საზოგადოებრივი
104.5 FM
ციციშვილის ბავშვთა კლინიკას ცნობილი გერმანელი ქირურგი სტუმრობს
გამოქვეყნებულია: 2015-05-03 14:00:00
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკას საქმიანი ვიზიტით ქალაქ ბერლინის წამყვანი ქირურგი, წმინდა იოსების ჰოსპიტალის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სტუმრობს. მედიცინის აკადემიური დოქტორის, ჰენინგ გისტის ვიზიტის ფარგლებში, გათვალისწინებულია აქტუალურ თემებზე ლექცია პედიატრიულ  პოპულაციაში. ბავშვთა ქირურგი უფასო გასინჯვებს ხვალ და ზეგ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში გამართავს და საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდება ოპერაციები.
წაკითხვა
მედიკამენტები კვლავ ძვირდება
გამოქვეყნებულია: 2015-05-02 20:55:00
ფასები იმატებს მედიკამენტებზე. დღემდე ქართულ ბაზარზე 300-მდე დასახელების წამალზე ფასი დოლარის კურსის გამო გაიზარდა. ორშაბათიდან კი ფასების ზრდა მოსალოდნელია ევროპაში წარმოებულ პრეპარატებზეც. კონრეტულად რამდენ წამალს შეეხება ცვლილება, ჯერ უცნობია, თუმცა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ორშაბათიდან ევროპულ მედიკამენტებზე მომხმარებელს მომატებული ფასები დახვდება. 
წაკითხვა
ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი უკვე საქართველოშია
გამოქვეყნებულია: 2015-05-01 20:50:00
C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი უკვე საქართველოშია. "სოფოსბუვირის" 8 ათასი ფლაკონი ცოტახნის წინ განაბაჟეს. მედიკამენტი კომპანია "გილიარდმა" საქართველოს უფასოდ გადმოსცა. წამალს ინფიცირებულები ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მიიღებენ, რისთვისაც დაავადებულმა პირებმა სამინისტროში "ფორმა 100" და ყველა საჭირო კვლევა უნდა წარმოადგინონ. პირველ ეტაპზე პროგრამაში ის პაციენტები ჩაერთვებიან, რომელთაც დაავადების მძიმე ფორმა აღენიშნებათ. სპეციალური კომისია, რომელიც პაციენტებს პროგრამის პირველი ეტაპისთვის შეარჩევს, უახლოეს კვირაში შეიკრიბება. 
წაკითხვა
ყვარლის სასწრაფო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა
გამოქვეყნებულია: 2015-04-30 13:30:00
ყვარლის სასწრაფო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა. 300 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე მოეწყო სპეციალური საწყობი მედიკამენტების შესანახად. ცენტრს გადასცეს ახალი ინფრასტრუქტურაც. 
წაკითხვა
"სოლიდარობის ფონდის" წარმომადგენლები ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდებიან
გამოქვეყნებულია: 2015-04-28 12:56:00
"სოლიდარობის ფონდის" წარმომადგენლები ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდებიან, ბიზნესმენები ფონდის საქმიანობის შესახებ დეტალურ ანგარიშს ისმენენ და იღებენ ინფორმაციას - რა რაოდენიბის თანხაა მობილიზებული ამ დროისთვის და რამდენ ბავშვს გაეწია  დახმარება. შეხვედრის მიზანი სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაა. ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, იგეგმება უფრო მეტი კომპანიის ჩართვა ფონდის დაფინანსებაში და დაავადებული ბავშვების დასახმარებლად რამდენიმე ღონისძიების გამართვა. ფინდის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ დროისთვის 88 ბავშვს მკურნალობა უკვე დაუფინანსდა მათგან 40 სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაიგზავნა.
წაკითხვა
კიევში მყოფი დავით სერგეენკო ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2015-04-27 20:30:00
კიევში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც უკრაინელ კოლეგას და ჩვენი ქვეყნის წინა მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანს დღეს პირველად შეხვდა. დავით სერგეენკომ და ალექსანდრე კვიტაშვილმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სისხლიანი შეტაკებებისა და საომარი მოქმედებების შემდეგ მიღებულ ჰუმანიტარულ დახმარებასაც, რისთვისაც უკრაინულმა მხარემ საქართველოს ჯანდაცვის უწყებას მადლობა გადაუხადა.სერგეენკოს უწყება მზად არის, რომ უკრაინას, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებითა და სხვა სამედიცინო საშუალებებით ისევ დაეხმაროს. ხვალ დავით სერგეენკო კიევში დაგეგმილ კონფერენციას დაესწრება, სადაც მონაწილეებმა უკრაინის მეგობარი ქვეყნებისგან განხორციელებული და დაგეგმილი მხარდამჭერი პროექტები უნდა შეაჯამონ.
წაკითხვა
ბაქტერია პნევმოკოკი ორი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა - რას აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში
გამოქვეყნებულია: 2015-04-27 20:13:00
დაავადება, რომელმაც ბოლო ორ კვირაში თბილისში ორი ადამიანი იმსხვერპლა. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი ბაქტერია პნევმოკოკი გახდა, თუმცა ირკვევა, რომ ინფიცირებულებს ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონიათ. ერთ-ერთი გარდაცვლილი საბავშვო ბაღის აღმზრდელი იყო, რის გამოც, ბაღში ყველა აღსაზრდელი და თანამშრომელი შემოწმდა. ეს არის მიკრობი, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, ადამიანის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით საშიში კი მაშინ ხდება, როდესაც დაინფიცირებული ვირუსული დაავადების მატარებელია და იმუნური სისტემა დასუსტებული აქვს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამ ეტაპზე ბაქტერიული ინფექციის ეპიდემიის საშიშროებას გამორიცხავენ, მაგრამ, პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს გარკვეულ რჩევებს აძლევენ. სალომე ქოქიაშვილი დაინტერესდა ლეტალურად დასრულებული შემთხვევებით და მედიკოსების რეკომენდაციებით.
წაკითხვა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე რეგისტაცია იწყება
გამოქვეყნებულია: 2015-04-27 17:08:00
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად, პაციენტების რეგისტაცია იწყება. რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები მოქალაქეებმა 28 აპრილიდან თბილისში, სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებში, რეგიონებში კი სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრებში უნდა წარმოადგინონ. პირადობის დამადასტურებელ მოწმობებთან ერთად, აუცილებელია გამოკვლევების შედეგები. პროგრამას, პირველ ეტაპზე, სამი კლინიკა ემსახურება. პროგრამას ეტაპობრივად სხვა საავადმყოფოებიც შეურთდებიან.
წაკითხვა
არასრულწლოვნებისთვის აივ ინფექციის დიაგნოსტიკაზე მშობლის თანხმობა აუცილებელი აღარ იქნება
გამოქვეყნებულია: 2015-04-27 11:40:00
14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისთვის აივ ინფექციის დიაგნოსტიკაზე მშობლის თანხმობა აუცილებელი აღარ იქნება. ცვლილებები „პაციენტის უფლებებისა“ და „აივ ინფექცია-შიდსის შესახებ“ კანონებში შედის. კანონპროექტს დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. პროექტი მიზნად ისახავს არასრულწლოვნებისთვის შიდსის დიაგნოსტიკის დროს სამართლებრივი ბარიერის მოხსნას. დღესვე კომიტეტი „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებსაც განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები კოდექსის 260-ე მუხლში შედის და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვასა და მათ უკანონო გასაღებას შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნა ხდება. განსახილველ საკითხებს შორისაა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანაც.
წაკითხვა
ციხეებში პენიტენციური ჯანდაცვის ახალი სტანდარტები დაინერგება
გამოქვეყნებულია: 2015-04-24 20:33:00
სიახლე პატიმრებისთვის - ციხეებში პენიტენციური ჯანდაცვის ახალი სტანდარტები დაინერგება. სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამა მსჯავრდებულების სამედიცინო შემოწმებას, მკურნალობის კურსის გავლას და რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტი იმ პატიმრების დახმარებასაც გულისხმობს, რომლებსაც გადამდები დაავადებები აქვთ. რეპორტაჟის მომზადების დროს "მოამბის" გადამღები ჯგუფი სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში შევიდა. 
წაკითხვა
საქართველოში ხელმოწერილი მემორანდუმი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში
გამოქვეყნებულია: 2015-04-24 20:28:00
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტზე "როიტერი" წერს. სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკული კომპანია "გილეადი" საქართველოში სადემონსტრაციო პროექტს ახორციელებს, რომლითაც მსოფლიოს არწმუნებს, რომ დაავდების აღმოფხვრა შესაძლებელია. "როიტერი" "გილეადის" წარმომადგენლის ინტერვიუსაც აქვეყნებს, სადაც გრეგ ალტონი უფასოდ გასაცემი ძვირად ღირებული პრეპარატების: სოვალდისა და ჰარვონის ეფექტურობაზე მიუთითებს. ამერიკული კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ 2015 წელს პირველ ეტაპზე მედიკამენტებს 5 000 პაციენტი მიიღებს, შემდეგ ეტაპზე კი პრეპარატებით 20 000 პაციენტი უფასოდ ისარგებლებს. "როიტერის" ინფორმაციით, უპრეცედენტო პროექტით საქართველო დაავადების აღმოფხვრისთვის საცდელი ადგილი გახდება. შეგახსენებთ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას თბილისში სამი დღის წინ საზეიმო ვითარებაში მოეწერა ხელი. როგორც დღეს ხდება ცნობილი, ჯანდაცვის სამინისტრო ინფიცირებული მოქალაქეების რეგისტრაციას 28 აპრილს დაიწყებს. 
წაკითხვა
სასჯელაღსრულების სამინისტროს ახალი პროექტი - ყველა პატიმარს გამოკვლევები ჩაუტარდება
გამოქვეყნებულია: 2015-04-24 12:32:00
სასჯელაღსრულების სამინისტრო ახალ პროექტს იწყბს. დღეიდან ძალაშია პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ყველა პატიმარს გამოკვლევებს ჩაუტარებენ და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობას დაუნიშნავენ. შედგა ასევე მედიკამენტების ახალი ნუსხა, იმ წამლების ჩამონათვალი, რომელსაც მსჯავრდებულებისთვის სახელმწიფო შეიძენს.  
წაკითხვა
სერგეენკოს ანგარიშის მოსმენა პარლამენტში და სოციალურად დაუცველების აქცია პარლამენტის წინ
გამოქვეყნებულია: 2015-04-23 16:39:00
ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტი უსმენს. დავით სერგეენკო ამ წუთებში ჯანდაცვის კომიტეტს უწყების გეგმებს აცნობს და აჯამებს იმ ნაბიჯებს, რაც სისტემის რეფორმირების პროცესში გადაიდგა. დავით სერგეენკოს გამოსვლის პარალელურად, დილით პარლამენტთან აქცია გამართეს სოციალურად დაუცველებმა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი თაობის“ წევრებთან ერთად, სოციალურად დაუცველებმა ჯანდაცვის მინისტრს დაპირება შეახსენეს და მოუწოდეს, გასცეს დახმარებები. საუბარია სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებზე, რომლებსაც სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 10-ლარიანი დახმარება უნდა მიეღოთ.
წაკითხვა
C ჰეპატიტით დაავადებულებს ახალ სამკურნალო პროგრამაში ჩართვა დღეიდან შეუძლიათ
განახლებულია: 2015-04-22 13:11:00
C ჰეპატიტით დაავადებულებს ახალ სამკურნალო პროგრამაში ჩართვა დღეიდან შეუძლიათ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოში დაინფიცირებულ ადამიანებს დეტალურად განუმარტავენ იმ პროცედურების შესახებ, რაც პროგრამაში ჩართვისთვის იქნება საჭირო. დავით სერგეენკოს თქმით, მკურნალობას, პირველ რიგში, ის პირები გაივლიან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც შედარებით მძიმეა. 
წაკითხვა
წითელა, წითურა, ყბაყურის იმუნიზაციის კვირეული საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2015-04-22 13:01:00
საქართველოში წითელა, წითურა, ყბაყურის იმუნიზაციის კვირეული მიმდინარეობს. დაავადებათა ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს ვაქცინაცია დროულად ჩაიტარონ. გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, წითელა, წითურას გართულების შემთხვევები ყველაზე ხშირად თბილისსა და ქვემო ქართლში ფიქსირდება, რაც წინა წლებში გამოტოვებულ იმუნიზაციის პროცესს უკავშირდება. 
წაკითხვა
სერგეენკო - "უკლებლივ ყველა, ყოველგვარი ჩაწყობის გარეშე, მიიღებს მკურნალობას"
გამოქვეყნებულია: 2015-04-21 21:55:00
"მოამბის კითხვებს" ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უპასუხა.
წაკითხვა
საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა უფასო იქნება
გამოქვეყნებულია: 2015-04-21 20:34:00
საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა უფასო გახდება. ამერიკულ კომპანია ,,გილეადთან” უკვე გაფორმებულია მემორანდუმი, რომლის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა ერთ კვირაში დაავადების სამკურნალო ახალი თაობის უნიკალურ პრეპერატს მიიღებს. საუბარია მედიკამენტ სოფოსბუვირზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში უკვე აპრობირებულია. წამლის სრული კურსის გავლისთვის დაახლოებით 100 000 დოლარამდეა საჭირო, თუმცა პროგრამით სარგებლობა ქართველი პაციენტებისთვის უფასო იქნება. ხუთწლიან პროგრამაში ჩართვისთვის პირველ ეტაპზე რამდენიმე კრიტერიუმია დაწესებული.   
წაკითხვა
C ჰეპატიტის სამკურნალო წამლები მოსახლეობისთვის უფასო იქნება - პროგრამა ძალაში შევიდა
გამოქვეყნებულია: 2015-04-21 16:28:00
C ჰეპატიტის სამკურნალო წამლები მოსახლეობისთვის უფასო იქნება. პროგრამა ძალაში შევიდა.  ერთი საათის წინ ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და კომპანია "გილეადს" შორის. 
წაკითხვა
C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში - სამკურნალო პროექტი დღეიდან იწყება
განახლებულია: 2015-04-21 12:49:00
C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში - სამკურნალო პროექტი დღეიდან იწყება. პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანიIს ერთობლივი ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. პროექტის მიზანი ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების  პრევენცია.
წაკითხვა
ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის პირველი პარტია კვირის ბოლოს შემოვა
განახლებულია: 2015-04-20 13:13:00
C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის პირველი პარტია საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლოს შემოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული პრეპარატებით, პირველ რიგში, იმ პირთა მკურნალობა დაიწყება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე მძიმეა.
წაკითხვა