იქცნენ, შესაძლებლობა მიეცათ ასე ახლოს მისულიყვნენ იმ კანონების გაგებასთან, რომლებიც ჩვენ ყველას და სრულიად სამყაროს გვმართავს“, — განაცხადა ჰოკინგმა. იმ ამბიციური ექსპერიმენტების უკეთ წარმოსაჩენად, რომელთა მიზანიც სამყაროს უფრო ზუსტი სურათის დახატვაა, ჰოკინგმა აღნიშნა: „სუპერკომპიუტერების დახმარებით, ჩვენ მომავალში განვსაზღვრავთ მილიონობით გალაქტიკის ადგილმდებარეობას. უკეთ გავიგებთ ჩვენს ადგილს სამყაროში და ერთ მშვენიერ დღესაც, იქნებ იმის შესაძლებლობაც მოგვეცეს, რომ გრავიტაციული ტალღების საშუალებით წარსულში დავბრუნდეთ და დიდი აფეთქების გულს დავაკვირდეთ“. „მაგრამ ამავე დროს, კაცობრიობის მომავლისთვის აუცილებელია გავაგრძელოთ კოსმოსში გაჭრა. არ ვფიქრობ, რომ მომდევნო 1000 წელში გადარჩენის რაიმე შანსი გვაქვს თუ ჩვენი მყიფე პლანეტიდან არ გავიქეცით“, — აღნიშნა ჰოკინგმა. უკვე რამდენიმე თვეა, პროფესორი ჰოკინგი კაცობრიობის მომავალზე პროგნოზებს აკეთებს. იანვარში, მან ყურადღება გაამახვილა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად წარმოქმნილ საფრთხეებზე. მისივე ვარაუდით, ადამიანთა თვითკმარი კოლონიების დაარსება მარსზე მომდევნო 100 წლის მანძილზეც ვერ მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანთა მოდგმა „ძალიან ფრთხილად“ უნდა იყოს ამ მომენტის დადგომამდე. ასეთი შემზარავი გაფრთხილების შემდეგ, სტუდენტებს უფრო წამახალისებელი მინიშნებები მისცა, რათა იკვლიონ სამყაროს ის საიდუმლოებები, რომლებიც ჯერ ამოხსნილი არაა. „გახსოვდეთ, მუდამ მაღლა იყურეთ, უცქირეთ ვარსკვლავებს და არა დაბლა, თქვენს ფეხებს. შეეცადეთ იგრძნოთ, რასაც ხედავთ; გაოცდით იმით თუ რის გამო, რატომ არსებობს სამყარო. იყავით ცნობისმოყვარე. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება შესაძლოა რთული ჩანდეს, ყოველთვის არსებობს რაღაც, რისი გაკეთებაც წარმატებით შეგიძლიათ. არასოდეს დათმოთ“. მომზადებულია The Independent-ის მიხედვით დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სტივენ ჰოკინგის სადოქტორო დისერტაციის წაკითხვის მსურველთა სიმრავლემ კემბრიჯის უნივერსიტეტის ვებგვერდი მწყობრიდან გამოიყვანა
ცნობილი ბრიტანელი მეცნიერის სტივენ ჰოკინგის სადოქტორო დისერტაციის წაკითხვის მსურველთა დიდმა რ
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგი - ტრამპის კლიმატის პოლიტიკა დედამიწას ვენერას ბედს უქადის
რამდენიმე დღის წინ, ლეგენდარულმა ინგლისელ
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგი: ადამიანებს დედამიწის დატოვება აუცილებლად სჭირდებათ - კიდევ ერთი გაფრთხილება ფიზიკოსისგან
მაისში, სახელგანთქმულმა ინგლისელმა ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა კიდევ ერთი აპოკალიფსური პროგნოზი
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგისა და 32 მოწინავე ფიზიკოსის მწვავე წერილი სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით
საუკუნეთა მანძილზე, სამყაროს წარმოშობის საკითხი ადამიანებს საგონებელში აგდებდა. ეს საკითხი მუ
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგი - კაცობრიობას დედამიწის დასატოვებლად მხოლოდ 100 წელი აქვს
გასული წლის ბოლოს, სტივენ ჰოკინგმა დედამი
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგი კოსმოსში მიემგზავრება
სტივენ ჰოკინგი — მსოფლიოში ყველაზე ცნობილ
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგი ჰოსპიტალიზებულია
ბრიტანელი მეცნიერი, ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი, 74 წლის სტივენ ჰოკინგი რომის კლინიკაში ჯანმრთე
წაკითხვა
ჰოკინგი გვაფრთხილებს - შევწყვიტოთ უცხოპლანეტელთა ძებნა მანამ, სანამ ძალიან გვიანი არაა
როდესაც არამიწიერ, გონიერ ცივილიზაციასთან
წაკითხვა
|