მეცნიერებმა კიბოს უჯრედების განადგურების სრულიად ახალი გზა აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 21:31:00
კიბოსთან ბრძოლაში, მეცნიერებმა კიდევ ერთი იმედისმომცემი ნაბიჯი გადადგეს — განავითარეს სიმსივნის უჯრედების მოკვლის სრულიად ახალი გზა, რომლის წყალობითაც, შესაძლოა მივიღოთ ამ დაავადებასთან ბრძოლის ამჟამინდელზე ბევრად უკეთესი მეთოდი. მეთოდს Caspase-Independent Cell Death (CICD) უწოდეს და როგორც აღმოჩნდა, ლაბორატორიაში მან სრულად შესძლო კოლორელაქტური კიბოს უჯრედების ზრდის შეჩერება. გლაზგოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, თუკი იგივე ეფექტების მიღება ადამიანთა შემთხვევაშიც მოხერხდა, შემდეგ მოგვიწევს ისეთი მეთოდის ძებნა, რომელიც ნაკლებ საზიანო იქნება ადამიანის სხეულისთვის და დაბალი იქნება კიბოს განვითარების ხელახალი შანსი. „იდეაში, ამ მექანიზმს აქვს პოტენციალი დრამატულად გააუმჯობესოს კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის ეფექტიანობა და შეამციროს არასასურველი ტოქსიკურობა. ჩვენი აღმოჩენების მხედველობაში მიღებით, მიგვაჩნია, რომ CICD-ის კიბოს საწინააღმდეგო თერაპია შემდგომი კვლევების გარანტიას იძლევა“, — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი სტივენ ტაიტი. კიბოს საწინააღმდეგო ჩვეულებრივი მკურნალობა აპოპტოზის გზით მოქმედებს. აპოპტოზი დაპორგრამებული უჯრედის სიკვდილის სახეა, როდესაც უჯრედები ცილა კასპაზის მეშვეობით საკუთარ თავს ეფექტიანად ანადგურებენ. მაგალითად, სწორედ ასე მოქმედებს ქიმიოთერაპია და კარგადაც, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც. ამ თერაპიას შეიძლება ზოგიერთი სამიზნე გამორჩეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიბოს უჯრედები არ ნადგურდება და მეტასტაზებს ხელახლა წარმოქმნის ბრწყინვალე შანსი აქვთ. გარა ამისა, შესაძლებელია დაზიანდეს ჯანმრთელი უჯრედებიც. CICD აპოპტოზის ზოგიერთ მექანიზმს იყენებს, მაგრამ იღებს ცილა კასპაზის სხვადასხვა რაოდენობებს. როდესაც ამ მეთოდით უჯრედები დაიხოცნენ, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ სიგნალები გაეგზავნა ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რომელიც შემდეგ კიბოს დარჩენილ უჯრედებს ესხმოდა თავს და ანადგურებდა. ეს გახლავთ სუფთა და იმედიანი გზა სხეულიდან სიმსივნის გამოსაძევებლად, თუმცა საჭიროა იმის ხასგაზმა, რომ ცდები ჯერ მხოლოდ ლაბორატორიაში ჩატარდა. „როგორც ჩვენმა ექსპერიმენტმა აჩვენა, ნაწილობრივი თერაპიული რეაქციის პირობებში, CICD შეიძლება კიბოს საწინააღმდეგო გაცილებით
წაკითხვა