|
https://old.1tv.ge/en/user/view/5379/info.htmlhttps://old.1tv.ge/en/user/view/5379/posts.htmlhttps://old.1tv.ge/en/user/video_posts/5379/video_posts.html
|
ელენე მარგველაშვილი
host
g 0 Posts
g 0 Views
მიმაჩნია, რომ ხელოვნება არის გზა ადამიანის სულიერი განვითარებისკენ, საკუთარი თავის დახვეწის შესაძლებლობა. ყოველთვის ვცდილობ თვითგამოხატვის ყველაზე გულწრფელ და შესაფერის ფორმას მივაგნო და ამით მოვიპოვო პიროვნული თავისუფლება. ამიტომაც მიყვარს ალტერნატიული მუსიკა და ცოცხალი კონცერტები. ჩემს მეგობრებად მიმაჩნია The Beatles, Nirvana, Smashing Pumpkins, Nine Inch Nails. Pj Harvey და ბევრი სხვა. ვცდილობ ვისწავლო ელექტროგიტარაზე დაკვრა, ბავშვობიდან ვხატავ, ბოლო 2 წელია კი ვსწავლობ თბილისის სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნებისა და ვიზუალური კომუნიკაციების მაგისტრატურის ფაკულტეტზე. მაქვს შექმნილი რამდენიმე ვიდეო ნამუშევარი, ასევე მაინტერესებს კინოწარმოება და მიმუშავია სხვადასხვა სახელოვნებო პროექტებზე. საშინლად შემტკივა გული ჩემი ქალაქის ბედზე და ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო თბილისის იერსახის, მისი ავთენტურობის და მთავარი ფასეულობების შენარჩუნებასა და განვითარებაში. 2012 წლიდან ვხელმძღვანელობ ორგანიზაციას "იარე ფეხით" და ვმუშაობ ახალგაზრდებისგან შემგდარ არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად. განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ორგანიზაციის და ახალგაზრდა ქართველი არტისტების თანამშრომლობით, 2014-15 წლებში ჩვენ თბილისის საზოგადოებრივ სივრცეებში 8 დროებითი ინსტალაცია განვათავსეთ. "კომუნიკატორში" მომიყვანა ცნობისმოყვარეობამ და საკუთარი თავის ახალ სფეროში გამოცდის სურვილმა, ყოველთვის მიყვარდა ეს გადაცემა და ვთვლი, რომ აქ ბევრი შემიძლია ვისწავლო, ასევე ბევრი გავაკეთო ქართული სუბკულტურების განვითარებმისთვის. თუ გადავწვიტე ჩემი საქმიანობის მედიაში გაგრძელება, სიბერეში აუციელბლად მექნება საავტორო რადიო პროექტი: "მარინა ცვეტაევა და როკენროლი". |