საზოგადოებრივი
104.5 FM
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - რა საკითხებზე იმსჯელებენ ბორდის წევრები
გამოქვეყნებულია: 2017-02-10 11:07:00
ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა იწყება. ბორდის წევრები გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილ გარდაქმნისა და განვითარების  გეგმასა და ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმებზე იმსჯელებენ. რატი ხვისტანი დეტალებით.
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი: რეფორმირების გეგმის დამტკიცებამდე საეთერო ბადეში არსებული ყველა გადაცემა ეთერში გავა
გამოქვეყნებულია: 2017-02-10 10:09:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების გეგმის დამტკიცებამდე საეთერო ბადეში არსებული ყველა გადაცემა ეთერში გავა. მაუწყებლის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება შეფასების კრიტერიუმების შედგენის შემდეგ იქნება მიღებული. კრიტერიუმების განსაზღვრის საკითხზე სამეურვეო საბჭო და მენეჯმენტი შეხვედრას ხუთშაბათს გამართავენ. მანამდე ბორდი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. მაუწყებლის რეფორმირების სტრატეგიაზე მუშაობს საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ბიუჯეტისა და ტექნიკური აღჭურვის საკითხზე არსებული დოკუმენტები და კვლევები გუშინ გამოითხოვა. საინიციატივო ჯგუფში განმარტავენ, რომ გენერალურ დირექტორსა და ბორდს კონკრეტულ სტრატეგიას აღნიშნული დოკუმენტების გაცნობის შემდეგ წარუდგენენ. 
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს დირექტორის მიერ წარდგენილ გარდაქმნის და განვითარების გეგმას განიხილავს
გამოქვეყნებულია: 2017-02-10 10:06:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს სხდომას გამართავს, სადაც გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილ გარდაქმნის და განვითარების  გეგმას  განიხილავს. ბორდის წევრები დღესვე იმ კრიტერიუმებზეც იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც, გადაცემების შეფასება მოხდება. სამეურვეო საბჭომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება 5 დღის ვადაში უნდა მიიღოს. სამეურვეო საბჭოს  წევრები განმარტავენ, რომ დღევანდელ სხდომაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღება. საბჭოს ნაწილი გეგმას მხარს არ უჭერს და ალტერნატიული წინადადებების მოლოდინშია. ბორდში კრიტერუმების განსაზღვრის შემდეგ რეფორმირების გეგმაში ცვლილებების განხორციელებას არ გამორიცხავენ, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებენ. 
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს განცხადება
გამოქვეყნებულია: 2017-02-09 22:03:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო აქციის მონაწილეების მაუწყებლის ფოიეში შემოჭრის ფაქტს ეხმაურება. „9 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეები ნებართვის გარეშე შემოიჭრნენ მაუწყებლის ფოიეში და ძალადობრივი გზით გავიდნენ პირდაპირ ეთერში. ამ ფაქტს ვაფასებთ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის უხეშ ხელყოფად. ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს. მომხდარი ფაქტი არის სახიფათო პრეცედენტი, საგანგაშო სიგნალი, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომ ნორმალურ ფუნქციონირებას. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში და პირდაპირ ეთერში შეჭრის ფაქტი უნდა გახდეს საზოგადოების მხრიდან აქტიური მსჯელობის საგანი, რათა ადეკვატურად გავაცნობიეროთ მომხდარის მნიშვნელობა და თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები. მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, მედიის ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, ნუ წაახალისებენ ძალადობას და გაემიჯნონ აგრესიულ ქმედებებს“, - ნათქვამია განცხადებაში. 
წაკითხვა
რა საკითხებზე იმსჯელეს სსმ-ის სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტის შეხვედრაზე [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-02-09 21:32:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა სამეურვეო საბჭოს წევრებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაციაში არსებულ ვითარებასა და მენეჯმენტის მიერ რამდენიმე დღის წინ წარმოდგენილ გეგმაზე იმსჯელეს. მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საბჭო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის შეფასების კრიტერიუმი. მაღლაფერიძის თქმით, ის გეგმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ახალმა მენეჯმენტმა წარადგინა, გათვლილი იყო იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გამხდარიყო ლიდერი ტელეკომპანია და რეიტინგებშიც უნდა ყოფილიყო მოწინავე პოზიციებზე.თუმცა, მისი თქმით, ბოლო პერიოდში გამოითქვა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ რეიტინგი, შესაძლოა, არ იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ფუნქცია. აქედან გამომდინარე, ახალი კრიტერიუმების შეფასების შემდეგ, მაღლაფერიძის თქმით, უკვე ამ კრიტერიუმებს მოერგება ის გეგმა, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი განვითარებას გააგრძელებს. შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალის სანახავად, მიჰყევით შემდეგ ბმულებს: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, გენერალური დირექტორისა და აღმასრულებელი საბჭოს გაერთიანებული სამუშაო შეხვედრა (ვიდეო. I ნაწილი)საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, გენერალური დირექტორისა და აღმასრულებელი საბჭოს გაერთიანებული სამუშაო შეხვედრა (ვიდეო. II ნაწილი)
წაკითხვა
პრეზიდენტი მაუწყებლის ბორდის წევრებს ხვდება
გამოქვეყნებულია: 2017-02-08 17:05:00
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს ხვდება.ბორდის წევრებთან შეხვედრის თემა, სავარაუდოდ, მაუწყებელში მიმდინარე პროცესებია.შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე დაიწყო.
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე: ტელევიზია გადავა და მთლიანად დაეტევა მესამე კორპუსში
გამოქვეყნებულია: 2017-02-08 16:38:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, მთელი ტელევიზია დაეტევა ე.წ. მესამე კორპუსში. ამის შესახებ გენდირექტორმა „მოამბესთან“ ინტერვიუში აღნიშნა. ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით სამეურვეო საბჭოს ზოგიერთი წარმომადგენლის გამონათქვამები აკვირვებს. „ჩვენ შევამოწმეთ ე.წ. მესამე კორპუსი, რომელიც ამ შენობის უკან დგას. აღმოჩნდა, რომ ეს არის ძალიან საღი შენობა; ეს არის უნიკალური შენობა, იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი სტუდია ფაქტობრივად, საქართველოში მეორე არ არის. ეს ტელევიზია გადავა და მთლიანად დაეტევა ამ შენობაში. ხოლო, ამ დანარჩენ ტერიტორიას ბორდი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს. ახლა უკვე, როდესაც ეს გახდა ცნობილი, ძალიან მიკვირს ბორდის ზოგიერთი წევრის, გნებავთ, ზოგიერთი თანამშრომლის, რომელიც უცებ ატყდა შენობის გაყიდვის თემაზე.რასაკვირველია, მსგავსი არაფერი მოხდება და ახლა, კითხვას ვსვამ, რამე ზედმეტი ინტერესი ხომ არ ჰქონდათ და რატომ ტეხენ ამ აჟიოტაჟს“, - აცხადებს მაღლაფერიძე. ამავე თემაზე კომენტარს აკეთებს გენდირექტორის მრჩეველი ია ანთაძე და შენობის გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. „საუბარი არ არის, რომ რამე უნდა გასხვისდეს. ეს ტერიტორია ჩვენია, ეს შენობები ჩვენია. არანაირი განზრახვა არ არის, არც რაიმე ინტერესია. როდესაც ეკონომიკის სამინისტროზ
წაკითხვა
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო: „სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ შენობის გასხვისების საკითხს არ განიხილავს“
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 22:42:00
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განმარტებას აკეთებს.„2016 წლის ნოემბერში სააგენტოში წარმოდგენილი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი (15464/12; 30.11.2016), რომელსაც დანართის სახით ახლდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. წერილში აღნიშნული იყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული შენობა არის საკმაოდ მძიმე ავარიულ მდგომარეობაში, განსაკუთრებით მისი ადმინისტრაციული ნაწილი, რის გამოც ახალი „ნიუსრუმის“ მშენებლობისთვის ითხოვდნენ ალტერნატიული ფართის გამოყოფას და ამ თემაზე მოლაპარაკებების დაწყებას. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მოეძებნა და შეეთავაზებინა ალტერნატიული ქონება (მიწის ნაკვეთი), თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, (ე.წ.
წაკითხვა
მაუწყებლის განვითარების ხედვა - სამეურვეო საბჭო ალტერნატიული ვერსიების მოლოდინშია
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 20:05:00
შეიცვლება თუ არა მაუწყებლის განვითარების ხედვა - ხუთშაბათიდან საჯარო დისკუსია იწყება. სამეურვეო საბჭო და გენერალური დირექტორი, პურველ რიგში, თანამშრომლებს, შემდეგ კი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მოუსმენენ. ბორდის ცნობით, დიალოგი შესაძლოა რამდენიმე ეტაპად წარიმართოს. მთავარი ახლა გამოსავლის ძიებაა. არხზე უკვე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც განვითარების ხედვის ალტერნატიულ ვერსიას წარმოადგენს. თუმცა, გენერალური დირექტორის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, კანონის ფარგლებში, მასობრივი გათავისუფლების პროცესი დაიწყება. ზუსტი სია არ არსებობს, თუ ვინ შეიძლება დატოვოს მაუწყებელი. ავტორების ცნობით, ამას რამდენიმეთვიანი პროცესი გამოაჩენს - გურამ როგავას სიუჟეტო.
წაკითხვა
ია ანთაძე: თუ სამეთვალყურეო საბჭო გენდირექტორის ხედვას სრულად გაიზიარებს, მაუწყებლიდან თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა დაიწყება, თუმცა პროცესი კანონის ფარგლებში იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 18:04:00
როგორ განვითარდება მოვლენები საზოგადოებრივ მაუწყებელში. იმ შემთხვევაში, თუ სამეთვალყურეო საბჭო გენერალური დირექტორის ხედვას სრულად გაიზიარებს, მაუწყებლიდან თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა დაიწყება, თუმცა პროცესი კანონის ფარგლებში იქნება,- ასეთია გენერალური დირექტორის მრჩევლის ია ანთაძის განმარტება. თანამშრომლებისა და სამოქალაქო საზოგადოების გარდა, მაუწყებლის გარდაქმნა-განვითარების 3-წლიან გეგმაზე კითხვები აქვთ ბორდის წევრებსაც . ვასილ მაღლაფერიძეს ისინი ხუთშაბათს შეხვდებიან.
წაკითხვა
რა ფორმატში მოხდება მაუწყებლის განვითარების გეგმის საჯარო განხილვა - საკითხზე სამეურვეო საბჭომ იმსჯელა
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 16:05:00
რა ფორმატში მოხდება მაუწყებლის  გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი  გეგმის საჯარო განხილვა - საკითხზე დღეს სამეურვეო საბჭომ იმსჯელა.  სამუშაო შეხვედრაზე ტექნიკურ დეტალებზე შეთანხმდნენ. გურამ როგავა დეტალებით. 
წაკითხვა
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის": მაუწყებლის ბადიდან ყველა გადაცემის მოხსნით მაუწყებლობის შესახებ კანონი დაირღვევა
განახლებულია: 2017-02-07 12:07:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა კოალიციის ,,მედიის ადვოკატირებისთვის” კრიტიკის მიზეზი გახდა. ნატა ძველიშვილის განცხადებით, მაუწყებლის ბადიდან ყველა გადაცემის მოხსნით მაუწყებლობის შესახებ კანონი დაირღვევა. "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ გადაცემების შეჩერება არხის პარალიზებას გამოიწვევს. მაუწყებლის გენერალური დირექტორი კი რადიკალური ნაბიჯების საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ტელევიზიაში არსებული ვითარება კანონის მოთხოვნებს არც ახლა აკმაყოფილებს. ვასილ მაღლაფერიძე განმარტავს, რომ არხს 102 გადაცემის წარმოების შესაძლებლობა არ გააჩნია. 
წაკითხვა
გენდირექტორის მიერ წარმოდგენილი განვითარების გეგმა - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სამუშაო შეხვედრას მართავს
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 12:05:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სამუშაო შეხვედრას მართავს. ისინი  გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილ გარდაქმნისა და განვითარების სამწლიან  გეგმას დეტალურად უნდა გაეცნონ. ბორდი, საკითხთან დაკავშირებით, ღია დისკუსიებს იწყებს. გურამ როგავა დეტალებით. 
წაკითხვა
გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი გეგმა - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს გენდირექტორის მიერ წარდგენილ გეგმას გაეცნობა
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 10:05:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავს, სადაც   გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილ გარდაქმნისა და განვითარების სამწლიან გეგმას გაეცნობიან. ბორდი საკითხის ირგვლივ ღია დისკუსიის გამართვას გეგმავს. სამეურვეო საბჭოს წევრები ვასილ მაღლაფერიძესთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებთან და მედიაექსპერტებთან შეხვედრებს გამართავენ, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებენ. ბორდის თავმჯდომარე  მტკივნეული ნაბიჯების გადადგმას არ გამორიცხავს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ ჯერ ვერ საუბრობს. საბჭოს წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ საეთერო ბადიდან გადაცემების მოხსნით საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებს. 
წაკითხვა
„ეს არის გადაცემა, სადაც რეალობა „შიშვლდება“ – „რეალური სივრცის“ მხარდასაჭერი აქცია საზოგადოებრივთან
გამოქვეყნებულია: 2017-02-05 18:16:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაცემა „რეალური სივრცის“ მხარდასაჭერად მოძრაობა „მწვანე მუშტი“ აქციას მართავს. აქციის სლოგანია -  „დაიცავი რეალური სივრცე“.აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ მედიის თავისუფლებას. მათი თქმით, ეს არის გადაცემა, რომელიც აშუქებს იმ ადამიანების პრობლემებს, რომელთა ხმაც იშვიათად ისმის საზოგადოებაში.დღევანდელი აქცია, მათი განმარტებით, პრევენციულ ხასიათს ატარებს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია აგრძნობინონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას, რომ ისინი მზად არიან გადაცემის დასაცავად.„ეს არის გადაცემა, სადაც რეალობა „შიშვლდება“. ქართული მედია მსგავსი გადაცემების კრიზისს განიცდის. გადაცემა იცავს ყველანაირ მედიასტანდარტს“,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.აქციას გადაცემა „რეალური სივრცის“ ავტორი და წამყვანი ნინო ზაუტაშვილიც შეუერთდა.მან შეკრებილებს, გადაცემის მთელი გუნდის სახელით, მადლობა გადაუხადა.„ეს გადაცემა მარტო იმიტომ არ არის აუცილებელი რომ მე მჭირდება, ეს სჭირდება ყველას, იმ პოლიციელსაც, რომელიც ახლა აქ გვიცავს. ამიტომ, ყველას გთხოვთ, რომ ვიყოთ ძალიან ყურადღებით, ხვალ, 12:00 საათიან გამოსვლას ჩვენ სულგანაბულები ველოდებით. ამის შემდეგ გაირკვევა, რა რეჟიმში ვიმუშავებთ თქვენთვის.
წაკითხვა
როგორ განვითარდება მოვლენები საზოგადოებრივ მაუწყებელში - გენდირექტორის პირველი კომენტარი პრესკონფერენციამდე
გამოქვეყნებულია: 2017-02-04 20:05:00
როგორ განვითარდება მოვლენები საზოგადოებრივ მაუწყებელში - ეს არის ბოლო დღეების ერთ-ერთი მთავარი თემა. როგორი იქნება საეთერო ბადე და დაიხურება თუ არა გადაცემები, რომელზეც ინფორმაცია ბოლო პერიოდში მედიის საშულაებით აქტიურად ვრცელდება. ამ კითხვებს პასუხი, სავარუდოდ, ორშაბათს სპეციალურ პრესკონფერენციაზე გაეცემა, სადაც   ახალი  გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი საბჭო განვითარების ხედვას წარადგენენ. სალომე ქოქიაშვილი დეტალებით. 
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე: სატელევიზიო ბადეში ყველა დაგეგმილი გადაცემა უცვლელად დარჩება
განახლებულია: 2017-02-04 16:05:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით, პირველ განცხადებას აკეთებს მაუწყებლის გენერალური დირექტორი. ვასილ მაღლაფერიძის განმარტებით, სატელევიზიო ბადეში ყველა დაგეგმილი გადაცემა უცვლელად დარჩება და გავრცელებული ინფორმაცია მათი დახურვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. შეგახსენებთ, რომ კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მაუწყებელში საზოგადოებრივ - პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნაა მოსალოდნელი. ახალი გენერალური დირექტორი თავისი სტრატეგიის გაცნობას საზოგადოებრივისთვის, დეტალურად, 6 თებერვალს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე აპირებს. 
წაკითხვა
საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემების შესაძლო დახურვაზე განცხადებას ავრცელებს "კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის"
განახლებულია: 2017-02-03 20:30:00
საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემების შესაძლო დახურვაზე განცხადებას ავრცელებს "კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის" . არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანების ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ, ასევე, კოალიციის ცნობით, საუბარია სხვადასხვა გადაცემების დახურვაზეც, რასაც კოალიცია ეწინააღმდეგება. „რეალური სივრცის“ ავტორი და წამყვანი ნინო ზაუტაშვილი ამბობს, რომ მას არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია, დაიხურება თუ არა „რეალური სივრცე“, ზაუტაშვილი მენეჯმენტის ოფიციალურ გადაწყვეტილებას ელოდება. მაუწყებლის ხელმძღვანელობას  საკითხზე დღეს განცხადება არ გაუკეთებია. არხზე დაგეგმილ ცვლილებებს და მაუწყებლის განვითარების ხედვას ახალი გენერალური დირექტორი ორშაბათს 12:00-ზე წარადგენს. 
წაკითხვა
6 თებერვალს პრესკონფერეცნიაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ხედვას წარადგენენ
გამოქვეყნებულია: 2017-02-03 19:04:00
6 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და აღმასრულებელი საბჭო პრესკონფერენციას გამართავს. ღონისძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში 12:00 საათზე დაიწყება. პრესკონფერენციაზე გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი საბჭო მაუწყებლის განვითარების ხედვას წარადგენენ.
წაკითხვა
„რეზონანსი“: ბ-ნი ვულფის განცხადება, ან მისი თარგმანი, სინამდვილეს არ შეესაბამება
გამოქვეყნებულია: 2017-02-02 18:31:00
გაზეთი „რეზონანსი“ ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციაზე კენჭისყრისას ულტრა-მემარჯვენე ბრიტანელი პარლამენტარის, სტივენ ვულფის გამოსვლას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ვულფის განცხადება, ან მისი თარგმანი, სინამდვილეს არ შეესაბამება.„ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციაზე კენჭისყრისას ულტრა-მემარჯვენე ბრიტანელი პარლამენტარის, სტივენ ვულფის გამოსვლას ქართულ საზოგადოებაში გაურკვევლობა მოჰყვა.საუბარია ვახტანგ მაისაიას ინტერვიუზე, რომელიც გაზეთში 2016 წლის 22 ივნისს დაიბეჭდა და სადაც ის ყვება „ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან მომავალ საფრთხეზე. კერძოდ იმაზე, თითქოს ტერორისტული ორგანიზაცია ქმნის სპეციალურ 600-700-კაციან ჯგუფს, რომელიც აპირებს საქმიანობა განავითაროს სხვადასხვა მიმართულებით - დაწყებული ცენტრალური აზიიდან და ამერიკით დამთავრებული - მათ შორის საქართველოშიც. გაზეთი ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს და ვერც უარყოფს, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი ინფორმაცია მანამდეც და მას შემდეგაც არაერთ წამყვან ევროპულ და ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნდა.თუმცა ბ-ნმა ვულფმა საქართველოს საკითხის განხილვისას ამაზე ისაუბრა, როგორც მომხდარ ფაქტზე და არა როგორც ექსპერტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე; ამასთანავე, თქვა, თითქოს ყველა ეს „600-700 ტერორისტი" ევროპაში საქართველოდან შედის.გამომდინარე აქედან, ბ-ნი სტივენ ვულფის განცხადება, ან მისი თარგმანი, თითქოს „ქართულმა გაზეთმა განაცხადა, რომ 600-700 ტერორისტი იყენებს საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას...", სინამდვილეს არ შეესაბამება.„რეზონანსის" რედაქტორმა წერილით მიმართა ბ-ნ სტივენ ვულფს ამ ინფორმაციის უარყოფის თხოვნით, რომელიც გამოყენებული იქნა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.„რეზონანსი" ულოცავს საქართველოს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას!“, - აღნიშნულია გაზეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წაკითხვა