საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2109

ჰაბლი TRAPPIST-1-ის პლანეტებზე წყლის შესაძლო არსებობას მიუთითებს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-01 20:09:00

Tags:TRAPPIST-1

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი გამოიყენა, რათა შეესწავლათ, შესაძლებელია თუ არა იყოს წყალი წითელ ჯუჯა ვარსკვლავ TRAPPIST-1-ის გარშემო მოძრავ დედამიწის მსგავს შვიდ პლანეტაზე. როგორც შედეგები აჩვენებს, სისტემის გარე პლანეტებზე შესაძლოა წყლის მნიშვნელოვანი მარაგი იყოს. მათ შორის არის ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში მდებარე სამი პლანეტა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მოსაზრებას, რომ შესაძლებელია ეს პლანეტები სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს

2017 წლის 22 თებერვალს, ასტრონომებმა მთელ მსოფლიოს ამცნეს, რომ დედამიწიდან 39 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ულტრაცივ წითელ ჯუჯა ვარსკვლავ TRAPPIST-1-ის გარშემო აღმოჩენილი იყო დედამიწის ზომის შვიდი პლანეტა. აღსანიშნავია, რომ  TRAPPIST-1-ის სისტემაში დედამიწის ზომის ყველაზე მეტი პლანეტაა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.  

აღმოჩენის შემდეგ, იმის დასადგენად, თუ რა ოდენობის ულტრაიისფერ გამოსხივებას იღებს სისტემის თითოეული პლანეტა, საერთაშორისო ჯგუფმა ჟენევის უნივერსიტეტის ობსერვატორიის ასტრონომის, ვენსან ბურიეს ხელმძღვანელობით, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ვიზუალიზაციის სპექტროგრაფი (STIS) გამოიყენა.  

„ულტრაიისფერი გამოსხივება მნიშვნელოვანი ფაქტორია პლანეტათა ატმოსფერულ ევოლუციაში. ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში, სადაც მზის ულტრაიისფერი ნათება მოლეკულებს შლის, ვარსკვლავის ულტრაიისფერ შუქს ასევე შეუძლია დაშალოს ეგზოპლანეტათა ატმოსფეროში არსებული წყლის ორთქლი წყალბადად და ჟანგბადად“, — განმარტავს ბურიე. 

დაბალი ენერგიის მქონე ულტრაიისფერი რადიაციის მიერ წყლის მოკელულების დაშლას ფოტოდისოციაცია ეწოდება. უფრო ენერგიული ულტრაიისფერი გამოსხივება და რენტგენული გამოსხივება პლანეტის ატმოსფეროს ზედა ნაწილს აცხელებს, რაც ფოტოდისოციაციის შედეგად დარჩენილ პროდუქტებს — წყალბადსა და ჟანგბადს გაქცევის საშუალებას აძლევს. 

იქიდან გამომდინარე, რომ აირადი წყალბადი ძალიან მსუბუქია, ადვილად გარბის ეგზოპლანეტის ატმოსფეროდან და შესამჩნევი ხდება ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისთვის, რაც ატმოსფერული წყლის ორთქლის შესაძლო მანიშნებელია. TRAPPIST-1-ის მიერ გამოყოფილი ულტრაიისფერი რადიაციის დაკვირვებადი ოდენობა ნამდვილად გვაფიქრებინებს, რომ დროთა განმავლობაში, პლანეტებმა შეიძლება წყლის უზარმაზარი ოდენობა დაკარგეს. 

ეს მოსაზრება განსაკუთრებით სწორია ყველაზე შიდა ორი პლანეტის — TRAPPIST-1b-ისა და TRAPPIST-1c-ისთვის, რომლებიც ულტრაიისფერი გამოსხივების უდიდეს ოდენობას იღებენ.  

„როგორც ჩვენი კვლევის შედეგები მიუთითებს, ამ პლანეტათა ევოლუციაში შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ატმოსფერულმა გაქცევამ“, — ასკვნის ჯულიან დე ვიტი, კვლევის თანაავტორი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან.  

უკანასკნელი რვა მილიარდი წლის განმავლობაში, შიდა პლანეტებმა შესაძლოა დედამიწის ოკეანის მარაგზე 20-ჯერ მეტი წყალი დაკარგეს. თუმცა, გაცილებით ნაკლები წყალი უნდა დაეკარგათ გარე პლანეტებს, მათ შორის სასიცოცხლო ზონაში მოქცეულ e, f და g პლანეტებს. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ მათ ზედაპირზე ჯერ კიდევ შეიძლება იყოს გარკვეული ოდენობის თხევადი წყალი. წყლის დანაკარგებისა და წყლის გეოფიზიკური გამოთავისუფლების მაჩვენებლის დაანგარიშება ასევე მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ გარე, მასიურ პლანეტებზე წყალია. მიუხედავად ამისა, ამჟამინდელი მონაცემების საფუძველზე ჯერჯერობით არ არსებობს საბოლოო დასკვნა TRAPPIST-1-ის პლანეტებზე წყლის არსებობასთან დაკავშირებით. 

„მართალია, ჩვენი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სისტემის გარე პლანეტები საუკეთესო კანდიდატებია ჯეიმს ვების მომავალი ტელესკოპით წყლის საძიებლად, მაგრამ ასევე კარგად წარმოჩნდა თეორიული და დამატებითი კვლევების საჭიროება ტალღის ყველა სიგრძეში, რათა განისაზღვროს TRAPPIST-1-ის პლანეტების ბუნება და მათი სიცოცხლისუნარიანობის პოტენციალი“, — ასკვნის ბურიე. 


TRAPPIST-1 და მისი პლანეტები



მზე და TRAPPIST-1


მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
შესაძლებელია თუ არა, რომ TRAPPIST-1-ის პლანეტებს გაზის გიგანტი და-ძმები ჰყავდეთ
შესაძლებელია თუ არა, რომ TRAPPIST-1-ის პლანეტებს გაზის გიგანტი და-ძმები ჰყავდეთ
კარნეგის მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა დასვა საკ
წაკითხვა
შეიძლება თუ არა იყოს სიცოცხლე TRAPPIST-1-ის ვარსკვლავურ სისტემაში - ახალი კვლევა
შეიძლება თუ არა იყოს სიცოცხლე TRAPPIST-1-ის ვარსკვლავურ სისტემაში - ახალი კვლევა
მეცნიერთა ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა განსაზღვრა ის მთავარი გამოწვევები, რომლებიც სიცოცხლის გა
წაკითხვა
TRAPPIST-1-ის სისტემაში სიცოცხლე თავისუფლად მოხვდებოდა ერთი პლანეტიდან მეორეზე
TRAPPIST-1-ის სისტემაში სიცოცხლე თავისუფლად მოხვდებოდა ერთი პლანეტიდან მეორეზე
ცოტა ხნის წინ, NASA-მ ახალი ვარსკვლავური
წაკითხვა
კეპლერის ტელესკოპმა ახლახან აღმოჩენილი სისტემა TRAPPIST-1-ის შესახებ დამატებითი ცნობები შეაგროვა
კეპლერის ტელესკოპმა ახლახან აღმოჩენილი სისტემა TRAPPIST-1-ის შესახებ დამატებითი ცნობები შეაგროვა
როგორც გახსოვთ, 22 თებერვალს, ასტრონომებმ
წაკითხვა
რა აღმოაჩინა NASA-მ? პრესკონფერენცია, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა
რა აღმოაჩინა NASA-მ? პრესკონფერენცია, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა
წაკითხვა