საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/title/165130.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

3194

იუპიტერი მზის სისტემის უძველეს პლანეტად გამოცხადდა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-06-13 19:43:00

როგორც მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, იუპიტერი მზის სისტემის უძველესი პლანეტაა. 

გერმანიის ლოურენს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიისა და მიუნშტერინის უნივერსიტეტის პლანეტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა რკინის მეტეორიტებში არსებული ვოლფრამისა და მოლიბდენის შესწავლისას დაადგინა, რომ მეტეორიტები წარმოქმნილია გენეტიკურად განსხვავებული ორი სხვადახვა ნისლეულის რეზერვუარებში, რომლებიც თანაარსებობდნენ, მაგრამ მზის სისტემის დაბადებიდან 1-4 მილიონი წლის შემდეგ გაიყვნენ. 

„ამ გაყოფის ყველაზე შესაძლო, ეფექტიანი მექანიზმი იუპიტერის წარმოქმნაა, რაც ნაპრალს აჩენს დისკში (ვარსკვლავიდან წამოსული გაზისა და მტვრის ველზე) და ხელს უშლის ნივთიერებათა გაცვლას ორ რეზერვუარს შორის“, — ამბობს კვლევის უფროს ავტორი თომას კრუიჯერი. 

„იუპიტერი მზის სისტემის უძველესი პლანეტაა, მისი მყარი ბირთვი მზის ნისლეულის მიმოფანტვამდე დიდი ხნით ადრე დაიბადა, რაც თანხვედრაში მოდის გიგანტური პლანეტის ფორმაციისთვის შექმნილ ბირთვის შეზრდის მოდელთან“. 

იუპიტერი მზის სისტემის ყველაზე მასიური პლანეტაა და მის არსებობას უზარმაზარი გავლენა ჰქონდა მზის აკრეციული დისკის დინამიკაზე. იუპიტერის ასაკის ცოდნა საკვანძო საკითხია იმის გასაგებად, თუ როგორ ჩამოყალიბდა მზის სისტემა და მიაღწია დღევანდელ არქიტექტურას. მიუხედავად იმისა, რომ იუპიტერის სიძველეს მრავალი მოდელი პროგნოზირებდა, დღემდე ვერ ხერხდებოდა მისი დაბადების დათარიღება. 

„ჩვენ არ გვაქვს იუპიტერის მატერიის არანაირი ნიმუში (სხვა სხეულებისგან განსხვავებით. მაგ. მარსი, მთვარე, ასტეროიდები). ჩვენს კვლევაში, იუპიტერის ასაკის განსაზღვრისთვის გამოვიყენეთ მეტეორიტების იზოტოპთა ხელწერა“, — ამბობს კრუიჯერი. 

ჯგუფმა ანალიზები ჩაუტარა მეტეორიტებს, რომელთაც მზის სისტემის ისტორიის დასაწყისიდან სულ რაღაც 1 მილიონი წლის შემდეგ, იუპიტერის მყარი ბირთვი წარმოქმნეს. სწრაფი ფორმაციის შემდეგ, იუპიტერი ეფექტიანი ბარიერის როლს ასრულებდა მთელი დისკის მასშტაბით, მატერიის შიდა მიმართულებით მოძრაობის წინააღმდეგ. ეს კი კარგად ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ არაა მზის სისტემაში სუპერდედამიწის ტიპის არც ერთი პლანეტა.  

როგორც ჯგუფმა დაადგინა, იუპიტერის ბირთვის მასამ სულ რაღაც 1 მილიონ წელიწადში დედამიწის მასას 20-ჯერ გადააჭარბა, მზის სისტემის წარმოქმნიდან 3-4 მილიონი წლის შემდეგ კი გიგანტის ბირთვმა 50 დედამიწის მასას მიაღწია.  

ადრეულ თეორიათა მიხედვით, იუპიტერისა და სატურნის მსგავსი გაზის გიგანტი პლანეტების ისტორია დედამიწაზე 10-20 ჯერ მასიური ბირთვების წარმოქმნით დაიწყო, რასაც მოჰყვა გაზის აკუმულაცია ამ ბირთვთა გარშემო. დასკვნა კი იმაში მდგომარეობს, რომ გაზის გიგანტთა ბირთვები მზის ნისლეულის მიმოფანტვამდე ბევრად ადრე უნდა წარმოქმნილიყი; მზის ნისლეული ახალგაზრდა მზის გარშემო არსებული დისკი იყო, რომელიც სისტემის დაბადებიდან 1-10 მილიონი წლის განმავლობაში არსებობდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბირთვთა სწრაფ აკრეციას მოდელები აქამდეც წინასწარმეტყველებდა, ამ დრომდე შეუძლებელი იყო მათი დათარიღება.  

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ იუპიტერის ზრდის დათარიღება შესაძლებელია იმდროინდელი განსხვავებული გენეტიკური მემკვიდრეობისა და მეტეორიტების გამოყენებით“, — აღნიშნავს კრუიჯერი. 

მეტეორიტთა უმეტესობა სათავეს იღებს მარსსა და იუპიტერს შორის არსებული ასტეროიდთა სარტყლის პატარა სხეულებიდან. სავარაუდოდ, თავდაპირველად ეს სხეულები ჰელიოცენტრული მანძილის ბევრად უფრო ფართო დიაპაზონში ჩამოყალიბდა. ამის ვარაუდის შესაძლებლობას მეტეორიტთა განსხვავებული ქიმიური და იზოტოპური შემადგენლობა იძლევა; ამაზე მეტყველებს დინამიკური მოდელებიც, რომლებიც მიუთითებს, რომ გაზის გიგანტთა გრავიტაციულმა გავლენამ განაპირობა მცირე სხეულთა მიმოფანტვა ასტეროიდთა სარტყელში. 

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
იუპიტერი შეიძლება ერთ დროს ოკეანეებით ყოფილიყო დაფარული
იუპიტერი შეიძლება ერთ დროს ოკეანეებით ყოფილიყო დაფარული
იუპიტერი შეიძლება ყოველთვის არ ყოფილა წყა
წაკითხვა
იუპიტერის უძლიერეს პოლარულ ნათებას საიდუმლოებით მოცული წყარო აქვს
იუპიტერის უძლიერეს პოლარულ ნათებას საიდუმლოებით მოცული წყარო აქვს
რაც უფრო ბევრ ახალს ვიგებთ იუპიტერის შესა
წაკითხვა
ჯეიმს ვების ტელესკოპი მზის სისტემის „ოკეანურ სამყაროებს“ შეისწავლის
ჯეიმს ვების ტელესკოპი მზის სისტემის „ოკეანურ სამყაროებს“ შეისწავლის
NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი თა
წაკითხვა
ჰაბლმა შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში „კაშკაშა“ წყალი აღმოაჩინა - პირველად ისტორიაში
ჰაბლმა შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში „კაშკაშა“ წყალი აღმოაჩინა - პირველად ისტორიაში
პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის სისტ
წაკითხვა
10 ივლისს, ჯუნო იუპიტერის იდუმალ, დიდ წითელ ლაქას გადაუფრენს
10 ივლისს, ჯუნო იუპიტერის იდუმალ, დიდ წითელ ლაქას გადაუფრენს
იუპიტერის ორბიტაზე ყოფნის იუბილედან რამდე
წაკითხვა
ჯუნოს ფოტოსესია - ყველაზე ახლოს იუპიტერთან
ჯუნოს ფოტოსესია - ყველაზე ახლოს იუპიტერთან
ფერად ფოტოთა თანმიმდევრობაზე კარგად ჩანს
წაკითხვა
ივნისში, ღამის ცაზე იუპიტერი და სატურნი გამოჩნდება
ივნისში, ღამის ცაზე იუპიტერი და სატურნი გამოჩნდება
ივნისში, ღამის ცის დამკვირვებლებს კარგი ა
წაკითხვა
ხომალდმა „ჯუნომ“ გააცამტვერა ყველაფერი, რაც იუპიტერის შესახებ ვიცოდით
ხომალდმა „ჯუნომ“ გააცამტვერა ყველაფერი, რაც იუპიტერის შესახებ ვიცოდით
სწორედ მაშინ, როდესაც ვფიქრობდით, რომ იუპ
წაკითხვა