საზოგადოებრივი
104.5 FM
ღუდუშაურის კლინიკაში ყოფილი პატიმარი გარდაიცვალა - ომბუდსმენი ექიმების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2015-04-18 20:10:00
სახალხო დამცევლის მიმართვა პროკურატურას - უჩა ნანუაშვილი ექიმების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას ითხოვს. საქმე ღუდუშაურის კლინიკაში გარდაცვლილ ყოფილ პატიმარს ეხება, რომელიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სასჯელიდან გათავისუფლდა, თუმცა რამდენიმე საათში გარდაიცვალა. გიორგი ფუტკარაძე მუშაობს თემაზე. 
წაკითხვა
უპრეცედენტო პროგრამა C ჰეპატიტით ინფიცირებულთა გადასარჩენად
გამოქვეყნებულია: 2015-04-17 20:35:00
უპრეცედენტო პროგრამა C ჰეპატიტით ინფიცირებულთა გადასარჩენად -21 აპრილს საქართველოს მთავრობა ამერიკულ მხარესთან მემორანდუმს გააფორმებს, რომლითაც ჩვენი ქვეყანა ახალი თაობის უნიკალურ მედიკამენტებს-"სოფოსბუვირსა" და "ჰავრონს" შეღავათიან ფასებში მიიღებს. სწორედ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ უნდა დაიწყოს პრეპარატების გაცემა. პაციენტთა შერჩევის კრიტერიუმები უკვე გაწერილია. პირველ ეტაპზე სახელმწიფო პროგრამით ის მოქალაქეები ისარგებლებენ, რომლებსაც ღვიძლის დაავადების ყველაზე მძიმე ფორმა აღენიშნებათ.
წაკითხვა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 21 აპრილიდან დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2015-04-17 16:31:00
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 21 აპრილიდან დაიწყება. საქართველოს მთავრობასა და ამერიკულ კომპანია "გილეადს" შორის 4 დღეში დაგეგმილი ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ქვეყანაში C ჰეპატიტით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა და პრევენცია დაიწყება. კონკრეტულად გაიწერა პაციენტთა შერჩევის კრიტერიუმებიც. რომელთა შორის პირველ ადგილზე არიან პირები, რომელთაც ღვიძლის კომპენსირებული ცეროზი აქვთ, ასევე შორსწასული ფიბროზი, ღვიძლის ტრანსპლანტაციის კანდიდატები და სხვა. რეგისტრაციისა და  კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად მკურნალობის მსურველებმა 22 აპრილიდან სოციალური მომსახურების ადგილობრივ სააგენტოებს უნდა მიმართონ. კურსი 12დან 48 კვირამდეა. სოციალურად დაუცველებისთვის მკურნალობის ღირებულების 70%-ს ჯანდცვის სამინისტრო დაფარავს 30 %-ს კი თვითმმართველობები. სხვა შემთხვევებში სავალდებულო იქნება მკურნალობის 70% გადახდა. 
წაკითხვა
პაციენტის ახლობლები სასწრაფო დახმარების მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ
განახლებულია: 2015-04-16 20:55:00
გახშირებული თავდასხმები სასწრაფო დახმარების ჯგუფებზე - ბოლო ინციდენტი გვიან ღამით მოხდა, რა დროსაც მძღოლს პაციენტის ახლობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. გამოძახებაზე მისული რამაზ ფირუმაშვილი, რომელსაც ავადმყოფი სტაციონარში გადაჰყავდა, საავადმყოფოში თავად აღმოჩნდა. თბილისის სამედიცინო ცენტრი, მედპერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ახალი სისტემის დანერგვას აპირებს.
წაკითხვა
რუხში მრავალპროფილიანი კლინიკა შენდება
გამოქვეყნებულია: 2015-04-08 12:56:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რუხში მრავალპროფილიან კლინიკას აშენებს.  220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფო რუხში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შენდება. მისი ამოქმედების შემდეგ, რუხის, მიმდებარე სოფლების - ახალი აბასთუმნისა და რიყის14000 მცხოვრებს სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზუგდიდში აღარ მოუწევს ჩასვლა. საავადმყოფო მოემსახურება აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს. გარდა ამისა, კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, აუზები და სკვერები. 
წაკითხვა
ბრძოლა ანორექსიასთან - საფრანგეთში ზედმეტად გამხდარი მოდელების პოდიუმზე გაყვანა აიკრძალა
გამოქვეყნებულია: 2015-04-03 20:55:00
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ სამოდელო სააგენტოებს ზედმეტად გამხდარი მოდელების პოდიუმზე გაყვანა აუკრძალა. კანონის მიხედვით, ყველა სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც დაიქირავებს მოდელს, კანონით გათვალისწინებულ ინდექსზე დაბალი პარამეტრებით, ჯარიმის სხით, 75 ათას ევროს გადაიხდის ან ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აკრძალვის მთავარ მიზეზად ანორექსიასთან ბრძოლა სახელდება.  გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთში 40 ათასი ადამიანი ანორექსიითაა დაავადებული , მათი 90 პროცენტი ქალია. 
წაკითხვა
პრემიერმა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გახსნა
გამოქვეყნებულია: 2015-03-25 16:16:00
პრემიერმა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გახსნა. დაწესებულება ყოფილი მერვე საავადმყოფოს ტერიტორიაზეა. ცერემონიას, ირაკლი ღარიბაშვილთან, ერთად განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები ესწრებოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2006 წელს ხელისუფლებამ სამედიცინო უნივერსიტეტს რამდენიმე კლინიკა ჩამოართვა, რაც არასწორი ნაბიჯი იყო.
წაკითხვა
ვალერი კვარაცხელია - საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც C ჰეპატიტის მქონე პაციენტებს უფასოდ უმკურნალებს
გამოქვეყნებულია: 2015-03-24 20:58:00
"მოამბის" შეკითხვებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ უპასუხა.
წაკითხვა
აპრილის ბოლოდან ჰეპატიტის მკურნალობა ახალი თაობის პრეპარატით იქნება შესაძლებელი
გამოქვეყნებულია: 2015-03-24 20:33:00
აპრილის ბოლოდან C ჰეპატიტის მკურნალობა ახალი თაობის პრეპარატით იქნება შესაძლებელი. სწორედ ამ დროს უნდა მოეწეროს ხელი ხელშეკრულებას, რომელიც პირველ ეტაპზე 5 000 ადამიანისთვის "სოფოს ბუვირის" შემოტანას გულისხმობს. თუმცა მკურნალობის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრი ინფიცირებულებს აფრთხილებს და ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვისკენ მოუწოდებს. ამ თემაზე საუბრის დროს დავით სერგეენკომ დღეს პარალელები უცხოელ პაციენტებთანაც კი გაავლო. ამერიკულ მხარესთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების მიუხედავად, პროექტით მაინც უკმაყოფილოა ყოფილი სახელისუფლებო პარტია, რომელიც ჯანდაცვის უწყებას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. 
წაკითხვა
C ჰეპატიტის მართვის პროექტი აპრილის ბოლოს ძალაში შევა
გამოქვეყნებულია: 2015-03-24 13:25:00
C ჰეპატიტის მართვის პროექტი აპრილის ბოლოს ძალაში შევა. ჯანდაცვის მინისტრის  განცხადებით, 21 აპრილისთვის  ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რის შემდეგაც პირველ ეტაპზე პრეპარატს 5 - ათასი ადამიანი მიიღებს. დავით სეერგეენკოს თქმით , აუცილებელია პაციენტებმა  რომლებიც მკურნალობას დაიწყებენ, კარგად გააცნობიერონ, რომ აუცილებელია  ძირითადი პრინციპების დაცვა, კატეგორიულად მიუღებელია ალკოჰოლის მიღება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც  C ჰეპატიტიt დაავადებულებმა ახალი პრეპარატის “სოფუს ბუვირის” შემოსვლის შესახებ გაიგეს, მკურნალობა  შეწყვიტეს. ჯანდაცვის მინისტრი პრეპარატის ღირებულებაზე არ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომი იქნება. სერგეენკო ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფო  ნაწილობრივ დააფინანსებს დიაგნოსტიკას.
წაკითხვა
მშობიარის ოჯახი ექიმების წინააღმდეგ - რა მოხდა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში
გამოქვეყნებულია: 2015-03-23 20:22:00
კიდევ ერთი ოჯახი ექიმების წინააღმდეგ - ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დრომდე მკურნალობენ 28 წლის გოგონას, რომელსაც მშობიარობის შემდეგ გართულებები დაეწყო. მკვდარი ნაყოფის დაბადების შემდეგ, ახალგაზრდას ქირურგიული ჩარევა ორჯერ დასჭირდა. ახლობლები ქალაქის სამშობიარო სახლის მედიკოსების ბრალეულობაზე საუბრობენ, თუმცა, მითითებულ სამედიცინო დაწესებულებაში საკუთარი არგუმენტები აქვთ. ფაქტით უკვე დაინტერესდა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო.
წაკითხვა
ხმაური ბათუმში - მშობიარის ოჯახი ექიმებს ჩვილის გარდაცვალებაში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2015-03-23 17:00:00
ხმაურია ამ წუთებში ბათუმში, კლინიკაში, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მშობიარე გადაიყვანეს. ქალმა, საკეისრო კვეთის შემდეგ, ბავშვი დაკარგა. ჩვილის გარდაცვალებას ოჯახი მედიკოსებს აბრალებს. ექიმები კი ამტკიცებენ, რომ ბათუმის სამშობიარო სახლში შეყვანის დროს ნაყოფი ცოცხალი აღარ იყო. პაციენტის ახლობლები ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვენ. მათ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა.
წაკითხვა
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა საბავშვო ბაღში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის შეტანაზე
გამოქვეყნებულია: 2015-03-19 20:40:00
121-ე საბავშვო ბაღში აღმოჩენილი ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი მიკრობიოლოგიურ კვლევაზეა გაგზავნილი. წინასწარი შემოწმებით დადგენილია, რომ ხორცპროდუქტები საშიშ ბაქტერიებს შეიცავდა. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე, ფაქტით სამართალდამცველებიც ინტერესდებიან. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ბაღში უხარისხო პროდუქციის შეტანაზე - დისტრიბუტორ თუ მწარმოებელ კომპანიას, - ამ თემას დღეს თბილისის მერიიდანაც გამოეხმაურნენ.
წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტრომ 20 სტომატოლოგიური კლინიკის მუშაობა შეაჩერა
განახლებულია: 2015-03-18 16:59:00
თბილისში მდებარე 20-მა სტომატოლოგიურმა კლინიკამ ფუნქციონირება შეწყვიტა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები უკვე ცნობილია. შემოწმების შედეგად, 15-მა დაწესებულებამ საქმიანობა დროებით, დარღვევების გამოსწორებამდე შეაჩერა, რამდენიმე ათეულ კლინიკაზე კი რეკომენდაციები გაიცა. რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი რეგიონებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. შემოწმების პროცესი, ქართლისა და კახეთის გარდა, ყველა რეგიონში დასრულებულია. ჯანდაცვის სამინისტრომ სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში განახორციელა. უწყებას უკვე დაწყებული აქვს შემოწმება სილამაზის სალონებშიც.
წაკითხვა
საკრებულოს დეპუტატი ითხოვს, რომ მედიკამენტების ქართულენოვანი ანოტაცია სავალდებულო გახდეს
გამოქვეყნებულია: 2015-03-16 12:48:00
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ახალი ინიციატივით გამოდის. საკრებულოს წევრი ითხოვს, რომ მედიკამენტების ანოტაციას ქართული თარგმანი დაერთოს და ეს ფარმაცევტული კომპანიებისთვის სავალდებულო გახდეს. ორენოვან ინსტრუქციებს მომხმარებელი მედიკამენტის მთლიანი შეფუთვის გარეშე, ნაწილ-ნაწილ ყიდვის შემთხვევაშიც მიიღებს.
წაკითხვა
პარლამენტში მედიკამენტების ხარისხის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშს გაეცნობიან
გამოქვეყნებულია: 2015-03-12 13:06:00
ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების ხარისხისა და ეფექტიანობის შესახებ აუდიტის სამსახური პარლამენტში ანგარიშს წარადგენს. ანგარიშს, რომელიც 2014 წელს მოიცავს, დღეს ჯანდაცვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. აუდიტის სამსახურის ანგარიშის საკომიტეტო განხილვები მომავალშიც გაგრძელდება. ჯანდაცვის კომიტეტი შემდეგ კვირაში ქალაქ თბილისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის საქმიანობის შესახებ არსებულ ინფორმაციას გაეცნობა, რის შემდეგაც კომიტეტი დასკვნას და მომავალში სამოქმედო გეგმას წარადგენს. 
წაკითხვა
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს
გამოქვეყნებულია: 2015-03-06 20:35:00
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს. უმრავლესობის დეპუტატ თამარ კორძაიას ავტორობით მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ქმედუუნარო მოქალაქეების ნაცვლად, კანონში ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის ტერმინი ჩაიწერება. ცვლილებათა პაკეტი, რომელმაც პოლიტიკურ წრეებში მხარდაჭერა უკვე მიიღო, ადრესატებს რამდენიმე სამოქალაქო უფლებას უბრუნებს, მათ შორისაა ქორწინების და არჩევნებში მონაწილეობის უფლება. თათია ტაბეშაძე დღეს იმ ოჯახს შეხვდა, რომლის საჩივრის გაცნობის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს შესაბამისი პროექტის მომზადება დაავალა. 
წაკითხვა
როგორ მუშაობს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი და როგორ უნდა გამოსწორდეს არსებული ხარვეზები
განახლებულია: 2015-03-06 12:18:00
როგორ მუშაობს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი და როგორ უნდა გამოსწორდეს არსებული ხარვეზები - ამ საკითხებზე იმსჯელეს ჯანდაცვის მინისტრმა, თბილისის მერიის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა და "112-ის" წარმომადგენლებმა. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მთავარ  პრობლემად სასწრაფოს დაგვიანების საკითხი გამოიკვეთა. დავით სერგეენკოს განცხადებით, უკვე გამოვლენილია კრიტიკული მიმართულებები, რომლებზეც მუშაობა აქტიურად დაიწყება. შეხვედრაზე მინისტრმა სამოქმედო გეგმაც წარადგინა, რომელიც თბილისის მერთან შეთანხმების შემდეგ განხორციელდება. 
წაკითხვა
რა ხარვეზებია სასწრაფო დახმარების სისტემაში და როგორ აპირებს დავით სერგეენკო პრობლემის მოგვარებას
გამოქვეყნებულია: 2015-03-05 21:14:00
ხარვეზები სასწრაფო დახმარების სისტემაში - ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართულების შესწავლა დაასრულა. მინისტრის განცხადებით, ხარვეზები თითქმის ყველა მიმართულებაში იკვეთება, მათ შორის საკმაოდ დიდია გამოძახებაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადების დაგვიანების დრო. პრობლემების გამოსასწორებლად, სამინისტროში სამოქმედო გეგმა შემუშავდა. კონკრეტულად, რა ხარვეზებს აქვს ადგილი და როგორია მათი აღმოფხვრის გეგმა - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა  „მოამბის“ შეკითხვებს უპასუხა.
წაკითხვა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი რესპირატორული ვირუსების შემთხვევების შემცირებას პროგნოზირებს
გამოქვეყნებულია: 2015-03-05 17:18:00
დაავადებათა კონტროლის ცენტრში გრიპისა და რესპირატორული ვირუსების შემთხვევების რაოდენობის კლებას ელოდებიან. ცენტრის დირექტორის განცხადებით, ვირუსების პიკმა საქართველოში უკვე გადაიარა და უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში დინამიკა კიდევ უფრო შემცირდება. 2014-15 წლების სეზონი ზომიერი ინტენსივობით გამოირჩეოდა. ლაბორატორიულად ბე ტიპის ვირუსის სულ 153, ა ტიპის კი 3 შემთხვევა გამოვლინდა. მიუხედავად ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ვირუსული ინფექციების საწინააღმდეგოდ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების, პირადი ჰიგიენის დაცვისა და რისკ ჯგუფებში გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
წაკითხვა