ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ქვეყანაში ინსულინის დეფიციტთან დაკავშირებით
გამოქვეყნებულია: 2015-03-31 12:55:00
ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ქვეყანაში ინსულინის დეფიციტთან დაკავშირებით. უწყებამ დღეს სპეციალური ბრიფინგი დანიშნა. მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ინსულინის ერთ-ერთი სახეობის, კერძოდ, ლანტუსის მარაგი ქვეყანას აქვს. პრეპარატები შესყიდულია, ასევე არის ნივთიერების შემცვლელიც, როგორ ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია,რომ ჯანდაცვის სამინისტროს ამოეწურა ინსულინის ერთ-ერთი სახეობის, ლანტუსის მარაგი და სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირები ერთი თვის განმავლობაში ამ მედიკამენტს ვეღარ მოიხმარენ.
წაკითხვა