C ჰეპატიტის მართვას 2015 წლის მთავარ პროექტად ასახელებს ჯანდაცვის მინისტრი
განახლებულია: 2015-01-14 16:31:00
C ჰეპატიტის მართვას 2015 წლის მთავარ პროექტად ასახელებს ჯანდაცვის მინისტრი. ახალი თაობის პრეპარატი “სოფოსბუვირი”, რომელიც დაავადების განკურნების ყველაზე მაღალ ეფექტს იძლევა, სერგეენკოს თქმით, საქართველოში სულ მალე შემოვა. თუმცა კომპლექსური საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტის განხორციელება, მინისტრის თქმით, გართულდება თუ არ იქნება მიღებული პრევენციული ღონისძიებები. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ კამპანიას იწყებს და მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს მასში ჩართვისკენ მოუწოდებს.კამპანიის დევიზია დავეხმაროთ ერთმანეთს C ჰეპატიტის დამარცხებაში. დღეს დაწყებულ აქციაში უკვე ჩაერთნენ სხვადასხვა სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ბოლოს ჩატარებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოში C ჰეპატიტით 200 ათასი ადამიანია დაავადებული, თუმცა არ არის გამორიცხული, რეალური ციფრი გაცილებით დიდი იყოს.
წაკითხვა