საზოგადოებრივი
104.5 FM
რას ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინადადება
გამოქვეყნებულია: 2017-01-28 20:15:00
კანონის არსებული რედაქციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია რეზიდენტი მწარმოებლისგან ინტელექტუალური პროდუქტი (პროგრამები, გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები) ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურება შეისყიდოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ანუ ტენდერის საფუძველზე, რა შემთხვევაშიც უმთავრეს კრიტერიუმს არა ხარისხი, არამედ ფასი წარმოადგენს. მაუწყებელი ახალ რედაქციაში ითხოვს არსებული რეგულაციის ჩანაცვლებას  და ალტერნატივად კონკურსის ფორმის განხილვას,  ხოლო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებას - მხოლოდ არაინტელექტუალური პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვის ნაწილზე. წინადადება  ეხება სარეკლამო რეგულაციების ნაწილსაც. ამჟმად მაუწყებელს აქვს უფლება სპონსორობა და კომერციული რეკლამა განათავსოს მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. ამ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო ყოველ საათში – 6 წუთს. მაუწყებელი ითხოვს ხსენებულ პროდუქციაში სარეკლამო დროის 30 წუთიდან 60 წუთამდე და, შესაბამისად, საათში 6- წუთიანი ლიმიტის 12 წუთამდე გაზრდას. რაც შეეხება სპონსორობის ნაწილს, რეგულაციაში განსახორცილებელი ცვლილება გულისხმობს სპონსორობის გაყიდვის შესაძლებელობას, გარდა დაშვებული პროდუქტებისა, ასევე გასართობი შინაარსის პროდუქციაზე, მათ შორის მეგა-შოუებსა და სერიალებში არსებული დროითი რგულაციებით, დღე-ღამის განმავლობაში 30 წუთი, ხოლო ყოველ საათში 6 წუთი. საზოგადოებრივი მაუწყებლის წინადადება ითვალისწინებს ასევე სოციალური რეკლამის დაზუსტებულ დეფინიციას. მიმართვაში ასევე დაკონკრეტებულია ბიუჯეტირებისა და სტრუქტურული ცვლილებების ნაწილში სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტის კომპეტენციები.  
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებელი პარლამენტს კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების წინადადებით მიმართავს
გამოქვეყნებულია: 2017-01-28 20:12:00
საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს პარლამენტს კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების წინადადებით მიმართავს. მაუწყებელი ითხოვს - შესყიდვებისა და სარეკლამო რეგულაციების ნაწილში მისი განვითარებისთვის აუცილებელი ცვლილებების განხორცილებას. წინადადებების განხილვისას საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის წევრი, პარლამენტარი დავით მათიკაშვილი ასევე არ გამორიცხავს გენერალური დირექტორის არჩევის საკითხზე მსჯელობასაც.სამეურვეო საბჭოსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის წევრი ირინა ფუტკარაძე არ გამორიცხავს, რომ ხსენებული ინიციატივა არ შევიდეს სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგში და, თავის მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარდგენილ წინადადებებზე ამახვილებს ყურადღებას.
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას იწყებს
განახლებულია: 2017-01-27 20:56:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას იწყებს. 2 თვის ვადაში საბჭო საზოგადოების დაიტერესებული წევრების ჩართულობით იმუშავებს და პარლამენტისთვის წარსადგენ საბოლოო საკანონმდებლო ინიციატივას  უყრის კენჭს. ამ საკითხზე შეთანხმების გარდა, სამეურვეო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც გენერალური დირექტორიც ესწრებოდა, იმ წინადადებებზეც იმსჯელა, რომელსაც პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფს წარუდგენს. წინადადებებს შორისაა: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი არ გავრცელდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეთერში გადასაცემი სერიალების, მხატვრული ან დოკუმენტური ფილმების, ასევე გადაცემების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე; სპორტული რეპორტაჟის,საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში გაიზარდოს კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში 60 წუთამდე, საათში კი 12 წუთამდე;  შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ დარგებში საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთობლივი პროექტების თანადაფინანსების უფლებამოსილება მიეცეს ადმინისტრაციულ ორგანოს. წინადადებების ნაწილს არ იზიარებენ ბორდის წევრები სულხან სალაძე და ქეთევან მსხილაძე. მათ შორის არ ეთანხმებიან საკითხს,რომელიც  საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტსა და დებულებაში ცვლილების განხორციელებას ეხება. საბოლოოდ გადაწყდა, რომ მომზადებულ წინადადებებთან ერთად, პარლამენტს განსხვავებულ მოსაზრებებსაც მიაწვდიან.
წაკითხვა
ევროსაბჭოს რეზოლუციის პროექტში საქართველოში მედიათავისუფლების თვალსაზრისით მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზეა საუბარი, - პარლამენტის პრესსამსახური
გამოქვეყნებულია: 2017-01-25 10:37:00
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილ რეზოლუციის პროექტში საქართველოში მედიათავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზეა საუბარი“, - ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილი იყო რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეეხებოდა ევროსაბჭოს წევრ რამდენიმე ქვეყანაში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას. „რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედიათავისუფლების და მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიერ აღნიშნული საკითხის რეზოლუციის პროექტში შეტანას მხარი ბევრმა პარტნიორმა ქვეყანამ დაუჭირა“, - ნათქვამია განცხადებაში. როგორც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ქართული მხარის მიერ შეთავაზებული ცვლილება სრულად არ იქნა გათვალისწინებული. „ჩვენს მიერ შეთავაზებული ცვლილება, ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული, სადაც აღნიშნულია, რომ მედია გარემოს კუთხით საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს საუკეთესო გარემოს იმისთვის, რომ მედიამ შეძლოს თავისუფლად არსებობა, საქმიანობა და შექმნას პლურალისტური გარემო. ამ ნაწილს მომხსენებელი დაეთანხმა. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ის სასამართლო დავა, რომელიც მიმდინარეობს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებაში გარკვეულ კითხვებს აჩენს, რაც ჩვენ ისედაც ვიცით. ცნობილია, რომ ეს დავა იწვევს საკმაოდ დიდ ვნებათაღელვას. სწორედ ამიტომ, სასურველია, რომ, რაც შეიძლება მალე იქნას მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისად, ეს კითხვები მოიხსნას. ვფიქრობ, რომ პრინციპში, ძირითადად, მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიტიური შეფასებები და მოსაზრებებიც არის ასახული რეზოლუციაში. მიმაჩნია ასევე, რომ შესაძლებელი იყო მომხსენებელს უფრო მეტად ჩაეხედა საკითხის არსში და საქართველოში არსებული მედია კონტექსტი უკეთესად ყოფილიყო შეფასებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ამოცანაა პრინციპში, რომ საზოგადოებას და საპარლამენტო ასამბლეის წევრებს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია და სწორედ ამ ამოცანას ვემსახურებით“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, 2015 წლიდან, შექმნილია პლატფორმა, რომელიც ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში მედიის თავისუფლების და ზოგადად, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების შესახებ ინფორმაციას სწავლობს. ამ რეზოლუციაში საქართველოსთან მიმართებაში პირველად გაჩნდა პოზიტიური ჩანაწერი.
წაკითხვა
კახეთის საინფორმაციო ცენტრი: ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობის დატოვების შემდეგ მილიონ 130 ათასი დოლარის ქონება შეიძინა
განახლებულია: 2017-01-21 20:17:00
ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობის დატოვების შემდეგ მილიონ 130 ათასი დოლარის ქონება შეიძინა, - სტატიას კახეთის საინფორმაციო ცენტრი აქვეყნებს. ფარცხალაძემ თანამდებობა 2014 წელს დატოვა, 2015-2016 წლებში კი, ინტერნეტგამოცემის ცნობით, ყოფილმა პროკურორმა და მისმა მეუღლემ შეიძინეს თბილისში მდებარე 3 ბინა და 4 კომერციული ფართი, ასევე ქალაქ ბათუმში მდებარე ბინა, ბაკურიანში მდებარე 2 ბინა და ტაბახმელაში, სოფელ წავკისში მდებარე 4 მიწის ნაკვეთი. შეძენილი ქონების ნუსხაშია უძრავი ქონების კომპანიის 100 % წილიც. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საკითხის გამოძიება უნდა მოხდეს. ფარცხალაძეს არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. საპარლამენტი უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ საქმით შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ. თუმცა აცხადებენ, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ბიზნესსაქმიანობას ეწევა და მისი ქონების ზრდაში უჩვეულო არაფერია. 
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "წიგნების თარო" საჯარო ლექციების ციკლს იწყებს
გამოქვეყნებულია: 2017-01-21 16:37:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "წიგნების თარო" საჯარო ლექციების ციკლს იწყებს.  ახალი პროექტი სამ ლექციას გააერთიანებს, რომლის ფარგლებში გამოყენებული იქნება როგორც ვიზუალური და გრაფიკული მასალა, ასევე ინტერაქციული სავარჯიშოები და თამაშები. ლექციებს გადაცემის წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე და სცენარისტი ტორესა მოსი გაუძღვებიან. 
წაკითხვა
მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები - სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს
განახლებულია: 2017-01-21 16:08:00
მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომაზე უნდა განიხილონ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილის წინადადება, რომლის მიხედვითაც, მაწყებლის გენერალური დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს უფლება- მოვალეობები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. 
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი ლევან შერვაშიძე ევროპის უმაღლეს მწვერვალზე ავიდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 19:14:00
რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის  თანამშრომელი ლევან შერვაშიძე ევროპის უმაღლეს მწვერვალზე ავიდა.იალბუზზე ასვლა პირველი ქართული ტელევიზიის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა.იალბუზი ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთში მდებარეობს და მისი სიმაღლე  5642 მეტრია ზამთარში იალბუზი მკაცრი, სუსხიანი კლიმატით გამოირჩევა და ხშირ შემთხვევაში ტემპერატურა -50 გრადუსზე ქვემოთ ეცემა.საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი ქართული მედიასაშუალებაა, რომელიც ევროპის უმაღლეს მწვერვალზე ავიდა.შეგახსენებთ რომ 2012 წელს დასავლეთ ევროპის უმაღლეს მწვერვალ მონბლანზეც პირველები საზოგადოებრივის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
წაკითხვა
წლის პირველი ქართული ასვლა იალბუზზე - ფოტოები ექსპედიციიდან
გამოქვეყნებულია: 2017-01-10 17:41:00
იალბუზზე 2017 წლის პირველი ქართული ასვლა განხორციელდა.გუშინ, 9 იანვარს დაახლოებით 14:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი ლევან შერვაშიძე ევროპის უმაღლეს მწვერვალზე ავიდა.იალბუზზე ასვლა პირველი ქართული ტელევიზიის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა.იალბუზი ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთში მდებარეობს და მისი სიმაღლე 5 642 მეტრია.ზამთარში იალბუზი მკაცრი, სუსხიანი კლიმატით გამოირჩევა და ხშირ შემთხვევაში, ტემპერატურა -50 C°-ზე ქვემოთ ეცემა.
წაკითხვა
"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ გენდირექტორის არჩევასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება
განახლებულია: 2017-01-07 16:22:00
სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძის არჩევასთან დაკავშირებით, აზარალებს მაუწყებლის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას, - ასეთია ორგანიზაციის "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” შეფასება. კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭოს წევრებმა არა ერთი კვალიფიციური, კონკრეტული სამოქმედო გეგმითა და კრიტიკული ხედვით აღჭურვილი კანდიდატის გამოსვლა მოისმინეს, თუმცა მათ მხარი არ დაუჭირეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გუშინ 6 ხმით ვასილ მაღლაფერიძე მაუწყებლის გენერალურ დირექტორად აირჩია. მაღლაფერიძე მომავალი 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს მაუწყებელს.
წაკითხვა
პარლამენტში სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელიც მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმუშავებს
განახლებულია: 2017-01-06 20:22:00
დღესვე ცნობილი ხდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლება-მოვალეობები გადაიხედება. ტელევიზიის საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. პარლამენტში სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელიც მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმუშავებს. ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი კანონის იმ პუნქტების შეცვლას ითხოვს, რომლებიც ბორდის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს. საინიციატივო ჯგუფის აზრით, საბჭოს და გენერალური დირექტორის ფუნქციები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა. 
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს - სამეურვეო საბჭოს არჩევანი და ახალი ხელმძღვანელის გეგმები
განახლებულია: 2017-01-06 20:20:00
მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელს ვასილ მაღლაფერიძე უხელმძღვანელებს. ახალი გენერალური დირექტორი სამეურვეო საბჭომ ექვსი ხმით აირჩია. თინათინ ბერძენიშვილთან ხმების გაყოფის გამო, ფარული კენჭისყრის ხელახლა ჩატარება გახდა საჭირო, რა დროსაც მაღლაფერიძემ რვიდან ექვსი ხმა მიიღო. გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის გაწერა, მედია-ბაზარზე მაუწყებლის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ქცევა, სანდოობის ზრდა და ტელევიზიის ინვენტარიზაცია - ასეთია ახლად არჩეული ხელმძღვანელის ნომერ პირველი პრიორიტეტები. ბორდის დღევანდელ არჩევანს უკვე მოჰყვა ნეგატიური რეაქციები საბჭოს ორი წევრის და რამდენიმე მედიაექსპერტის მხრიდან, რომლებიც ახალი გენერალური დირექტორის წარსულ საქმიანობაზე მიუთითებენ და მის არჩევას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ. 
წაკითხვა
მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
განახლებულია: 2017-01-06 16:11:00
"მაუწყებლის შესახებ კანონში" ცვლილებებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიიღო. სამუშაო ჯგუფის წევრთა შემადგენლობა ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მასში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამი თანამშრომელი შევა. ესენი არიან გოგა ჩართოლანი, დოდო შონავა და რევაზ ჭიჭინაძე. მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი კანონის 30-ე მუხლის ცვლილებას ითხოვდა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებებს განსაზღვრავს. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორთა აზრით, ბორდი საზოგადოებრივი მაუწყებლის მაკონტროლებელი ორგანო უნდა იყოს, არსებული კანონმდებლობით კი, მას მენეჯერის ფუნქციები აქვს, რის გამოც ხშირად დირექტორისა და საბჭოს უფლებამოსილებები იკვეთება. 
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ზვიად ქორიძე და ლაშა ტუღუში კრიტიკულად აფასებენ
განახლებულია: 2017-01-06 16:10:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებენ ზვიად ქორიძე და ლაშა ტუღუში. მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევის პროცედურას ისინი მედიაექსპერტების სტატუსით ესწრებოდნენ. ქორიძის და ტუღუშის განცხადებით, სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის ხელმძღვანელად პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია.
წაკითხვა
6 მომხრე, 2 წინააღმდეგი - ხმათა ასეთი გადანაწილებით, სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია
განახლებულია: 2017-01-06 16:07:00
6 მომხრე, 2 წინააღმდეგი -  ხმათა ასეთი გადანაწილებით სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია. ის მაუწყებელს 6 წლის ვადით უხელმძღვანელებს. კენჭისყრა ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ჯერზე 5 კანდიდატიდან ხმათა უმრავლესობა ვასილ მაღლაფერიძემ და თინათინ ბერძენიშვილმა მიიღეს, რის გამოც მეორე ტურში მეორე კენჭისყრის გამართვის აუცილებლობა გახდა საჭირო. ბორდის წევრთა უმეტესობამ მხარი ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას დაუჭირა. 
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე: საზოგადოებრივი მაუწყებელი მედიაბაზარზე ერთ- ერთი ლიდერი გახდება
გამოქვეყნებულია: 2017-01-06 16:05:00
საზოგადოებრივი მაუწყებელი მედიაბაზარზე ერთ- ერთი ლიდერი გახდება,- ეს ვასილ მაღლაფერიძის გეგმაა. მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის განცხადებით, არაა გამორიცხული, არხზე სხვა ტელეკომპანიების ჟურნალიტების გამოჩენა, თუმცა ძირითადი აქცენტი მაუწყებლის გუნდზე გაკეთდება. მთავარი ცვლილება კი მენეჯმენტს შეეხება. ვასილ მაღლაფერიძე უკვე ესაუბრა სამეურვეო საბჭოს წევრებს და შეხვდა საინფორმაციო გამოშვების გუნდს. მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე 6 წლის ვადით ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნას შეფასებები მოჰყვა კონკურსის მეორე ტურის მონაწილეების მხრიდან. რატი ხვისტანი დეტალებით.
წაკითხვა
როგორ აფასებს ნინო ზაუტაშვილი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას
გამოქვეყნებულია: 2017-01-06 12:59:00
"მოამბის" კითხვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნინო ზაუტაშვილმა უპასუხა.
წაკითხვა
თინათინ ბერძენიშვილის კომენტარი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე
გამოქვეყნებულია: 2017-01-06 12:50:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა თინათინ ბერძენიშვილმა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
წაკითხვა
როგორ აფასებს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ზაალ ანჯაფარიძე
გამოქვეყნებულია: 2017-01-06 12:48:00
როგორ აფასებს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი ზაალ ანჯაფარიძე.
წაკითხვა
რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენდირექტორი - ვასილ მაღლაფერიძემ "მოამბის" კითხვებს უპასუხა
გამოქვეყნებულია: 2017-01-06 12:45:00
"მოამბის" კითხვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ უპასუხა.
წაკითხვა