განათლების მინისტრი 139-ე სკოლაში ბავშვების შეუძლოდ გახდომას გამოცდის წინ ნერვიულობას უკავშირებს
გამოქვეყნებულია: 2015-06-04 11:13:00
რა გახდა გუშინ 139-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზეზი, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დაზუსტდება. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, სკოლის ტერიტორიაზე მომწამვლელი ნივთიერების არსებობა ჯერ არ დადასტურებულა. განათლების მინისტრის განცხადებით კი ბავშვები ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობენ და მოსწავლეების შეუძლოდ გახდომა, სავარაუდოდ, გამოცდებით გამოწვეულ ემოციურ ფონს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ გუშინ 139-ე საჯარო სკოლაში 7 მოსწავლე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწავლო პროცესი ჩაიშალა. სამ მათგანს მკურნალობა იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა.
წაკითხვა